RSS Feed

Tag Archives: terrasse

ტერასა ანუ ფანჩატური

სანამ გავთხოვდებოდი , ჩემს შეყვარებულს , ახლა უკვე ქმარს, ვიცოდი რომ ქონდა აგარაკი თბილისიდან არც ისე შორს. იგი ფიქრობდა რომ მე თბილისელი გოგო არ ვიკადრებდი იქ ცხოვრებას, თუნდაც ზაფხულობით. რომ გავიცანი და შევიძინე ახალი ნათესავები, მომეწონა ის ადგილი, ბუნება, გარემო და გამოვაცხადე რომ არ მსურდა გამეყიდა აგარაკი . შემდეგ ჩემს “უჯიგრეს” მამამთილთან გავაჟღერე ჩემი ოცნებები, მიზნები რომ გავაკეთებდი ფანჩატურს ,  აუზი დაამშვენებდა უზარმაზარ ეზოს და იქნებოდა სიმწვანე – ბევრი ვარდი და ლამაზი  მწვანე  გაზონები, ხეხილით სავსე უკანა ეზო  და  ბავშვებისათვის გასართობი კუთხე. ჩემმა პატივსაცემმა მამამთილმა პირობა მომცა რომ დამეხმარებოდა ჩემი ოცნებების განხორციელებაში . ხო მართლა, მან ხის ღობის ნაცვლად მთელ ეზოს მოავლო გალავანი, რაც ძალიან მომეწონა – გემოვნება აქვს უდაოდ 🙂  ყვავილებიც უყვარს ჩემდა საბედნიეროდ. 

პირველი რაზეც ხშირად მეფიქრება ეს არის ყვავილები – ეზოში მინდა გავაკეთო ფანჩატური

602884_407893312635764_1115627113_n

მიყვარს მუდამ აყვავებული, მოსასვენებელი ღია აივანი, ამისთვის სხვადასხვა დროის ყვავილი უნდა გავაშენო რომ მოსაწყენი არ იყოს ის ადგილი სადაც მეგობრებს მივიღებ.გაზაფხულზე, აპრილის თვეში, აყვავდება გლიცინია, იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზის სიმბოლოა.

Image                            შემდეგ ივნისის თვიდან ტეკომა აყვავდება

Image

ტეკომას ყვავილობის დაამთავრების, შემდეგ აყვავდება უკვე მხვიარა ვარდი, რომელიც  ყვავილობას გაიმეორებს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში

Image

შემოდგომაზე გაწითლდება პართენოცისუსის ფოთოლი

Image

971164_459597010793245_2137664949_n

ზამთარში დარჩება მწვანე სუროს ფოთოლი.

575588_499613366770513_1549304683_n

ძალიან მინდა ეზოში  “მყავდეს ”  ბუგენვილია, რომელიც  თურქეთის ტერიტორიაზე , განსაკუთრებით ბოდრუმში, არის გაშენებული.  უხდება სანაპიროს და ქათქათა თეთრ სახლებს. იმედია ჩემს ეზოშიც გაიხარებს და დაამშვენებს

01

ეზოში აუცილებლად მექნება საპონარიას (საპონა)  კუთხე . ბუდლეასაც მივუჩენ ადგილს ერთ  კუთხეში

  საპონარიაbudlea

ზამბახები და გლადიოლუსები გაალამაზებენ  ჩემს  სამოთხეს

გლადიოლუსიზამბახები

ტიტების და გიაცინტების (სუმბული), ნარცისების სეზონი გაზაფხულია . სუმბული მრავალი ფერის არსებოს და მათ ძალიან კარგი სურნელი აქვთ.

სუმბულისუმბ

ამ შემოდგომას მაჩუქებენ პალმას

216f934e54c6

ნ.შ    26.05.2013

P.S. თუ გაქვთ ეს მცენარეები, მომეხმარეთ,  მაჩუქეთ 😉 🙂 მინდა მოვაშენო ჩემს ეზოში.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements
%d bloggers like this: