RSS Feed

Tag Archives: კულტურა

კეთილმორწმუნე ქართველთა მეფის თამარის ხსენების დღე – თამარობა

               

             14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა ხსენების დღეს – თამარობას აღნიშნავს.თამარ მეფის ხსენების დღეს – თამარობას საქართველოში, როგორც ეროვნულ დღსასწაულს 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღნიშნავენ. თამარი, თამარ მეფე (დაახ. 1160-1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გუიორგი მე-3-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” შეარქვეს. Read the rest of this entry

მაცხოვრის ამაღლება

 

 

 

 

 

 

 

 

       აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.  

Read the rest of this entry

6 მაისი 2010

ხუთშაბათი ახ 6 მაისი ძვ.23 აპრილი . წმიდისა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულთმოქმედისა გიორგისა (303);

მოწამისა დედოფლისა ალექსანდრასი (303-314);

მოწამეთა: ანატოლისა და პროტოლეონისა (303).

ქართული სამოსი

             ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლები, ქართველებიც უძველესი დროიდანვე, ორიგინალურად, თავისებურად იმოსებოდნენ. რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებდა. მკვლევართა აზრით, სხეულის ხელოვნური საფარის, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირი. ადამიანმა ქვის ხანაში ისწავლა ტყავის დამუშავება, ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმის ხერხი. უფრო მოგვიანებით კი აითვისა ქსოვის ტექნიკა.

ტანსაცმლის პირველყოფილი სახეა შეუკერავი მოსასხამები და სხეულის გარკვეული ნაწილების დასაფარავი ნაჭრები. პირველიდან განვითარდა სამხრე, მეორიდან წელსქვედა სამოსელი. ფეხის უმარტივესი საფარავი საფუძვლად დაედო ფეხსაცმლის ფორმებს. ტანსაცმლის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კლიმატურმა პირობებმა. ტროპიკულ ქვეყნებში დამკვიდრდა თეძოზე შემოსახვევი სამოსელი, ცივსა და არქტიკულ ქვეყნებში – ბეწვის ტანსაცმელი.
საზოგადოების განვითრების გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს გაემიჯნა ქალის და მამაკაცის, გათხოვილი და გასათხოვარი ქალის, ყოველდღიური და სადღესასწაულო, რიტუალური, საქორწილო და სამგლოვიარო და სხვა ტანსაცმელი. გაჩნდა ტანსაცმლის პროფესიული და კლასობრივი სახეები.
ძველი ხალხებიდან სიშიშვლეს მხოლოდ ბერძნები არ ერიდებოდნენ, მაგრამ ბერძნულ გემოვნებას და ტრადიციებს ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობამ, ბიზანტიაში დაიწყეს მძიმე ქსაოვილისგან შეკერილი სამოსის ტარება, რაშიც ადამიანის სხეული გაუჩინარდა. სხეულის წარმომჩენი სამოსი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ევროპის ხალხებში, რასაც საფუძვლად დაედო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსული ელემენტები-შარვალი და ხალათი. Read the rest of this entry

მოწყალება

ჩვენ ყველას გვიხარია ჩვენთვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღე. და როცა ეს დღე ახლოვდება, ვიწყებთ ფიქრს, ზრუნვას, ღელვას, როგორ ვასიამოვნოთ მას. თუ ეს ოჯახის წევრია, გვინდა ჩვენი სახლი ამ დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდეს, ასევე ჩვენ თვითონაც… ვამზადებთ სუფრას, ვპატიჟებთ იმ ადამიანებს, რომელიც მას გაუხარდება. ანდა თუ სხვასთან მივდივართ, ვარჩევთ საჩუქარს და ა.შ.

Read the rest of this entry

სინანული

„სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, თუ რა არის სინანული“

ცოდვა და მისი მწარე ნაყოფი

ჩვენ ცოდვა ძირითადად რაიმე კანონის დარღვევა ან ღვთისა და მოყვასის წინაშე რაღაც მოვალეობის შეუსრულებლობა გვგონია. მაგრამ იგი უფრო ღრმა მოვლენაა. ცოდვის არსს ყველაზე უკეთ ერთ-ერთი სახარებისეული იგავი გამოხატავს. ძე შეცდომილი არა უბრალოდ არღვევს რაღაც კანონს, არამედ საკუთარი მამის წინააღმდეგ აღდგება და მბრძანებლურად მოითხოვს მისგან მემკვიდრეობას, ხოლო როგორც კი თავის კუთვნილს მიიღებს, მაშინვე მამისეულ სახლს შორდება. აქედან ცოდვის ერთერთი განსაზღვრება გამომდინარეობს: ცოდვის ჩადენისთანავე ადამიანი გარბის ზეციური მამისაგან და თავს ეკლესიას, ღვთის ოჯახს განაშორებს. ის უკვე აღარ იზიარებს ღვთის სახლის სიხარულს… Read the rest of this entry

კახეთი/Kakheti

   გრემი
 
კახეთის რეგიონი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი რუსეთისგან გამოყოფილია კავკასიონის მაღალი ქედით. რეგიონის შუაგულში, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს გაცილებით დაბალი გომბორის ქედი. ამ ქედებს შორის მოთვასებულია ალაზნის ველი, რომელზეც მოედინება რეგიონის ორი მთავარი მდინარიდან ერთ-ერთი, ალაზანი. Read the rest of this entry

იმერეთი/Imereti

 

ეს, საქართველოს უმშვენიერესი და სტუმართმოყვარე მხარეა, ამაყი და მითოსური… სამხრეთული ტემპერამენტით, ისტორიისა და აწმყოს განსაკუთრებული ნაზავით, ნიჭიერებითა და თეატრალობით გამორჩეული, ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ერთგულად მატარებელი…

Read the rest of this entry

Miniature Garden Inspiration Gallery

    Looking for ideas on how to make your perfect miniature garden. We have included a number of ideas and examples to help get you started.

Dwarf blue Ageratum looks like a blue hydrangea shrub. Place a wheelbarrow on a piece of flat stone to keep it level in the garden and to show it off. Read the rest of this entry

This is the story about people in Imerhevi,Shavsheti,Lazeti,Chaneti with love from Georgia

   

            First Türkish invasion in the region is dated back to 1064 A.D. After the Türk-Seljuk forces under Alp Arslan occupied Artanuji(Artanuç),City of Artvini,Oltisi(Oltu),Rize,Khopa,Atskuri(Azgur) and Batumi in the year 1064. The Seljukian army, commanded by Ahmet of Danishment, passed the mount Arshiani( Arsiyan ) through Shavshati and besieged the Castle Tao-Klarjeti of Georgian Quinn Tamara in Village Koli which still remains there. They defeated the Georgian army and captured the area in the year 1280. However Seljukians had not been able to hold the region long and it had passed to the rule of Ilhans. Read the rest of this entry