RSS Feed

Tag Archives: წმინდანები

ბრეთი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მეოთხე გაჩერება: სოფელი ბრეთი

მდებარეობს ქარელის რაიონში, მდინარე ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ქარელიდან 9 კილომეტრის მანძილზე.

ბრეთის ტერიტორია ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. 

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. იგი პიროს ბრეთელად მოიხსენიება.

მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვან კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა.

სოფლის დასავლეთით დგას დარბაზული ტიპის ეკლესია და კოშკი. ეკლესია თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით, კოშკი – XVII საუკუნით.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

სამთავისი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)

მეორე გაჩერება: სამთავისი 

შიდა ქართლის მხარეში, , კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, მდ.ლეხურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 680 მ, სოფელ სამთავისის ცენტრში, მდებარეობს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული სამთავისის ტაძარი.  „კალმასობაში” ნათქვამია: „ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.”

Read the rest of this entry

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 15 ივნისი, 2011 წ

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძლევისა. ბევრი სასწაული  მოუხდენია ამ ყოვლად წმინდა სამების ახოვან მხედარს. მეც განსაკუთრებულად ვლოცულობ წმ. გიორგის ხატთან და ვავედრებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. ყოველთვის მაძლიერებს და მანუგეშებს.

გუშინ მესამედ ავედი სოფელ ზემო მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ყოველ ასვლაზე ახალს ვგებულობ ამ არაჩვეულებრივ ტაძარზე. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. ამბობენ, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაში არის დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები, ჯვრები (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია. Read the rest of this entry

პეტრე პავლობა

პეტრე პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება. 2009 წლის საეკლესიო კალენდრის მიხედვით პეტრე პავლობის მარხვა 15 ივნისს დაიწყო და ოთხი კვირა გრძელდება. მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ პეტრე პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. წმ. პეტრესა და პავლეს  შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა რომ ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. წმ. პეტრე და პავლე, – „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“. ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად სახელსდებს. ესენი არიან – წმ. პეტრე და პავლე, რომელნიც წმ. მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. ისინი, ხორცში მყოფნი, აღემატნენ ანგელოსებს… პეტრე – დასაბამი მართლმადიდებლობისა, დიდებული მღვდელთმსახური ეკლესიისა… პავლე – ჭეშმარიტების ჩინებული მქადაგებელი, ქრისტეს ეკლესიის ფხიზელი მესაჭე“.
Read the rest of this entry

თანამედროვე წმინდანები – სქემარქიმანდრიტი ვიტალი

 

სქემარქიმანდრიტი ვიტალი თანამედროვე წმინდანია. მის საფლაცზე ბევრი გაჭირვებული მიდის დახმარებისთვის. შენც მიდი ჩემო მეგობარო და დაგეხმარება. სიცოცხლეში  მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით”. Read the rest of this entry

%d bloggers like this: