RSS Feed

Tag Archives: საინტერესო

იმერეთი

ვუმღერ და ვეტრფი  გაოცებული,

ხალხის თვალებიც მომნათებია,

მე სიხარულის განცდით ვჩურჩულებ:

ჩემი იმერეთის მწვანე მთებია.

დამესიზმრება ზოგჯერ  “ნატრული”

თითქოს უჩემოდ მოუწყენია,

მაეჭვიანებს ის სიყვარული,

მარტო დარჩენილს რომ  უმღერიან .

ავფრიალდები ღრუბლად  ქცეული,

რომ მასთან ვიყო, მატკბობდეს მუდამ,

დავეუფლები როგორც გრძნეული,

არვის მივუშვებ ახლოს მის გულთან.

მე მარტოობის დავათრევ ჩანთას,

ეს  ჩამოყრილი ობოლი მხრებია,

მონატრებისას გაგიმხელთ ახლა, რომ

ჩემი სახლი იმერეთია!

ნ.შ  18/04.2002

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

სალოცავს

ერთხელ გამეღვიძა შიშით, სინანულით,

მტკიოდა, მციოდა ,  მშიოდა  . . .

მარტოობაში ცხოვრება მიჭირდა,

ცრემლი ლოყებზე დამტიროდა.

მე დაკარგულმა როგორ შევძელი,

რომ შენამდე მოვედი?

დაგიბრუნდი  კაბაზე მტვერით და

კიდევ  ცრემლებით ,

ბევრი ვიარე  უძღებმა შვილმა.

ვბედავ, გეფერები ცოდვილი ხელებით.

 

                                                ნ.შ  17/04/2002

 

 

შემწვარი ვაშლი თაფლით

შემწვარი ვაშლი თაფლით

 


ვაშლი 5ცალი
თხილი 100 გრ
შაქარი 1 ს.კ
კვერცხი 1ცალი
ნაღები 150 გრ
თაფლი 1ს.კ
ნაყინი 4 ბურთულა
1.ვაშლს ამოვაცალოთ შუაგული
2.ავურიოთ თხილი,შაქარი და კვერცხი ერთად.
3.ამოვავსოთ ვასლი ათქვეფილი მასით , შევდოთ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
4.სოუსისთვის ქვაბსი ჩავასხათ ნაღები და ავადუღოთ.დავუმატოთ თაფლი და დაბალ ცეცხლზე კიდევ ცოტახანი ვადუღოთ.
5.სუფრაზე გატანის წინ ლანგარზე დავასხათ ცხელი ნაღები ,დავდოთ ვაშლი და ზემოდან დავალაგოთ ნაყინი.
                                                                                                           გემრიელად მიირთვით

რას ნიშნავს თვით სიტყვა «იეღოვა»?

ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად «ელოჰიმ», «საბაოთ», «ადონაი» და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი სახელია «იეღოვა», რაც ებრაულად «მყოფს», «არსებულს» ნიშნავს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იეღოველები უარყოფდნენ ღმერთის დანარჩენ სახელწოდებებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განსაკუთრებით იეღოველებისთვის. მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.

http://www.kvirispalitra.ge

სკვნილი

სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს – პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. Read the rest of this entry

სამარხვო ქიშმიშიანი რულეტი

600 გრ. ცომი,

 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში,

100 გრ. სამარხვო კარაქი ან მარგარინი,

1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი,

1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი.

       ცომი გავაბრტყელოთ 5 მმ. სისქისა და 40 სმ. სიგანის ფენად. მასზე თანაბრად დავყაროთ ქიშმიში, შემდეგ მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. დავახვიოთ და მივცეთ რულეტის ფორმა, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვევით და ოდნავ დავაწვეთ. 30-40 წუთის შემდეგ ჩავჩხვლიტოთ ზედაპირი ხის ჩხირით, შევდგათ ქურაში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 200-220° ტემპერატურაზე. გამოცხობილ რულეტს მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ქიშმიშს შეიძლება დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. 1 კგ. საფუარიანი ცომის მომზადება: 600 გრ. ხორბლის ფქვილი, 200 მლ წყალი, 50 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 100 გრ შაქარი, 20 გრ საფუარი, 1 ჩაის კოვზი მარილი. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. დავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, შაქარი, მარილი, კარაქი, მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, როცა ცომი აფუვდება, დავამუშავოთ.

სამარხვო ნიგვზიანი რულეტი

სამარხვო მარგარინი – 250 გ.

ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა

წყალი – 0,5 ჩაის ჭიქა

სოდა – 1 ჩაის კოვზი
ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი – 1,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში – 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, დარიჩინი – გემოვნებით

250 გ. დარბილებულ მარგარინს მოაყარეთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და დანით აკეპეთ კარგად. ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა და მოზილეთ მარგარინის ფქვილი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შემდეგ გაყავით 2 თანაბარ ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ, მოაყარეთ გულსართი და გადაახვიეთ. ორივე რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით გამდნარი მარგარინი, დაჭერით ნაჭრებად (ბოლომდე ნუ ჩაჭრით) და შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად. გულსართის მომზადების წესი: ხორცსაკეპში გატარებულ 2 ჩაის ჭიქა ნიგოზს შეურიეთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, დარიჩინი და ვანილი გემოვნებით.

%d bloggers like this: