RSS Feed

Tag Archives: მლეთა

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მლეთა, 15 ივნისი, 2011 წ

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძლევისა. ბევრი სასწაული  მოუხდენია ამ ყოვლად წმინდა სამების ახოვან მხედარს. მეც განსაკუთრებულად ვლოცულობ წმ. გიორგის ხატთან და ვავედრებ ჩემს საყვარელ ადამიანებს. ყოველთვის მაძლიერებს და მანუგეშებს.

გუშინ მესამედ ავედი სოფელ ზემო მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ყოველ ასვლაზე ახალს ვგებულობ ამ არაჩვეულებრივ ტაძარზე. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. ამბობენ, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაში არის დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები, ჯვრები (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია. Read the rest of this entry

Advertisements
%d bloggers like this: