RSS Feed

Tag Archives: პოეზია

***

იქნებ მოხვიდე მალე , ნუ გამიმეტებ დარდად.

როდესაც თვალებს ვხუჭავ , მოგონებებში გხატავ.

გაზაფხულია ყველგან, ჩემში ვერ აღწევს სითბო.

რაა ასე რომ მტკივა? – ხელი გამიშვი თითქოს.

ვერ გსაყვედურობ დაშრა ჩემი ცრემლების ღელვა,
დრო ისე სწრაფად გარბის. . .
დრო ჩემთან ერთად კვდება. . .

ასე ყოფილა თურმე, ამაზე მეტიც ხდება.

მე ვერ შევძელი მხოლოდ. . . ჩემში იმედი ქრება.

და ყვავილები ისევ გაიშლებიან ბაღში,
მზე კვლავ გაათბობს სხეულს , გაგახსენდები ქარში. . .
შენი პატარა გოგო გაუჩინარდა ხალხში. . . 

ვერ დაგელოდა შენ ხომ ხელი გაუშვი მაშინ.

ნ.შ  15,02,2018

ალექსის

Picture2

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

როგორ მოველი შენთან შეხვედრას ,

ჩაგეხუტები, გამინათებ გულს და გონებას.

ფეხბედნიერო, ჩემი მეკვლე ხარ,

შენამდე იყო ამაოება . . .

 

თითქოს აყვავდა ათას სურნელად

რაღაც უცნობი, ყველა გრძნობას რომ მოერევა

და მისხვაფერა უღიმღამო ერთი ცხოვრება

ზესიყვარულმა – ჩემში იწყო აღმოცენება . . .

 

და ტკბილი არის ეს მონატრებაც,

იმედის სხივი ხარ გულთან რომ ფეთქავს,

ვიცი შეავსებ ამ მარტოობას,

მაშინ როდესაც დამარქმევ დედას.

ნ.შ   14/06/2013

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ტერენტი გრანელის ლექსები

არ ვხედავ ღრუბელს… 

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს, 

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში. 

და იმ ადგილას მივედი ისევ, 

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. 

აქაც გაისმის ქარის გოდება, 

ქარია გარეთ, ქარია სულში. 

დღესაც მეწვია და არ მშორდება 

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ. 

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს, 

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის. 

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ, 

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა…  

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა, 

ახლა იშლება სივრცე ნახული. 

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, 

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული. 

და იბადება ყოველთვის კითხვა: 

– კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა! 

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს, 

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. 

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული, 

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა. 

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში, 

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა. 

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა, 

ახლა იშლება სივრცე ნახული. 

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა, 

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე… 

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე, 

ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა. 

მე სკანდალისთვის დამატუსაღეს, 

ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან. 

ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც 

ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს. 

მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა – 

სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს… 

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, 

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. 

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, 

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. 

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, 

ჩემი ფიქრები ისევ კივიან. 

ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში 

ყველაზე კარგი ეს ადგილია. 

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, 

ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. 

გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, 

ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. 

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, 

შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. 

ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, 

ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

ალბათ მოვა დრო . . . 


ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

ტერენტი გრანელი 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

გაზაფხულის საღამოა მშვიდი

ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (1897-1934) ქართველი პოეტი

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

შემოდგომა

შემოდგომა იდგა ტყეში  გაჩახჩახებული ,

ფეხშიშველი დამჭკნარ ფოთლებს აშარიშურებდა ,

ღვინო ჭურებში დამაჭრებული . . .

ქარვა და ლალი მზეზე ელვარებდა .

ფოთლების წვიმა . . .

სვენებ -სვენებით ეშვებოდნენ ჭალაში ნელ-ნელა ,

უზარმაზარი ყვითელი ფოთლებით თოვდა ქალაქში .

ნ.შ     5/07/2000

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალი წელი

მოდის ახალი წელი ,

ახალი იმედებით ,

ახალი სიმღერებით ,

ბევრი საჩუქრებით .

ერთ წელს მეორე შეცვლის

და გაიზრდება ჩვენი

უფლისეული სამყარო ,

ერთი წლით ,  ახალი წელით .

იქნება ბავშვების სიცილი ,

“მრავალჟამიერო”

იქნება უწყვეტი სიმღერა,

უნდა დამიჯერო!

და უფლისეულ სამყაროს მსგავსად

კიდევ ერთი წლით ვიზრდებით ,

ეს წელი ახლით შეიცვლება ,

ახალი იმედებით .

ნ.შ  28/12/1997

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ბაობაბი

ბარბარეს                            

მითხარით თუკი გინახავთ

ხე ბაობაბი ნამდვილად?

თურმე მის ჩრდილში თავსდება

ერთი სოფელი ადვილად.

ზაფხულში არის შიშველი,

ზამთარში ლამაზად ყვავის ,

მისი მერქანი არ იწვის,

მცენარე სურნელოვანი!

ხუთი ათას წელს მოითვლის

უცხო და საოცარი!

მინდა ვიხილო ოდესმე

აფრიკაში ბაობაბი!

ნ.შ  12/09/1996

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

იმერეთი

ვუმღერ და ვეტრფი  გაოცებული,

ხალხის თვალებიც მომნათებია,

მე სიხარულის განცდით ვჩურჩულებ:

ჩემი იმერეთის მწვანე მთებია.

დამესიზმრება ზოგჯერ  “ნატრული”

თითქოს უჩემოდ მოუწყენია,

მაეჭვიანებს ის სიყვარული,

მარტო დარჩენილს რომ  უმღერიან .

ავფრიალდები ღრუბლად  ქცეული,

რომ მასთან ვიყო, მატკბობდეს მუდამ,

დავეუფლები როგორც გრძნეული,

არვის მივუშვებ ახლოს მის გულთან.

მე მარტოობის დავათრევ ჩანთას,

ეს  ჩამოყრილი ობოლი მხრებია,

მონატრებისას გაგიმხელთ ახლა, რომ

ჩემი სახლი იმერეთია!

ნ.შ  18/04.2002

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სალოცავს

ერთხელ გამეღვიძა შიშით, სინანულით,

მტკიოდა, მციოდა ,  მშიოდა  . . .

მარტოობაში ცხოვრება მიჭირდა,

ცრემლი ლოყებზე დამტიროდა.

მე დაკარგულმა როგორ შევძელი,

რომ შენამდე მოვედი?

დაგიბრუნდი  კაბაზე მტვერით და

კიდევ  ცრემლებით ,

ბევრი ვიარე  უძღებმა შვილმა.

ვბედავ, გეფერები ცოდვილი ხელებით.

 

                                                ნ.შ  17/04/2002