RSS Feed

16 ივლისი – “გერგეტობა”


კიდევ ერთი სიყვარულის დღეა. ქართველებსაც და სრულიად კაცობრიობას იმდენი სიყვარულის დღე გვაქვს, რამდენი დღეც ჩვენს ცხოვრებაში იქნება.ეს დღე კი , 16 ივლისი – მკათათვე,  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელს უკავშირდება.

1980 წელს მან გერგეტის სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, რომ  ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო. ჩვენი პატრიარქი  მას შემდეგ თითქმის ყველა გერგეტობაზე მიბრძანდება.

მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.
გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარი დღეს აივსება მრევლით,  მთელი საქართველოდან.ასევე გადმოდიან ჩრდილო კავკასიიდან მორწმუნენი. გერგეტის სამება 2170 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული.იგი გიორგი ბრწყინვალის მეფობისას (1314-1326წწ.) აიგო.მეფე დიდი ამალით ჟინვალში ასულა და “ჯვრის ყელზე” გადავლით დარიალამდე მიუღწევია. უკან კვალავ ამ გზით მობრუნებულა და ლომისაში ულოცია. ამ მოგზაურობის შედეგია ცნობილი ”ძეგლის დადება”.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარში ინახება ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია.

30-იან წლებში რუსებს ქრისტიანული ხატები დაუწვავთ, მათ შორის ყოფილა ტილოზე აღბეჭდილი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ცეცხლი არ მოკიდებია. მართალია კვამლმა გამურა ხატი, მაგრამ არამც და არამც ცეცხლი არ მოეკიდა…მირონმდინარე ხატი ძვირფას პერანგშია დაბრძანებული, საიდანაც კარგად მოჩანს ღვთისმშობლის მეტყველი სახე. ამ ხატის და საერთოდ, გერგეტის სამების მოსალოცად ჩრდილოკავკასიის ქედებიდან გადმოსულ ხანდაზმული მომლოცველების ცხოველ და მისაბაძ სარწმუნოებაზე აღტაცებით ყვებიან გერგეტელი ბერები. იყო შემთხვევები, სამი დღის განმავლობაში მუხლებდასისხლიანებული ამოსულან ისინი აქ. ერთ მორწმუნე, ხანდაზმულ ქალბატონს უთქვამს, მივალ სამების კარებთან და იქ აღვესრულებიო. მუხლისჩოქით ამოსულა და მართლაც, ტაძრის კარებთან მიუბარებია უფლისთვის სული.

დარიალის ხეობაში მშენებარე მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი სამების შემდეგ საქართველოში ყველაზე დიდი. შენდება ზუსტად საზღვართან და არის უზარმაზარი მშენებლობა, გარშემო სულ ბერების საცხოვრებელი იქნება და თავისი სასტუმრო ექნება, რომელშიც  ყველა იმ ადამიანს მიიღებენ და უმასპინძლებენ რომელიც გასაჭირში იქნება, მაგალითად თუ გზა ჩაიკეტა. იქ დარჩენილ ადამიანს შეეძლება იმ სასტუმროში იცხოვროს უფასოდ მანამ, სანამ გზა არ გაიხსნება.

აქვეა დასვენებული მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხატი. ეს ხატი დაწერა თუ სწორად მახსოვს 18-19 წლის ბიჭმა, რომელსაც ხილვა ქონდა. შემდეგ კი პატრიარქის სურვილით ხატი გადაასვენეს ამ მშენებარე ეკლესიაში.

პატრიარქის სახლი:

არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე! არ განეშორო ლოცვას, იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

ნ.შ   16/07/2010

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: