RSS Feed

***

იქნებ მოხვიდე მალე , ნუ გამიმეტებ დარდად.

როდესაც თვალებს ვხუჭავ , მოგონებებში გხატავ.

გაზაფხულია ყველგან, ჩემში ვერ აღწევს სითბო.

რაა ასე რომ მტკივა? – ხელი გამიშვი თითქოს.

ვერ გსაყვედურობ დაშრა ჩემი ცრემლების ღელვა,
დრო ისე სწრაფად გარბის. . .
დრო ჩემთან ერთად კვდება. . .

ასე ყოფილა თურმე, ამაზე მეტიც ხდება.

მე ვერ შევძელი მხოლოდ. . . ჩემში იმედი ქრება.

და ყვავილები ისევ გაიშლებიან ბაღში,
მზე კვლავ გაათბობს სხეულს , გაგახსენდები ქარში. . .
შენი პატარა გოგო გაუჩინარდა ხალხში. . . 

ვერ დაგელოდა შენ ხომ ხელი გაუშვი მაშინ.

ნ.შ  15,02,2018

Advertisements

***

მკითხეს: ნუთუ არ გტკივა? ნუთუ არდარდობ რამეს?
– წელში მომხარა სევდავ, ჩემი თვალები გამცემს.
ეს ღიმილი კი დამრჩა, ვერ გამიგია როგორ?!
გულწრფელი თითქოს არ ჩანს . . .  ცინიზმის დაკრავს ფერი
საკუთარ ბედს დავცინი, ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. . .

როდის მოვკალი ჩემში პატარა ბავშვი ლაღი?

გადამარჩინე კარგო, ნუ მომიგონებ ავად.
შენსავით არვინ მიცნობს, როგორ ვიცხოვრო აწი,

შენთვის ვსუნთქავდი , შენით ვზომავდი აღმართ დაღმართს.

განა არ მტკივა მართლა?

განა არაფერს ვდარდობ?

ღიმილში ვმალა სევდას და მოლოდინით ვხარობ.

ნ.შ 12,02,2018

***

რატომ ცივა ? გადახსენით ფარდა.
მზის სხივები შემოუშვით ცივა. . .
ჩამეხუტეთ ჩამეხუტეთ ძლიერ,
დღე გამითბე მზეო თიბათვისა.
დამაჯერე რომ ცხოვრება ღირდა,
დამიგეგმე მომავალი გზები,
ნეტა კვლავაც ჩემთან ყოფნა გინდა? !
უსასრულოდ იკარგება წლები. . .
დაგვიზამთრდა, იცი როგორ მცივა?
გელოდები მარად შენი. . . შენი!

                                                                                                                   ნ.შ  10,01,2018

როდის გავასინჯოთ ბავშვს კატლეტი?

10 თვიდან გავასინჯოთ კატლეტი, როცა ჩვილს რამდენიმე “კიჭი” ამოეჭრება.

არ გეგონოთ ვიჩქარეამ “პოსტის” დადება. ჯერ ხომ არ გამხდარა ჩემი პატარა ათი თვის. მე კი პირადი გამოცდილებიდან ვწერ ყველაფერს. ალბათ იფიქრეთ ამერია თარიღები. 🙂  საქმე იმაშია რომ ჩემს “ბუბუს” 8 თვისას უკვე 6 “კიჭი” აქვს. 🙂 ორი ქვემოთ 4 თვისას ამოუვიდა, ხოლო ზედა 4 კბილი 7 თვისას უკვე ქონდა . ახლა 10 ივნისს ცხრა თვის გახდება. ამიტომ მგონია რომ ცოტა მშობელმაც უნდა მოახდინოს დაკვირვება და ექიმის მეთვალყურეობისა და კონსულტაციების ფონზე, მანაც შეიტანოს მცირედი ცვლილებები. მე 8 თვიდან დავაწყებინე კატლეტის მიცემა.

10-11 თვის ბავშვს ახალამოწვერილი კბილებით უკვე შეუძლია მყარი საკვების დაღეჭვა. კბილებთან ერთად იყენებს ღრძილებს, ენას და სასას.

საბავშვო კატლეტი ადვილი მოსამზადებელია.

  • ახალგაზრდა საქონლის რბილი, მჭლე ხორცი – 100 გ;

  • რძე  – 15 მლ;

  • ნახევარი კვერცხი.

ხორცი ორჯერ გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, რომელშიც წინასწარ ჩაუშვებთ ერთად შეკრულ მწვანე ხახვისა და კამის რამდენიმე ღერს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი. შეგიძლიათ, კატლეტს გარნირი დაურთოთ – ბოსტნეულის პიურე – სტაფილოსი, ყვავილოვანი კომბოსტოსი, ყაბაყის, ჭარხლის ფოთლების, კარტოფილის. პიურე შეგიძლიათ შეკაზმოთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, ცოტა მარილით და მოასხუროთ ლიმონის წვენი. ამგვარად ბავშვი ცოცხლად მიიღებს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას.

 

ნ.შ

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

რა ასაკიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში კვერცხი?


ქათმის
კვერცხი 7-8 თვიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში, მე პირადად 8 თვიდან მივეცი. ჯერ ჩ/კ -ის მეოთხედი, მერე  გავზარდეთ. აღსანიშნავია რომ თავდაპირველად – მხოლოდ გული უნდა ჩავრთოთ რაციონში, 1 წლიდან კი ცილაც. ცილის ალერგიული თვისებები მოხარშვის შემდეგ იკლებს, მაგრამ მაინც სახიფათოა. ამიტომაც არ გვირჩევენ წლამდე მის შეტანას ბავშვის მენიუში. თუმცა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორიც, ასე რომ, ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს მხოლოდ მოხარშული კვერცხი უნდა მივცეთ (კარგად, დაახლოებით 10 წუთი უნდა ვხარშოთ), ხოლო შემწვარი დაახლოებით 4-5 წლისთვის.

 

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მე ჩემი გამოცდილებით ვიცი და ვწერ, მაინც გადაამოწმეთ პედიატრთან, დიეტოლოგთან  🙂

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ახალშობილისთვის აუცილებელი ნივთები

 

baby1 საწოლი

2 ეტლი

3 სამგზავრო კალათა

4 დამატებითი თეთრეული

5 აბაზანის საშუალებები, გელი, სპირტი და ბამბა გამშრალების შემდეგ ,  ყურის ბამბა

6 საბავშვო პლედი

7 პამპერსები და სველი სალფეტკები და კრემი

8 მანეჟი

9 მაკრატელი,  თმის რბილი ჯაგრისი, სოსკა, რეზინის ოკნა, ღრძილების რეზინი, სოსკა თერმომეტრი,

10 ძიძა სათამაშო   ძილს მოგვრის

11 ვიდეო თვალი- ძიძა კამერა

12 ბავშვის საქანელა

 

 

 

ახალშობილი და კარტოფილი

პედიატრის რეკომენდაციით , სასურველია შეემატოს პატარას მენიუში არაუადრეს 6-7 თვისა , თუმცა მე 5 თვისას გავასინჯე ბოსტნეულის სუფში. თეთრი კარტოფილი ალერგიის განვითარებას იშვიათად იწვევს , ამიტომ თავისუფლად შეიძლება იგი ამ მხრივ უსაფრთხო საკვებად ჩავთვალოთ .

რაც შეეხება კარტოფილში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს , იგი განსაკუთრებით მდიდარია კალიუმითა და სახამებლით .

 კარტოფილის პიურის მომზადება
უმჯობესია კარტოფილი ორთქლზე ანუ ძალიან მცირე რაოდენობით წყალში მოხარშოთ .

1. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით შუაზე
2. გააჩერეთ 30 გრასუდამდე გამთბარ წყალში 1 საათი
3. შემდეგ დაჭერით მომცრო კუბებად და მოათავსეთ ჭურჭელში
4. კარტოფილი არ დაფაროთ წყლით , ხარშეთ ორთქლზე !
5. მოხარშვის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და დასრისეთ ( არ დააბლენდეროთ , თორემ იგი წებოვან მასად იქცევა )
6. დაამატეთ წყალი ან რძე , მარილი გემოვნებით და ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი ასაკის მიხედვით

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

%d bloggers like this: