RSS Feed

Tag Archives: Pamukkale

ბოდრუმი

22 აგვისტოა 2010წ. მე და ჩემი მეგობრები დავბრუნდით თბილისში. წელს თურქეთისკენ  გავეშურეთ. ბევრი ჩემი მეგობრის სურვილი იყო ბოდრუმში გამგზავრება , თუმცა საბოლოოდ ორი ნანა წავედით , მოგვიანებით დაგვერქვა “ნანობა”.

ძალიან ლამაზი იყო ბოდრუმი , მთებზე მიყოლებით აშენებული თეთრი სახლები და ბევრი ყვავილები ,  სუფთა ,  კამკამა  ,  ცივი ეგეოსის ზღვა და მოწნული ქოლგებით დაჩრდილული  სანაპიროები . ღამის ქალაქი  დამსვენებლებით , მუსიკით , სუვენირებით , ბარებით და დისკოტეკებით გადატვირთული , სასტუმრო ლიტერა ,  არასოდეს დამავიწყდება გემით გასეირნება , (ვიკა , ფანტასტიური იყო! მადლობააა) ასევე ირაკლის (“ფოტიშას”) ნაშოვნი   “კატამარანის”  ბილეთები , მავზოლეუმი , ბოდრუმის ციხე  (ვახო ,  რა სახე გქონდა ? ) პამუკალე ხომ ჩემი ოცნება იყო !  (ნაან ,  ხურდა გადავაგდე 🙂 )

გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი .   ნაან მეთანხმები? (ვიკა & ვახო ,  დათო & სოსო ,  ხატია ,  “კატო” ,  თიკო , ლელა “ტვიქსი” ,  ქ.ლია & ბ.სოსო ,  ანა&ავთო ,  სალომე , “ფოტიშა & მაკა” და სხვები . . .) დავივიწყე თბილისის დამთრგუნველი ცხოვრების რიტმი და მივიღე უზარმაზარი სიამოვნება.

ახლა დაათვალიერეთ  სურათები და მოემზადეთ ზამთარში ეგვიპტის დასალაშქრად 🙂

ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით ! არაჩვეულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელები გვყავს !

 ნ.შ  

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

 

ხედი სასტუმროდან

სანაპირო

 

პამუკალე

%d bloggers like this: