RSS Feed

დღეს ”ვლაქერნობაა” ვულოცავ ყველას


`ვლაქერნობა” 15 ივლისს საყოველთაო დღესასწაულად სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2007 წელს გამოაცხადა.ზუგდიდში `ვლაქერნის” ტაძარში დღეს `ღვთისმშობლის კვართი” გამოაბრძანეს.  დღესასწაულს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული უამრავი სტუმარი ეწვია.

კვართთან მიახლოება და თაყვანისცემა ყველა მსურველს შეეძლებათ. `კვართი ღმრთისმშობელისა”, რომელიც თავის დროზე დეკორით ყოფილა შემკობილი, დროთა განმავლობაში საღებავი გადასულა. ამჟამად იგი ტილოს წააგავს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა.

ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია „მემატიანის“ ოპერატორებმა – გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი – პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე – ტურინის სუდარისეული და მესამე – ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.

ღვთისმშობლის კვართზე იესოს გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ინტერესი და ლტოლვა სიწმინდის სანახავად დღითიდღე იზრდება. აქ მოდიან უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანები.

ჩამოდიან უცხოელებიც, რომელთაც სურთ საკუთარი თვალით იხილონ სამოსელი, რომელიც ქრისტეშობის ღამეს მარიამ ღვთისმშობელს უნდა სცმოდა… რაღაცით თავს გამორჩეულად მიიჩნევენ ზუგდიდელებიც, რომელთაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშივე ერგოთ ასეთი ხვედრი…

აქვეა დაცული წმინდა მარინეს მკლავი უსამკაულოდ (აკლია დიდი თითი და საჩვენებელი თითის სახსარი), წმინდა კვირიკეს ხელი (აკლია ორი თითი — პატარა და უსახელო), წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლების ნაწილები. წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის კუბოში.იგი გაკეთებულია ლევან II დადიანის (1611-1657 წწ) დაკვეთით.

ნ.შ 15/07/2010

http://www.orthodoxy.ge/

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: