RSS Feed

Tag Archives: ბავშვი

როდის გავასინჯოთ ბავშვს კატლეტი?

10 თვიდან გავასინჯოთ კატლეტი, როცა ჩვილს რამდენიმე “კიჭი” ამოეჭრება.

არ გეგონოთ ვიჩქარეამ “პოსტის” დადება. ჯერ ხომ არ გამხდარა ჩემი პატარა ათი თვის. მე კი პირადი გამოცდილებიდან ვწერ ყველაფერს. ალბათ იფიქრეთ ამერია თარიღები. 🙂  საქმე იმაშია რომ ჩემს “ბუბუს” 8 თვისას უკვე 6 “კიჭი” აქვს. 🙂 ორი ქვემოთ 4 თვისას ამოუვიდა, ხოლო ზედა 4 კბილი 7 თვისას უკვე ქონდა . ახლა 10 ივნისს ცხრა თვის გახდება. ამიტომ მგონია რომ ცოტა მშობელმაც უნდა მოახდინოს დაკვირვება და ექიმის მეთვალყურეობისა და კონსულტაციების ფონზე, მანაც შეიტანოს მცირედი ცვლილებები. მე 8 თვიდან დავაწყებინე კატლეტის მიცემა.

10-11 თვის ბავშვს ახალამოწვერილი კბილებით უკვე შეუძლია მყარი საკვების დაღეჭვა. კბილებთან ერთად იყენებს ღრძილებს, ენას და სასას.

საბავშვო კატლეტი ადვილი მოსამზადებელია.

  • ახალგაზრდა საქონლის რბილი, მჭლე ხორცი – 100 გ;

  • რძე  – 15 მლ;

  • ნახევარი კვერცხი.

ხორცი ორჯერ გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, რომელშიც წინასწარ ჩაუშვებთ ერთად შეკრულ მწვანე ხახვისა და კამის რამდენიმე ღერს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი. შეგიძლიათ, კატლეტს გარნირი დაურთოთ – ბოსტნეულის პიურე – სტაფილოსი, ყვავილოვანი კომბოსტოსი, ყაბაყის, ჭარხლის ფოთლების, კარტოფილის. პიურე შეგიძლიათ შეკაზმოთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, ცოტა მარილით და მოასხუროთ ლიმონის წვენი. ამგვარად ბავშვი ცოცხლად მიიღებს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას.

 

ნ.შ

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

რა ასაკიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში კვერცხი?


ქათმის
კვერცხი 7-8 თვიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში, მე პირადად 8 თვიდან მივეცი. ჯერ ჩ/კ -ის მეოთხედი, მერე  გავზარდეთ. აღსანიშნავია რომ თავდაპირველად – მხოლოდ გული უნდა ჩავრთოთ რაციონში, 1 წლიდან კი ცილაც. ცილის ალერგიული თვისებები მოხარშვის შემდეგ იკლებს, მაგრამ მაინც სახიფათოა. ამიტომაც არ გვირჩევენ წლამდე მის შეტანას ბავშვის მენიუში. თუმცა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორიც, ასე რომ, ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს მხოლოდ მოხარშული კვერცხი უნდა მივცეთ (კარგად, დაახლოებით 10 წუთი უნდა ვხარშოთ), ხოლო შემწვარი დაახლოებით 4-5 წლისთვის.

 

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მე ჩემი გამოცდილებით ვიცი და ვწერ, მაინც გადაამოწმეთ პედიატრთან, დიეტოლოგთან  🙂

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალშობილი და კარტოფილი

პედიატრის რეკომენდაციით , სასურველია შეემატოს პატარას მენიუში არაუადრეს 6-7 თვისა , თუმცა მე 5 თვისას გავასინჯე ბოსტნეულის სუფში. თეთრი კარტოფილი ალერგიის განვითარებას იშვიათად იწვევს , ამიტომ თავისუფლად შეიძლება იგი ამ მხრივ უსაფრთხო საკვებად ჩავთვალოთ .

რაც შეეხება კარტოფილში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს , იგი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმითა და სახამებლით .

 კარტოფილის პიურის მომზადება
უმჯობესია კარტოფილი ორთქლზე ანუ ძალიან მცირე რაოდენობით წყალში მოხარშოთ .

1. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით შუაზე
2. გააჩერეთ 30 გრასუდამდე გამთბარ წყალში 1 საათი
3. შემდეგ დაჭერით მომცრო კუბებად და მოათავსეთ ჭურჭელში
4. კარტოფილი არ დაფაროთ წყლით , ხარშეთ ორთქლზე !
5. მოხარშვის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და დასრისეთ ( არ დააბლენდეროთ , თორემ იგი წებოვან მასად იქცევა )
6. დაამატეთ წყალი ან რძე , მარილი გემოვნებით და ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი ასაკის მიხედვით

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალშობილი და ვაშლი

თუ ვუმტებთ ვაშლს ბავშვის მენიუს აუცილებელია გვახსოვდეს :
• ბავშვის ასაკი უნდა იყოს 4-6 თვის,
• ვაშლის პირველ მიცემამდე დარწმუნდით , რომ ბავშვს არა აქვს ალერგია მასზე
• აუცილებლად გამოიყენეთ გათლილი ვაშლი., კარგად გახეხილი ან გათუთქული სახით
• ბავშვს ხილი მიეცით მხოლოდ ჭამის შემდეგ და არა უზმოზე .

თავიდან ნახევარი კოვზი გაასინჯეთ, მერე ნელ-ნელა გაზარდეთ ულუფა.

ვაშლის პიურე:
გარეცხეთ ვაშლი , და მოათავსეთ მდუღარე წყალში 45 წუთის განმავლობაში , შემდეგ გაფცქვენით და ჩაჭყლიტეთ, შეგიძლიათ გაათხელოთ რძით

ან

წინასწარ დაჭრილი ვაშლი დაორთქლეთ და ჩაჭყლიტეთ

ან
დაჭრილი ვაშლი აადუღეთ ცოტა წყალში
ასეთი მეთოდით თქვენ სრულად შეინარჩუნებთ იმ მინერალებს და სასარგებლო ნივთიერებებს , რითაც მდიდარია ეს ხილი

ვაშლი – თავის ტვინის განვითარებისათვის :

1. ვაშლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს , რომლებიც ამცირებენ თავის ტვინის ნეირონების ანთებით პროცესს და ხსნის ჟანგბადოვან სტრესს
2. შეიცავს მიკროელემენტ – ბორს , რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის აქტიურობას და იმპულსების გატარების სისწრაფეს
3 . ხელს უწყობს დეტოქსიკაციას

საინტერესო ფაქტები ვაშლის შესახებ :
– ვაშლი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია
– ვაშლი წყალში ტივტივებს , რადგან იგი 25% ჰაერს შეიცავს
-1989 წელს ვაშლი ვაშინგტონის ოფიციალურ სახელმწიფო ხილად აღიარეს
– საშუალო ზომის ვაშლი 80 კალორიაა
– ადრეულ რომში ვაშლი ფუფუნების ხილად ითვლებოდა
– რომაულ მითოლოგიაში ვაშლის ქალღმერთს პომონა ჰქვია

• ამცირებს კუჭის პრობლემებს : ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად იტანჯებიან კუჭ-ნაწლავის პრობლემებით . ასეთი შემთხვევებისას ვაშლი ნამდვილ ხსნად გვევლინება , პოლიფენოლი ,რომელიც ვაშლის შემადგენლობაში შედის ხელს უშლის კუჭის ლორწოვანის დაზიანებას , ვინაიდან წარმოქმნის აფკისებრ ფენას კუჭის შიგნით .
• ყაბზობა: მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვთა ასაკში , ვაშლი შეიცავს საკვებ ბოჭკოებს , რომლებიც ხელს უწყობენ მონელებას , ფეკალური მასების გათხელებას და აუმჯობესებენ პერისტალტიკას.
• ინფექციების დროს : ვაშლი ძლიერ სასარგებლოა დიზენტერიის დროს , ინფექციური დაავადებებისას მინერალების და ენერგიის აღსადგენად
• ხველა: ვაშლი ამცირებს ღამის შემაწუხებელ ხველას

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალშობილი და ყაბაყი

ყაბაყი მნიშვნელოვანი ბოსტნეულია , ვინაიდან შეიცავს ადამიანისათვის საჭირო უამრავ მიკროელემენტს : რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს. აღნიშნული მიკროელემენტები ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის, გულის, თირკმელების და ფილტვების ფუნქციონირებისთვის.
ყაბაყი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციაში , იგი ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას.

ყაბაყი მიეკუთვნება იმ მცირე პროდუქტების რიცხვს, რომლის მიცემაც ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანი და სასარგებლოა . ყაბაყი ნაკლებად ალერგიულია . შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას , კალიუმს , რეტინოლს და მანგანუმს .
ყაბაყის პიურის მომზადების ხერხი :
ყაბაყი გარეცხეთ , გათალეთ , დაჭერით პატარა კუბებად და მცირე რაოდენობით წყალში მოხარშეთ 5-10 წთ .

ყაბაყის პიურის რეცეპტი ( ფრანგული კულინარია ბავშვებისათვის )
გათალეთ ყაბაყი , ჩაყარეთ ადუღებულ წყალში , ისე რომ ბოსტნეული მთლიანად დაიფაროს , ცალკე მოხარშეთ ბრინჯი ( ½ ჩ.ჭ ) , შეურიეთ მოხარშული ყაბაყი და ბრინჯი და გაათხელეთ რძით , დაუმატეთ ცოტა მარილი და ასაკის მიხედვით ცხიმი . თუ ბავშვი დიდია , შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ნიორი . მე მაგალითად ყაბაყს ბოსტნეულის სუფშიც ვაძლევ ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალშობილი და ბოსტნეულის ფაფა

პედიატრის რეკომენდაციით, უმჯობესია, დამატებითი კვება დავიწყოთ ისეთი ბოსტნეულით, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიული რეაქციას.

  • გოგრა – მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით B6-ით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალციუმით, კალიუმით, რკინით). კაროტინის შემცველობით იგი 5-ჯერ აღემატება სტაფილოს.
  • ყვავილოვანი კომბოსტო – ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, პატარებსაც ძალიან მოსწონთ. მდიდარია მცენარეული უჯრედისით, მინერალებით და მიკროელემენტებით (კალიუმით, ფოსფორით, რკინით, კობალტით, მაგნიუმით, იოდით), ვიტამინებით (ა, ც, ბ ჯგუფის, ე, პპ). ა დაC ვიტამინები უზრუნველყოფენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ დაცვას. მთელ ამ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსს ადვილად აითვისებს პატარას ორგანიზმი და იყენებს ნივთიერებათა ცვლის, სისხლწარმოქმნის, ძვლების ფორმირების, დამცველობით პროცესებში.
  • სტაფილო – დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ა ვიტამინად, ამ უკანასკნელს კი ანტიოქსიდანტური (ტოქსინების შემბოჭველი) მოქმედება აქვს, ასევე – მანგანუმს, რომელიც აუცილებელია მასის დეფიციტის მქონე ჩვილებისთვის. სტაფილო რეკომენდებულია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც ნელა იმატებენ სიგრძეს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინაცია სასარგებლოა ხშირი გაციების, ბრონქიტების პროფილაქტიკისთვის. ფიტონციდების შემცველობით კი სტაფილო თვით ნიორსა და ხახვსაც კი არ ჩამოუვარდება.

კარტოფილი კი სტაფილოსთან კომბინირებულად მივცეთ, რადგან კარტოფილის პიურე საკმაოდ ძნელი მოსანელებელია პატარასათვის, მით უმეტეს – თუ ჯერ მას ბოსტნული საერთოდ არ გაუსინჯავს. ასევე შეგიძლიათ კარტოფილისა და ყაბაყის ერთმანეთში არევაც.

  • ყაბაყი – მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანტიალერგიული და ანემიიის საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის წყალობით ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. იგი აწესრიგებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს.

პიურე მარტივი მოსამზადებელია. ბოსტნეულს ვჭრით პატარა ნაჭრებად (მე სტაფილოს გულის გარეშე ვხარშავ), ვათავსებთ მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ მდუღარე წყალს და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე, თავდახურულს. პირველ წყალს გადავუღვრი ხოლმე (პედიატრის რჩევით), მეორე ნახარშით კი სათანადო სისქემდე მიმყავს, არ ვაბლენდერებ! ჩანგლით ვარბილებ. მარილი იმდენი უყავით, თქვენ რომ უმარილოდ მოგეჩვენოთ.

მზა ქილებში ჩამოსხმული პიურე მიეცით მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, მაგალითად, მგზავრობისას.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine