RSS Feed

“ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი”


   

                       1996წელი  ,  კათოლიკოს-პატრიარქი მთავრობისგან ხელითუქმნელ ანჩისხატს ითხოვს.

     ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატი” თბილისის ხელოვნების მუზეუმშია. ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე და გაუგზავნა ედესის მეფეს ავგაროზს.

     ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმინდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. მორწმუნეთა თხოვნაა ამ ხატის ტაძარში გადასვენება. აღსანიშნავია, რომ რუსეთში აქტიურად უბრუნდება ეკლესიას ცნობილი ხატები და ნივთები.  დიდი სურვილი გვაქვს  გაიცეს ბრძანება ”ანჩისხატის ხელითუქმნელი ხატის” ეკლესიისთვის გადაცემაზე. იგი წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმინდეებთან ერთად , სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

     დღეს საქართველოს უჭირს, როგორც სულიერად, ასევე მატერიალურად და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს სიწმინდეებს. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე ათეული წელია მას წირვა-ლოცვის მადლი არ მოჰფენია.

      ”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო”

                                                                                                        ბერი გაბრიელი

     მამა გაბრიელი ანჩისხატის დაბრუნებაზე სწუხდა: ჩვენ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ , თუ არა ასეთი უდიდესი სიწმინდის დაბრუნება , საქართველო რამ უნდა გადაარჩინოს, ივერია როგორღა უნდა გაბრწყინდეს?!  სიტყვა დაბრუნებაში ის გულისხმობდა და მიგვანიშნებდა, რომ ანჩისხატი იმ ტაძარში უნდა დაბრუნდეს, საიდანაც იგი ბოლოს გამოაბრძანეს, – თავის სახელობის ანჩისხატის ტაძარში. უფალს რომ სდომებოდა, მუზეუმებს დაგვიარსებდა, ხატის სახლი კი ეკლესიაა, სადაც მას სათანადო პატივს მიაგებენ. მისი დატყვევება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენმა ერმა უნდა გაითავისოს  რამხელა სიწმინდეების პატრონია და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის მისცეს. ლოცვის მადლით უნდა გავერთიანდეთ, გავძლიერდეთ და ეს უდიდესი ხატი ლიტანიობით გადავაბრძანოთ თავის სახელობის ტაძარში. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა ხატებით მოლოცვა. ჩვენ სულ გვეძახიან ჩვენი წინაპრები, ღვთის მადლი და ეს ხატები გვეძახიან, ამიტომ გვიხმობენ, დიახ, სიწმინდეები გვიხმობენ ყოველთვის და ჩვენც უნდა მივიდეთ, ისე როგორ გადავრჩებით? ” – მამა გაბრიელის სულიერი შვილის დედა პარასკევას განმარტება ანჩისხატის დაბრუნების შესახებ.

    ”წინაპართა ლოცვისა და თავდადების ნაყოფია ის, რომ უფალმა ანჩისხატის ტაძრი გახადა ღირსი თავისი ხელთუქმნელი ხატისა. ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს სიწმინდეების პატივისთვის მლოცველი  და მებრძოლი ხატთათაყვანისმცემელი მართმადიდებელნი.”

                                                                                              მიტროპოლიტი იობი

    ” ანჩისხატის ტაძარი იმ კლდეზეა დაფუძნებული, რომელზეც წმინდა მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვით აღმოცენდა ჩვენი დედაქალაქი. ინებე უფალო დაბრუნება ხელითუქმნელისა ხატისა შენისა და მასთან ერთად ძლიერება სრულიად საქართველოისა.”

                                                                        მიტროპოლიტი  ანანია ჯაფარიძე

      ნ.შ  15.10.2010

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: