RSS Feed

Tag Archives: poetry

***

იქნებ მოხვიდე მალე , ნუ გამიმეტებ დარდად.

როდესაც თვალებს ვხუჭავ , მოგონებებში გხატავ.

გაზაფხულია ყველგან, ჩემში ვერ აღწევს სითბო.

რაა ასე რომ მტკივა? – ხელი გამიშვი თითქოს.

ვერ გსაყვედურობ დაშრა ჩემი ცრემლების ღელვა,
დრო ისე სწრაფად გარბის. . .
დრო ჩემთან ერთად კვდება. . .

ასე ყოფილა თურმე, ამაზე მეტიც ხდება.

მე ვერ შევძელი მხოლოდ. . . ჩემში იმედი ქრება.

და ყვავილები ისევ გაიშლებიან ბაღში,
მზე კვლავ გაათბობს სხეულს , გაგახსენდები ქარში. . .
შენი პატარა გოგო გაუჩინარდა ხალხში. . . 

ვერ დაგელოდა შენ ხომ ხელი გაუშვი მაშინ.

ნ.შ  15,02,2018

***

რატომ ცივა ? გადახსენით ფარდა.
მზის სხივები შემოუშვით ცივა. . .
ჩამეხუტეთ ჩამეხუტეთ ძლიერ,
დღე გამითბე მზეო თიბათვისა.
დამაჯერე რომ ცხოვრება ღირდა,
დამიგეგმე მომავალი გზები,
ნეტა კვლავაც ჩემთან ყოფნა გინდა? !
უსასრულოდ იკარგება წლები. . .
დაგვიზამთრდა, იცი როგორ მცივა?
გელოდები მარად შენი. . . შენი!

                                                                                                                   ნ.შ  10,01,2018

ალექსის

Picture2

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

როგორ მოველი შენთან შეხვედრას ,

ჩაგეხუტები, გამინათებ გულს და გონებას.

ფეხბედნიერო, ჩემი მეკვლე ხარ,

შენამდე იყო ამაოება . . .

 

თითქოს აყვავდა ათას სურნელად

რაღაც უცნობი, ყველა გრძნობას რომ მოერევა

და მისხვაფერა უღიმღამო ერთი ცხოვრება

ზესიყვარულმა – ჩემში იწყო აღმოცენება . . .

 

და ტკბილი არის ეს მონატრებაც,

იმედის სხივი ხარ გულთან რომ ფეთქავს,

ვიცი შეავსებ ამ მარტოობას,

მაშინ როდესაც დამარქმევ დედას.

ნ.შ   14/06/2013

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ქალს

ქარმა აშალა ფიქრების კალთა ,

ოთახში ვტკეპნიდი ჩემს სიმარტოვეს ,

სახეზე მეხებოდა ნიავის ფარდა,

შენს დავიწყებას შევძლებდი ვერასოდეს !

დაღამდა ფიქრში ,  შუქები ჩაქრა ,

გამჭვარტლა ოთახი სევდიან  კვამლმა ,

სადღაც ,  კუთხეში ოცნება დარჩა ,

გადაარჩინა პატარა ქალმა .

ნ.შ   11/03/1996

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ქ.რ-ს

ეს ამოდენა ვნების ზვირთები ,

სიყვარული კი ღვარად გადმოვა ,

თქვენს სილამაზეს ჩემი მცირედი

ხოტბა შევასხა . . .

თუკი გამოვა .

მშვენიერების მატარებელო . . .

მე დავეცემი თქვენს წინ დაჭრილი ,

მიხვრა-მოხვრის დიდოსტატო ,

გამომიწოდე თლილი მარჯვენი .

შთამაგონებს  უცხო სინაზე ,

სიკეკლუცეა თქვენი სახელი .

რომ დავიღალო ცხოვრების გზაზე ,

გთხოვ მათქმევინო ჩემი სათქმელი ,

მშვენიერების მატარებელო . . .

ყელმოღერილი ,  აფრინდა  გედი . . .

მაგ ლამაზ ღიმილში გენაცვალე !

ლექსის წერას შევძლებდი შენით .

მშვენიერების მატარებელო . . .

ნ.შ  25/05/2000

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

***

გაზაფხულია . . .

სიხარულია . . .

დედაბუნება სიცოცხლეს უბრუნდება . . .

მე კი სარკმელთან ვზივარ და

სუნთქვა მიჭირს ,

დარდმა დამიმონა ,

ცხარე ცრემლით ვტირი .

დარბიან ბავშვები ქალაქის სკვერებში ,

ფერადი ბუშტები ,  ჭრელი კაბები ,

ჩემსავით ტირის თოვლი  მთებში ,

ქვეყნად მარტო ვარ ! – ჩიტი მახეში .

გაზაფხულია . . .

სიხარულია . . .

დედაბუნება სიცოცხლეს უბრუნდება . . .

მე კი სარკმელთან ვზივარ და

სუნთქვა მიჭირს .

ნ.შ  22/04/ 1998

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

წუხელ ვიხილე დედამიწა მთვარეს აჩენდა ,

ცრემლით ვიტირე ,

რა ლამაზი ყოფილა დედა !

                                     ნ.შ   14/05/2003

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სიცოცხლე მინდა !

დღემ დაამარცხა სევდის ჩრდილები ,

ღამე . . .

ამ ღამეს თეთრად მეძინა .

ლექსით დატვირთული თეთრი ხომალდები

ტბაზე გაცურდნენ ჩემი კალთიდან .

დილამ მომგვარა მორიგი ფიქრი :

ღია ფანჯარა . . .

რომ გავფრინდე ჩიტად ?!

ღამის თენება ,  თეთრად თენება ,

სიცოცხლე მინდა !

დღე , მზე , დინება . . .

                                                ნ.შ     20/02/2010

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

მე დავბრუნდი

 მოვდიოდი აღმართ-აღმართ ,

შორს იყავი . . .

გადავლახე ცხრა მთა ,

გულით გიგალობდი .

მოვდიოდი წვიმიანი განთიადით ,

ქარი ნაზად ჩურჩულებდა  – შენ მიხმობდი .

ჩემს აღმართებს ორი წელი ართულებდა ,

მე დავბრუნდი .   უფლის სახლში ცეცხლი ენთო .

შენ მიხმობდი . . .

 და  ეგ სითბო მამხნევებდა !

ყოველ აღმართს მიმარტივებ ,  ჩემო ღმერთო ,

მე დავბრუნდი !

 

                                  ნ.შ   1/06/2010

 

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine