RSS Feed

Tag Archives: church

ულუმბო (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)

This slideshow requires JavaScript.

მეოთხე გაჩერება ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში. მის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ჭერათხევის… სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ(13) მამათგანის ქმნული, და დაფულულ არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი“.

სამწუხაროდ არ ვიცით სად არის დასაფლავებული მიქაელ ულუმბოელი, ამბობენ მონასტრის ეზოშიაო.

ქართველთა ერთ–ერთი ჯალალ ედ დინთან გამარჯვების ბრძოლის დროს, ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და იგი შეუწირავთ ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და სულაც არ დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს.

თუმცა ძალიან მწირია ამ ტაძრის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სამაგიეროდ დიდებულია და ულამაზესია იგი, ტყეში ჩაფლული სისპეტაკე და სიმშვიდე დანახვისთანავე ჩაგაფიქრებს, მეტყველების უნარს გაკარგვინებს და მონუსხული, ემოციებით აღვსილი, ზიხარ ეზოში და უყურებ ამ პატარა ტაძრის სიდიადეს. სიდიადეს რომელიც სანთლისა და საკმევლის სუნით შეგახსენებს უფალი სუფევს შენში და ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. აქ კი უფრო ახლოს ხარ კეთილშობილებასთან, სიმართლესთან, სიყვარულის გრძნობით, მადლიერი ხარ და ბედნიერი, რომ ნახე და შეეხე . . . რომ განიცადე . . . რომ შეგიძლია სხვასაც გაუზიარო . . . რომ ღმერთმა ამის ღირსი გაგხადა.

ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.

1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღუდგენიათ.

ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, როდესაც ამ ტაძრის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიტანეთ ცოტაოდენი ზეთი , მარილი, ღვინო და ფქვილი, ან რისი შესაძლებლობაც გექნებათ.

სიყვარულით
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

რუისი (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)

This slideshow requires JavaScript.

მესამე გაჩერება რუისის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ქართლის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის შუაგულში მდებარეობს.  ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. 

თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი კვადრებით.

XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს ტაძარი განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის  ასმოთავრული წარწერა:

„ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ“

თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442).

„ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, – რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს“

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

არ დავივიწყოთ ტაო კლარჯეთი

ოდესღაც ისტორიული საქართველოს ნაწილი ტაო-კლარჯეთი უმშვენიერესი ბუნებით და ზღაპრული სანახაობით არაერთ მოგზაურს ხიბლავდა. მე-8 საუკუნეში ეს მხარე ქართველ ბაგრატიონთა სამკვიდროდ და ქვეყნის ცენტრად გამოცხადდა. ,,გურჯისტანის ვალაიეთი’’ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ნაწილი , ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. 

ყველამ იცის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.

 ტაო მდინარე ჭოროხის ხეობაშია , კლარჯეთი მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ტაო-კლარჯეთში მრავლადაა ( 200-ზე მეტი) ძველი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, , ხანძთა , ბანა, დოლისყანა, შატბერდი და სხვა მრავალი, რომლებიც კვლავაც ინარჩუნებენ უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის და ზოგადად კულტურისთვის, მათ ქართველების ყურადღება და ზრუნვა ესაჭიროებათ. უძველესი ეკლესიები ტაძრები დანგრეულან და ზოგიც სასწაულებრივად გადაურჩა ბუნებისა თუ ადამიანის მიერ მოვლენილ რისხვას. 

ყოველი ჩვენთაგანის ვალია გულგრილნი ნუ ვიქნებით და მეტად დავინტერესდეთ ჩვენი ისტორიული ,  უნიკალური  ძეგლებით. ამასთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა  საქველმოქმედო კონცერტი “გელინო”

 სექტემბერში დაგეგმილი გვაქვს მეგობრებს მოვინახულოთ ეს ულამაზესი მხარე და  ისტორიული ძეგლები.  ჩვენს ისტორიას შევეხოთ და გავუფრთხილდეთ!

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

დირბი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მეხუთე გაჩერება: სოფელი დირბი

ტური: წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი დაგვირგვინდა დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ნახვით, რომელიც  მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონი), მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირას დამრეც ფერდობზე.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს ისევე, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანიღაა დარჩენილი.

ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. XXს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIVს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.

2000 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, აშენდა საცხოვრებელი სახლი, შემოავლეს გალავანი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნელი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რაც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ჩატარდა რესტავრაცია, მოიხნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს -ის უნიკალური ფრესკები, მათ შორის არის  ,,იოსების ყვედრება” სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული ,,მიდგომილი ღმრთისმშობელი”.

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას ,,კუბოს ღმრთისმშობლისასაც” უწოდებდნენ. XVII საუკუნის საბუთით დამოწმებული დირბის ეკლესიის სახელწოდებაა ,,კუბოს ღვთისმშობელი”, რაც უნდა უკავშირდებოდეს ,,ღმრთისმშობლის ამაღლების” აქ წარმოდგენილ უიშვიათეს გამოსახულებას, სადაც საგანგებოდაა დედა ღმრთისას ღია და ცარიელი ქვის კუბო წარმოდგენილი.

ეკლესიაში  ,,მიდგომილი ღმრთისმშობლის” ხატთან ვილოცეთ. მონაზონთა თხოვნით არ გადავიღეთ სურათები ამ უნიკალური ფრესკის. თუ გაინტერესებთ ეს ფრესკა, გირჩევთ ინტერნეტში მოიძიოთ, სასურველია ამ ეკლესიის ნახვა, სადაც საშუალება გექნებათ შეიძინოთ ხატები და გაავრცელოთ სრულიად საქართველოში. ასევე  ამ  მონასტერში მზადდება სამკურნალო მალამოები. სოფელი დირბი ცნობილია ასევე წითელი ღვინით, რომელსაც “დირბულა” ჰქვია.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სამთავისი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მეორე გაჩერება: სამთავისი 

შიდა ქართლის მხარეში, , კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, მდ.ლეხურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 680 მ, სოფელ სამთავისის ცენტრში, მდებარეობს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული სამთავისის ტაძარი.  „კალმასობაში” ნათქვამია: „ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.”

Read the rest of this entry

საშობაო ალილო 2012 წელი

 წელს პირველად შევუერთდი ალილოს მსვლელობას ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე. ულამაზესი  სანახაობა იყო. ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი.

რა დავწერო?  🙂 უნდა ნახოთ!  უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ყოველ წელს ტრადიციად აქციეთ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად.

მიიღებთ დადებით ენერგიას, დაგლოცავთ ბევრი მღვდელი, იქნებით ქველმოქმედნი, გაიღებთ მცირედს უპოვართათვის და აგიხდებათ ყველა ოცნება, უფალი შეგეწევათ!

იხილეთ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები

ღმერთმა მრავალს დაგასწროთ!

სიყვარულით,

ნ.შ

This slideshow requires JavaScript.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

გერგეტის სამება

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

წელს მინდოდა სიყვარულითა და სიხარულით სავსე გულით ვხლებოდი  ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს.

ლოცვით, ჩურჩულით ვეფერებოდი და შევთხოვდი  ჩემი სიყვარული დაეფარა და დაელოცა, კურთხევასა და დახმარებას ვთხოვდი, რადგან მიმაჩნია როცა გაქვს, მოიპოვე და დაგასაჩუქრეს, უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდე, ილოცო უფლის წინაშე შენი სიყვარულისთვის,  გეშინოდეს, და ძლიერდებოდე რწმენაში, სიყვარულში , სიკეთეში, შრომაში, ლოცვაში  . . .

წელს მეგონა ვერ მოვახერხებდი წასვლას, არავინ არ მეგულებოდა თბილისში მეგობართაგან ვინც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა: ეკა, თიკო და მე  დილის 8 საათზე აღმოვჩნდით კომფორტულ “მარშუტკაში” ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრე და ულამაზესი ხედები, შემდეგ მჟავე წყლები და გუდაური, შემდეგ ყაზბეგი. ქალაქიდან კი  ფეხით დავადექით წმინდა სამებისკენ მიმავალ გზას, დროდადრო “ხევის პატარძალს” ავხედავდით, გამოჩნდა თუ არა ბოლომდე რომ სურათები გადაგვეღო და მწვანე მინდორზე შესასვენებლად ჩამომჯდარნი ღრმად შევისუნთქავდით სუფთა ჰაერს. სიტყვით შეუძლებელია გადმოვცე ის განცდები რაც გვქონდა ამიტომ რამდენიმე ფოტოს დავდებ და გისურვებთ მომავალ წელს თქვენც განიცადოთ აღმაფრენა, სიხარული, ბედნიერება და თუ გულით ილოცებთ აუცილებლად მოგეცემათ, ჯერ შეიყვარე უფალი შენში, მერე შენი თავი და მერე აუცილებლად შეგიყვარებს სხვაც, ან ის ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ. Read the rest of this entry

%d bloggers like this: