RSS Feed

Tag Archives: სილამაზე

ცილა (protein) აუცილებელია ჯანმრთელობისთვის

უმრავლესობა ფიქრობს რომ ხორცი შეიცავს უფრო მეტ ცილას, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები. ეს არ არის სიმართლე.ცილა არ არის მხოლოდ ხორცში, ყველში, კვერცხში ან რძის ნაწარმში. ზრდასრული მამაკაცი უნდა იღებდეს 56 გრამ ცილას დღეში, ხოლო ზრდასრული ქალი უნდა იღებდეს დაახლოებით 46 გრამს დღეში, მაგრამ თქვენი დილის ბანანის და საღამოს სალათი არ არის საკმარისი ამისათვის. სინამდვილეში, ბევრი ბოსტნეული, თხილი და მარცვალეული უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე სხვა საკვები ან თქვენი საყვარელი “ჰამბურგერი” საკვები, დღის მანძილზე მიღებული, აუცილებელად მდიდარი უნდა იყოს ამინომჟავებით და თავისუფალი ქოლესტერინისაგან.

ეს ის რვა პროდუქტია რომელიც უფრო მეტ ცილას შეიცავს და არის ნაკლებად კალორიული:

 1. გოგრის მარცვალი შეიცავს 9.35 გრ

 

 

 

 

 

 

 2. სატაცური შეიცავს  3.08 გრ

 

 

 

 

 

 

 

  

 

          

3. ერთი ჭიქა მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს 2.28გრ

 

 

 

 

 

 

 

4.ერთი უნცია მიწის თხილი შეიცავს  7.31 გრ

 თხილი

 ნიგოზი 


 

 

 

5. ერთი ჭიქა მოხარშული ისპანახი შეიცავს 5.35 გრ

 

 

 

 

 

6. ერთი ჭიქა ბარდა შეიცავს 3.16გრ

 

 

 

 

  

 7. ერთი ჭიქა დაჭრილი ბროკოლი  შეიცავს 2.7გრ 

 

 

 

 

  

 8. ¼ ჭიქა მშრალი ფეტვი შეიცავს 6გრ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ნ.შ 

Advertisements

ცნობილი ქალბატონები (celebrities) 160 სმ-ს ქვემოთ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სამარხვო ქიშმიშიანი რულეტი

600 გრ. ცომი,

 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში,

100 გრ. სამარხვო კარაქი ან მარგარინი,

1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი,

1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.

       ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე. გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. 1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.

დედა გილოცავ დაბადების დღეს

                            მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

ქართული სამოსი

             ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში – ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი. Read the rest of this entry

იმერეთი/Imereti

 

ეს, საქართველოს უმშვენიერესი და სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…

Read the rest of this entry

This is the story about people in Imerhevi,Shavsheti,Lazeti,Chaneti with love from Georgia

   

            First Türkish invasion in the region is dated back to 1064 A.D. After the Türk-Seljuk forces under Alp Arslan occupied Artanuji(Artanuç),City of Artvini,Oltisi(Oltu),Rize,Khopa,Atskuri(Azgur) and Batumi in the year 1064. The Seljukian army, commanded by Ahmet of Danishment, passed the mount Arshiani( Arsiyan ) through Shavshati and besieged the Castle Tao-Klarjeti of Georgian Quinn Tamara in Village Koli which still remains there. They defeated the Georgian army and captured the area in the year 1280. However Seljukians had not been able to hold the region long and it had passed to the rule of Ilhans. Read the rest of this entry

%d bloggers like this: