RSS Feed

Tag Archives: რჩევა

გოგრის სადილი

გოგრა გემრიელია, ლამაზია, ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი… გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები.

გოგრის სადილი (4 ულუფა)

საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50 გ ბრინჯი, 500 გ ვაშლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100 გ ნაღების კარაქი, მარილი – გემოვნებით, ზეთისხილი და მწვანილი – მოსართავად.

მწიფე გოგრას მოვხადოთ “სახურავი” (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით ამოვუღოთ თესლი და რბილობის ნაწილი. კარაქი გავჭრათ ოთხად. წიწილები გავასუფთაოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქის მეოთხედში შეწითლებამდე. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და მეორე ტაფაზე კარაქის მეოთხედში მოვშუშოთ. ვაშლს ამოვაჭრათ გული, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი, შევურიოთ მოშუშულ ხახვს და გოგრაში ჩავდოთ. შემდეგ ჩავაწყოთ წიწილის ნაჭრები და ამოვავსოთ ვაშლითა და ქლიავით. დავადოთ ზემოდან კარაქის მეოთხედი, დავახუროთ მოჭრილი ნაწილი, დავამაგროთ ხის ჩხირებით, გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ გადავიღოთ ლანგარზე, თავი მოვხადოთ და სუფრასთან მივიტანოთ. Read the rest of this entry

Advertisements

დედის წყევლა

      წყევლა – ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. Read the rest of this entry

%d bloggers like this: