RSS Feed

Tag Archives: კულტურა

სალოცავს

ერთხელ გამეღვიძა შიშით, სინანულით,

მტკიოდა, მციოდა ,  მშიოდა  . . .

მარტოობაში ცხოვრება მიჭირდა,

ცრემლი ლოყებზე დამტიროდა.

მე დაკარგულმა როგორ შევძელი,

რომ შენამდე მოვედი?

დაგიბრუნდი  კაბაზე მტვერით და

კიდევ  ცრემლებით ,

ბევრი ვიარე  უძღებმა შვილმა.

ვბედავ, გეფერები ცოდვილი ხელებით.

 

                                                ნ.შ  17/04/2002

 

 

Advertisements

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

         მინდა გიყვარდე!

1972 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე დააფუძნა.  ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.  

ნინოობა 1 ივნისი

      წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის  და 27 იანვარს -მისი გარდაცვალების დღეს. Read the rest of this entry

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

         ყველა პატარას ვულოცავ დღევანდელ დღეს!  

        ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად, 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის. Read the rest of this entry

„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;

          

                 XIII ს-ში. ხვარაზმელები „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო  მათი. გაგრძე-და ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“.მტერმა ტყვეები წაასხა, მათ შორის არაგვის ხეობიდანაც, მათ გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა მხარე „შეუკრავს“  და ამავე ხატის შეწევნით დაუხსნიათ თავი  არაგველებს ტყვეობისაგან-ამბობს ლეგენდა. Read the rest of this entry

2010 წლის ლომისობა – 26 მაისი, ოთხშაბათი

 

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძალისა.

მე და ჩემი მეგობრები დიდი სიხარულის განცდით მივდივართ ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში, მლეთაში. ეს ჩემი მეორედ ასვლა იქნება იმ მთაზე რომელიც ერთი დიდი ისტორიაა, ჩვენი სიამაყე და სიძლიერეა, სადაც ვგებულობთ ბევრ დაუჯერებელ ამბებს, სასწაულების თვითმხილველნი ვხდებით და კიდევ ერთხელ ვძლიერდებით რწმენაში და გვეძლევა საშუალება ვადიდოთ ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი !

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული – 24-30 მაისი ხსნილია

ანჩისხატი

%d bloggers like this: