RSS Feed

ახალშობილი და ბოსტნეულის ფაფა


პედიატრის რეკომენდაციით, უმჯობესია, დამატებითი კვება დავიწყოთ ისეთი ბოსტნეულით, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიული რეაქციას.

  • გოგრა – მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით B6-ით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალციუმით, კალიუმით, რკინით). კაროტინის შემცველობით იგი 5-ჯერ აღემატება სტაფილოს.
  • ყვავილოვანი კომბოსტო – ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, პატარებსაც ძალიან მოსწონთ. მდიდარია მცენარეული უჯრედისით, მინერალებით და მიკროელემენტებით (კალიუმით, ფოსფორით, რკინით, კობალტით, მაგნიუმით, იოდით), ვიტამინებით (ა, ც, ბ ჯგუფის, ე, პპ). ა დაC ვიტამინები უზრუნველყოფენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ დაცვას. მთელ ამ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსს ადვილად აითვისებს პატარას ორგანიზმი და იყენებს ნივთიერებათა ცვლის, სისხლწარმოქმნის, ძვლების ფორმირების, დამცველობით პროცესებში.
  • სტაფილო – დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ა ვიტამინად, ამ უკანასკნელს კი ანტიოქსიდანტური (ტოქსინების შემბოჭველი) მოქმედება აქვს, ასევე – მანგანუმს, რომელიც აუცილებელია მასის დეფიციტის მქონე ჩვილებისთვის. სტაფილო რეკომენდებულია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც ნელა იმატებენ სიგრძეს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინაცია სასარგებლოა ხშირი გაციების, ბრონქიტების პროფილაქტიკისთვის. ფიტონციდების შემცველობით კი სტაფილო თვით ნიორსა და ხახვსაც კი არ ჩამოუვარდება.

კარტოფილი კი სტაფილოსთან კომბინირებულად მივცეთ, რადგან კარტოფილის პიურე საკმაოდ ძნელი მოსანელებელია პატარასათვის, მით უმეტეს – თუ ჯერ მას ბოსტნული საერთოდ არ გაუსინჯავს. ასევე შეგიძლიათ კარტოფილისა და ყაბაყის ერთმანეთში არევაც.

  • ყაბაყი – მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანტიალერგიული და ანემიიის საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის წყალობით ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. იგი აწესრიგებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს.

პიურე მარტივი მოსამზადებელია. ბოსტნეულს ვჭრით პატარა ნაჭრებად (მე სტაფილოს გულის გარეშე ვხარშავ), ვათავსებთ მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ მდუღარე წყალს და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე, თავდახურულს. პირველ წყალს გადავუღვრი ხოლმე (პედიატრის რჩევით), მეორე ნახარშით კი სათანადო სისქემდე მიმყავს, არ ვაბლენდერებ! ჩანგლით ვარბილებ. მარილი იმდენი უყავით, თქვენ რომ უმარილოდ მოგეჩვენოთ.

მზა ქილებში ჩამოსხმული პიურე მიეცით მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, მაგალითად, მგზავრობისას.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: