RSS Feed

როდის გავასინჯოთ ბავშვს კატლეტი?


10 თვიდან გავასინჯოთ კატლეტი, როცა ჩვილს რამდენიმე “კიჭი” ამოეჭრება.

არ გეგონოთ ვიჩქარეამ “პოსტის” დადება. ჯერ ხომ არ გამხდარა ჩემი პატარა ათი თვის. მე კი პირადი გამოცდილებიდან ვწერ ყველაფერს. ალბათ იფიქრეთ ამერია თარიღები. :)  საქმე იმაშია რომ ჩემს “ბუბუს” 8 თვისას უკვე 6 “კიჭი” აქვს.🙂 ორი ქვემოთ 4 თვისას ამოუვიდა, ხოლო ზედა 4 კბილი 7 თვისას უკვე ქონდა . ახლა 10 ივნისს ცხრა თვის გახდება. ამიტომ მგონია რომ ცოტა მშობელმაც უნდა მოახდინოს დაკვირვება და ექიმის მეთვალყურეობისა და კონსულტაციების ფონზე, მანაც შეიტანოს მცირედი ცვლილებები. მე 8 თვიდან დავაწყებინე კატლეტის მიცემა.

10-11 თვის ბავშვს ახალამოწვერილი კბილებით უკვე შეუძლია მყარი საკვების დაღეჭვა. კბილებთან ერთად იყენებს ღრძილებს, ენას და სასას.

საბავშვო კატლეტი ადვილი მოსამზადებელია.

  • ახალგაზრდა საქონლის რბილი, მჭლე ხორცი – 100 გ;

  • რძე  – 15 მლ;

  • ნახევარი კვერცხი.

ხორცი ორჯერ გაატარეთ მანქანაში, დაამატეთ რძე და ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, რომელშიც წინასწარ ჩაუშვებთ ერთად შეკრულ მწვანე ხახვისა და კამის რამდენიმე ღერს. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 8-10 წუთი. შეგიძლიათ, კატლეტს გარნირი დაურთოთ – ბოსტნეულის პიურე – სტაფილოსი, ყვავილოვანი კომბოსტოსი, ყაბაყის, ჭარხლის ფოთლების, კარტოფილის. პიურე შეგიძლიათ შეკაზმოთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, ცოტა მარილით და მოასხუროთ ლიმონის წვენი. ამგვარად ბავშვი ცოცხლად მიიღებს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას.

 

ნ.შ

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: