ეს, საქართველოს უმშვენიერესი და სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…
ეს, საქართველოს უმშვენიერესი და სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…
Looking for ideas on how to make your perfect miniature garden. We have included a number of ideas and examples to help get you started.
Dwarf blue Ageratum looks like a blue hydrangea shrub. Place a wheelbarrow on a piece of flat stone to keep it level in the garden and to show it off. Read the rest of this entry
საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს – ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2 -ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება. Read the rest of this entry
საქართველო მდებარეობს მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და მცირე (სამხრეთ) კავკასიონის მთიანეთში. ეს ორი მთიანი მასივი ერთმანეთს უერთდება რადიალურად ორიენტირებული სურამის ქედით, რომელიც საქართველოს ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. კავკასიონის ყველაზე მაღალი და მკაცრი 700 კმ-იანი უბანი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. მას ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი უკავია, ხოლო საშუალო სიმაღლე 3520 მეტრს აღწევს.
დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე – სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე. პირველი – ზემო სვანეთი, ადმინისტრაციულად მესტიის რაიონითაა წარმოდგენილი, მეორე – ქვემო სვანეთი – ლენტეხის რაიონით.
სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).
სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური – 5068 (შხარა), მინიმალური – 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა – ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.
კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია, საშუალო სიმაღლე 2630 მ.
კავკასიონი
კავკასიონის მთიანი მასივი გადაჭიმულია 1300 კმ-ზე ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონამდე. მის მთავარ და გვერდით ქედებზე ასეულობით თოვლ-ყინულოვანი მწვერვალი და უღელტეხილია. ამ მწვერვალთაგან თხუთმეტი სიმაღლით აღემატება ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანს (4810 მ), ექვსი მათგანი კი ხუთიათასიანია: