RSS Feed

Category Archives: ჩვენი ეკლესია

ბარბარობა

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.)
ხსენება 4(17) დეკემბერი

პატარა გოგონა ადრეულ ასაკში ფიქრობდა, რომ არსებობდა ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. შემდეგ მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორე ისე განრისხდა, რომ შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელმაც წმინდა ბარბარე წამების შემდეგ შიშველი გამოაყვანინა ქალაქში ხალხის დასანახად, მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გაბოროტებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს მეხმა ფერფლად აქცია.
   წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.
  წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.
      გილოცავთ  ამ ლამაზ დღესასწაულს, მისი ლოცვით გაცხონოთ ღმერთმა თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

ნ.შ

დიდი სიყვარულით ვულოცავ პატარა ბარბარეს, რომელიც ჩემი სიხარულის მომნიჭებელი და ცხოვრების აზრია. მამიდა, გილოცავ! მრავალს დაესწარი ჩემო სიხარულო :*  http://www.facebook.com/video/video.php?v=2667113523034

http://www.facebook.com/video/video.php?v=2316661802661

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

დეკანოზ ლევან მათეშვილის ლექციები

მღვდლებს, განურჩევლად ყველას, პატივი მიაგე, ხოლო კარგების რჩევას მიჰყევი – წმ. ნილოს სინელი

აი ამ სიტყვებით დავიწყებ წერას.

            მინდა გიამბოთ ცოტა რა მამა ლევანის შესახებ, თუმცა მე მისი მრევლი არ ვარ , მყავს სხვა არაჩვეულებრივი მოძღვარი-კეთილი, გულისხმიერი, კარგი მეგობარი, მაგრამ ამჯერად დეკანოზ ლევან   მათეშვილზე გიამბობთ.

            არ დავსწრებივარ  ყველა მის ლექციას, პირველად უფრო  დამკვირვებებლი ვიყავი. ვუყურებდი მის ურთიერთობას სულიერ შვილებთან, როგორი მეგობრული, მზრუნველი და  კეთილია. ყოველ მეორე წირვის შემდეგ ატარებს ლექციას იმ თემაზე რომელიც აქტუალურია, რაც მრევლს აინტერესებს. ამჯერად მამა ლევანმა ისაუბრა, თუ რატომ არ უნდა გადავიდეს მღვდლისადმი ჩვენი დამოკიდებულება ფანატიზმში, თემა იყო ”მოძღვრის გაკერპება” ,  ასევე გვირჩია მღვდელი ისე შევარჩიოთ, როგორც ვირჩევთ მეგობარს, დაქალს თუ ძმაკაცს.

             ყოველი ლექსიის ბოლოს მრევლი  კითხავს მოძღვარს იმ პრობლემის შესახებ ,   რაც მას აინტერესებს  ”არასოდეს თვითნებურად არ გადაწყვიტოთ ხართ თუ არა ღირსნი იმ მადლის მიღების, რასაც ზიარება, ლოცვა და ეკლესიაში სიარული ჰქვია.”-გვთხოვა მამა ლევანმა. გამახსენდა პატარა გოგო რომ ვიყავი, გამოუცდელობის გამო, მეც ბევრი შეცდომები დავუშვი, მაგალითად  როცა ერთ დღეს  გადავწყვიტე ჩემი ცოდვების გამო არ  უნდა მევლო ეკლესიაში და როცა ”გავძლიერდებოდი” მერე დავბრუნდებოდი ტაძარში. დიდი ხანი გავიდა,  უფრო დავშორდი ეკლესიას და შესაბამისად უფრო ცუდად ვიყავი. რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა მგალობელმა ნათიამ, რომელსაც ”ანგელოზი” დავარქვი,  სწორედ იმ დროს გამოჩნდებოდა, როცა ძალიან მჭირდებოდა ტაძარი. ერთ დღესაც მივედი ეკლესიაში, ჩემი მოძღვარი იჯდა და სულიერ შვილებს ესაუბრებოდა, რომ დამინახა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა (ვერ წარმოვიდგენდი თუ ვახსოვდი )და გულში ჩამიკრა. სატრაპეზოში დიდხანს ვისაუბრეთ. ”მე ხომ არ შემეშალა რამე, იქნებ მე დაგაბრკოლეო?”-მკითხა მან და მაშინ უბედნიერესი ვიყავი როცა მივხვდი რომ ასეთი კეთილი, სამართლიანი და თავმდაბალი მოძღვარი მყავდა. მეგონა ჩვენი საუბრის მერე ”მეტანიებით” დავისჯებოდი  🙂  მაგრამ სულაც არა. ბევრი მელაპარაკა, არ ჩქარობდა, წიგნები მაჩუქა, თუ რამე ვერ გაიგე მითხარი და აგიხსნიო, აღსარებისთვის მომზადება მირჩია და კვლავ მიმიღო მონატრებული შვილი ეკლესიის წიაღში. – ჩემი მოძღვრის ლოცვამ დამაბრუნა ნამდვილად.

             იმისათვის რომ არ დავუშვათ შეცდომები,  უცოდინრობის გამო  არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს სულიერ სამყაროს , მინდა მოუსმინოთ მამა ლევანის საინტერესო ლექციებს, რათა დარწმუნებული ვარ და დიდი იმედიც მაქვს ,  რომ თქვენს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. 

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ , ამინ!

 

ნ.შ

 P.S  ახლა კი წაიკითხეთ ორი მოძღვრის განმარტება, თუ რას ნიშნავს სულიერი მამა.

”… სულიერი მამა – ეს რამდენადმე სხვა მოვლენაა და სხვა მსახურება. ხშირად ეს ის მღვდელია, რომელმაც შეძლო შენ ხელახლად შობილიყავი იესუ ქრისტეში, ვინაც შენ „სულიერ გზაზე“ დაგაყენა. სულიერი მამა ეს ხელშესახები ქრისტიანული ავტორიტეტია, რომელთანაც საკუთარი სულიერი ძიებების გადამოწმება შეგიძლია. ის არ მბრძანებლობს შენს სულიერებაზე, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელმაც განვლო გაცილებით გრძელი ანდა მეტად ნაყოფიერი ეკლესიური გზა. თავად ტერმინი „სულიერი მამა“ ძალიან ტევადია და მეტყველი. „სულიერი“ განიყოფება „მშვინვიერისაგანაც“ და „ხორციელისაგანაც“ და ამ უკანასკნელთა ჩატევა სულიერი მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობაში ეკლესიური თვალსაზრისით დანაშაულად ითვლება. . . ” – დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი

მოძღვარს მრავალ საცთურთან უწევს ბრძოლა, და მის წინააღმდეგ განსაკუთრებულად იბრძვის ეშმაკი თავის მსახურებთან ერთად. სწორედ ამიტომაც მას ღვთის განსაკუთრებული შეწევნა და გაძლიერება სჭირდება. და როგორც ყველა ადამიანს, შენც, სულიერ შვილს, ლოცვა გმართებს მისთვის, რათა გააძლიეროს იგი ღმერთმა და განამტკიცოს. კეთილდღეობა სახლისა ოჯახის წინამძღოლზეა დამოკიდებული, მხედრის წარმატება – მხედართმთავარზე, კეთილი ნაოსნობა – მესაჭეზე. მაშ, ილოცე, რათა მოძღვარი იყოს ბრძენი და კეთილი, და ქრისტეს სამწყსოც იქნება კეთილწარმატებული. – ტიხონ ზადონელი

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

“ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი”

   

                       1996წელი  ,  კათოლიკოს-პატრიარქი მთავრობისგან ხელითუქმნელ ანჩისხატს ითხოვს.

     ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატი” თბილისის ხელოვნების მუზეუმშია. ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე და გაუგზავნა ედესის მეფეს ავგაროზს. Read the rest of this entry

სვეტიცხოვლობა

        
 
          საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღნიშნა. გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს თითოეული ჩვენთაგანის შემწე და მფარველი.
         არასდროს წავსულვარ მცხეთაში ამ დიდებული დღის აღსანიშნავად. წელს კი ახლობლებთან ერთად, ღამის 10 საათზე, ჩავედი და ჩემს სიხარულს,  თუ აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ერის ერთობის და სულიერი კავშირის მაგალითი – ღმერთმა გვამრავლოს ქართველები.  ამინ! Read the rest of this entry

მარიამობა

28 აგვისტო, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა. ეს დღესასწაული უძველესი დროიდანვე ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი  უსაყვარლესი დღე იყო, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას.

ქალწული უფალს  მარტო საკუთარი სულის ბოროტისაგან დაცვას კი არ შეავედრებდა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევარის მფარველობას და გადარჩენას სთხოვდა. უფალმაც ისმინა და დღესაც ისმენს მის ვედრებას. ვინაიდან ,  ღვისმშობელი ჩვენთვის შექმნა კიბედ, რომელმაც ზეცას უნდა აგვიყვანოს და დაგვამკვიდროს უფალთან.


არ მოაკლდეს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა!  ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ,  ჩვენი გულები ,  ჩვენი ცხოვრების რთული გზა ბოროტისაგან!

ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

16 ივლისი – “გერგეტობა”

კიდევ ერთი სიყვარულის დღეა. ქართველებსაც და სრულიად კაცობრიობას იმდენი სიყვარულის დღე გვაქვს, რამდენი დღეც ჩვენს ცხოვრებაში იქნება.ეს დღე კი , 16 ივლისი – მკათათვე,  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელს უკავშირდება.

1980 წელს მან გერგეტის სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, რომ  ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო. ჩვენი პატრიარქი  მას შემდეგ თითქმის ყველა გერგეტობაზე მიბრძანდება.

მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“. Read the rest of this entry

დღეს ”ვლაქერნობაა” ვულოცავ ყველას

`ვლაქერნობა” 15 ივლისს საყოველთაო დღესასწაულად სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2007 წელს გამოაცხადა.ზუგდიდში `ვლაქერნის” ტაძარში დღეს `ღვთისმშობლის კვართი” გამოაბრძანეს.  დღესასწაულს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული უამრავი სტუმარი ეწვია.

კვართთან მიახლოება და თაყვანისცემა ყველა მსურველს შეეძლებათ. `კვართი ღმრთისმშობელისა”, რომელიც თავის დროზე დეკორით ყოფილა შემკობილი, დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა. ამჟამად იგი ტილოს წააგავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა.

Read the rest of this entry

პეტრე პავლობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   ხვალ , 12 ივლისს არის პეტრე პავლობა. სრულიად მართმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ამ დიდებულ დღეს . გილოცავთ ყველას   გფარავდეთ  “თავთა მოციქულთა”  ლოცვის მადლი და გაიხარეთ

ნ.შ  

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

პეტრე პავლობა

პეტრე პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება. 2009 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით პეტრე პავლობის მარხვა 15 ივნისს დაიწყო და ოთხი კვირა გრძელდება. მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. წმ. პეტრესა და პავლეს  შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა რომ ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. წმ. პეტრე და პავლე, – „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
Read the rest of this entry

რას ნიშნავს თვით სიტყვა «იეღოვა»?

ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად «ელოჰიმ», «საბაოთ», «ადონაი» და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი სახელია «იეღოვა», რაც ებრაულად «მყოფს», «არსებულს» ნიშნავს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იეღოველები უარყოფდნენ ღმერთის დანარჩენ სახელწოდებებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განსაკუთრებით იეღოველებისთვის. მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.

http://www.kvirispalitra.ge