RSS Feed

Tag Archives: culture

სამთავისი (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)

სამთავისი   დააწკაპეთ და ტექსტს სამთავისზე იხილავთ ახალ ფანჯარაში  

This slideshow requires JavaScript.


ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ბრეთი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მეოთხე გაჩერება: სოფელი ბრეთი

მდებარეობს ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 9 კილომეტრის მანძილზე.

ბრეთის ტერიტორია ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. 

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. იგი პიროს ბრეთელად მოიხსენიება.

მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვან კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა.

სოფლის დასავლეთით დგას დარბაზული ტიპის ეკლესია და კოშკი. ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით, კოშკი – XVII საუკუნით.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სხვილო (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მესამე გაჩერება: სხვილოს ციხე

კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალას მახლობლად ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ველს გადმოჰყურებს ციხესიმაგრე სხვილო ანუ ცხვილო.  Read the rest of this entry

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 15 ივნისი, 2011 წ

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძლევისა. ბევრი სასწაული  მოუხდენია ამ ყოვლად წმინდა სამების ახოვან მხედარს. მეც განსაკუთრებულად ვლოცულობ წმ. გიორგის ხატთან და ვავედრებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. ყოველთვის მაძლიერებს და მანუგეშებს.

გუშინ მესამედ ავედი სოფელ ზემო მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ყოველ ასვლაზე ახალს ვგებულობ ამ არაჩვეულებრივ ტაძარზე. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. ამბობენ, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაში არის დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები, ჯვრები (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია. Read the rest of this entry

“ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი”

   

                       1996წელი  ,  კათოლიკოს-პატრიარქი მთავრობისგან ხელითუქმნელ ანჩისხატს ითხოვს.

     ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატი” თბილისის ხელოვნების მუზეუმშია. ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე და გაუგზავნა ედესის მეფეს ავგაროზს. Read the rest of this entry

სვეტიცხოვლობა

        
 
          საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღნიშნა. გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს თითოეული ჩვენთაგანის შემწე და მფარველი.
         არასდროს წავსულვარ მცხეთაში ამ დიდებული დღის აღსანიშნავად. წელს კი ახლობლებთან ერთად, ღამის 10 საათზე, ჩავედი და ჩემს სიხარულს,  თუ აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ერის ერთობის და სულიერი კავშირის მაგალითი – ღმერთმა გვამრავლოს ქართველები.  ამინ! Read the rest of this entry

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

მნიშვნელოვანი თარიღია  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაში. ყველა ძალიან მიყვარს, ჩემი უსაყვარლესი კურსია  LLB C, D, E,  F, H, I  და დიდი სიყვარულით ვულოცავ უნივერსიტეტის დამთავრებას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.  ვუსურვებ წარმატებულ მომავალს.

 

წელს  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის 105 ბაკალავრი და 39 მაგისტრი ამთავრებს, ხოლო  სამართლის სკოლას – 134 ბაკალავრი და 35 მაგისტრი, მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  დიმიტრი შაშკინმა გზა დაულოცა  და წარმატებები უსურვა.

დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“

 

ნ .  შ

 

21/07/2010

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to Blinklist

%d bloggers like this: