RSS Feed

Tag Archives: კულინარია

ახალშობილი და ბოსტნეულის ფაფა

პედიატრის რეკომენდაციით, უმჯობესია, დამატებითი კვება დავიწყოთ ისეთი ბოსტნეულით, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიული რეაქციას.

  • გოგრა – მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით B6-ით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალციუმით, კალიუმით, რკინით). კაროტინის შემცველობით იგი 5-ჯერ აღემატება სტაფილოს.
  • ყვავილოვანი კომბოსტო – ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, პატარებსაც ძალიან მოსწონთ. მდიდარია მცენარეული უჯრედისით, მინერალებით და მიკროელემენტებით (კალიუმით, ფოსფორით, რკინით, კობალტით, მაგნიუმით, იოდით), ვიტამინებით (ა, ც, ბ ჯგუფის, ე, პპ). ა დაC ვიტამინები უზრუნველყოფენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ დაცვას. მთელ ამ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსს ადვილად აითვისებს პატარას ორგანიზმი და იყენებს ნივთიერებათა ცვლის, სისხლწარმოქმნის, ძვლების ფორმირების, დამცველობით პროცესებში.
  • სტაფილო – დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ა ვიტამინად, ამ უკანასკნელს კი ანტიოქსიდანტური (ტოქსინების შემბოჭველი) მოქმედება აქვს, ასევე – მანგანუმს, რომელიც აუცილებელია მასის დეფიციტის მქონე ჩვილებისთვის. სტაფილო რეკომენდებულია იმ ჩვილებისთვის, რომლებიც ნელა იმატებენ სიგრძეს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინაცია სასარგებლოა ხშირი გაციების, ბრონქიტების პროფილაქტიკისთვის. ფიტონციდების შემცველობით კი სტაფილო თვით ნიორსა და ხახვსაც კი არ ჩამოუვარდება.

კარტოფილი კი სტაფილოსთან კომბინირებულად მივცეთ, რადგან კარტოფილის პიურე საკმაოდ ძნელი მოსანელებელია პატარასათვის, მით უმეტეს – თუ ჯერ მას ბოსტნული საერთოდ არ გაუსინჯავს. ასევე შეგიძლიათ კარტოფილისა და ყაბაყის ერთმანეთში არევაც.

  • ყაბაყი – მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანტიალერგიული და ანემიიის საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის წყალობით ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. იგი აწესრიგებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს.

პიურე მარტივი მოსამზადებელია. ბოსტნეულს ვჭრით პატარა ნაჭრებად (მე სტაფილოს გულის გარეშე ვხარშავ), ვათავსებთ მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ მდუღარე წყალს და ვხარშავთ ნელ ცეცხლზე, თავდახურულს. პირველ წყალს გადავუღვრი ხოლმე (პედიატრის რჩევით), მეორე ნახარშით კი სათანადო სისქემდე მიმყავს, არ ვაბლენდერებ! ჩანგლით ვარბილებ. მარილი იმდენი უყავით, თქვენ რომ უმარილოდ მოგეჩვენოთ.

მზა ქილებში ჩამოსხმული პიურე მიეცით მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, მაგალითად, მგზავრობისას.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

გამდნარი შოკოლადის ნამცხვარი – chocolate fondant

შოკოლადის მოყვარულებს პატარა ზომის ფუმფულა, გემრიელი და კარგი განწყობის მომტანი ნამცხვარი, რომელსაც შოკოლადის რბილი, თბილი კრემი აქვს გულში.

მომზადება ძალიან ადვილია

მიართვით დესერტად უსაყვარლეს ადამიანს.  😉

შემადგენლობა:

შავი შოკოლადი  – 100 გრ

კარაქი – 100 გრ

კვერცხი 3 ცალი

შაქარი – 100 გრ

ფქვილი – 50 გრ

ახალი პიტნის ფოთლები

კაკაოს ფხვნილი

6 სპეციალური ალუმინის ფორმა

2 თასი

1 ელექტრო მიქსერი

1 დანა

ღუმელი 😉    

ღუმელის ტემპერატურა: 160 ° C – 320 ° F

1. ღუმელის მომზადება: ჩართეთ ღუმელი 180 ° C –ზე

2.  ალუმინის ფორმების მომზადება: წაუსვით კარაქი ფორმებს,შემდეგ მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და  ფორმა წრიულად დაატრიალეთ სანამ მთლიანად არ დაიფარება  ფორმა კაკაოს ფხვნილითრათა შემდეგ გაგიადვილდეს ნაცხვრის ამოღება ფორმიდან.

3. შოკოლადი და კარაქი: შოკოლადი და კარაქი მოათავსეთ თასში და დადგით ადუღებულ წყალზე გასადნობად

4. კვერცხი: კვერცხი მეორე თასზე ათქვიფეთ და ნელნელა ჩაამატეთ შაქარი. მიქსერით ურიეთ სანამ ჰაეროვანი არ გახდება.

5. ფქვილი: დავაყაროთ ფქვილი გამდნარ შოკოლადკარაქს და მოვურიოთ მიქსერით კარგად

6:არევა: ეხლა კი ცაკლე მომზადებული კვერცხისა და შაქრის ნაზავი, ასევე ქვილით გასქელებული შოკოლადკარაქი ერთ თასზე მოვათავსოთ.  

7: გამოცხობა: ეს მასა გავანაწილოთ მომზადებულ ფორმებში და 6 წუთით შევდგათ ღუმელში

8: გემრიელად მიირთვით 😉

გააფორმეთ პიტნის ფოთლებით  შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაოს ფხვნილი ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ნაყინთან ერთად. 🙂  თუ გამოვაცხობთ 15 წუთი მაშინ შიგთავსი გამაგრდება  და ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ცივიც.

 

 

 

 

.


Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ქათამი გოგრით და ქამა სოკოთი

 

შემადგენლობა

  • ქათმის ფილე  – 1 კგ
  • გოგრა  – 350 გრ
  • ქამა სოკო  – 300 გრ
  • ხახვი  – 1 თავი
  • ლიმონის წვენი  – 1 ს/კ
  • მარილი  – გემოვნებით
  • ნაღები  – 200 მლ (20%)

 

მომზადება

ამ კერძს ძალიან უხდება გოგრა, ის ხდება წვნიანი და მოტკბო გემო დაკრავს. ამასთანავე გოგრა ძალიან სასარგებლოა.
გოგრა დავჭრათ კუბიკებად დაახლოებით 2 სმ ზომაზე.
ქამა სოკო დავჭრათ ოთხად.
ხახვი დავჭრათ წვრილად.
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
ქათამი შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში, გადავდოთ ცალკე თეფშზე.
იმავე ტაფაზე შევწვათ ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში.
მოშუშულ ხახვში ჩავდოთ ქამა სოკო, გოგრა და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთის შემდეგ დავამატოთ შემწვარი ქათმის ფილე , ლიმონის წვენი დანაღები, დავაყაროთ მარილი გემოვნებით. მივიყვანოთ ადუღებამდე და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთით სანამ გოგრა არ დარბილდება.
მირთმევის წინ დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
 
გემრიელად მიირთვით!
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ჟულიენი ქამა სოკოთი

შემადგენლობა

  • 12 პორცია
  • ქამა სოკო  – 500 გრ
  • არაჟანი  – 200 გრ
  • ხახვი  – 2 თავი
  • ჰოლანდიური ყველი  – 100-150 გრ

მომზადება

წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ზეთში.

ქამა სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ სანამ დარბილდება.ცოტა კარაქი დავამატოთ, იგი არბილებს და პიკანტურ გემოს აძლევს (ჩემი მეუღლე თეთრ ღვინოსაც მოაშხურებს ხოლმე, მართლაც რომ კარგი გურმანია და გემრიელ ჟულიენს აკეთებს)

დავაყაროთ მარილი გემოვნებით. დავამატოთ არაჟანი და ცოტათი ამოვაშროთ.

მომზადებული სოკო არაჟნით ჩავდოთ სპეციალურ ფორმებში, ოღონდ ბოლომდე არ გავავსოთ.
ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ჰოლანდიური ყველი
ჩავდგათ ღუმელში, სანამ ყველი არ გადენბა და არ გაწითლდება.
გემრიელად მიირთვით!
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

გოგრის სადილი

გოგრა გემრიელია, ლამაზია, ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი… გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები.

გოგრის სადილი (4 ულუფა)

საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50 გ ბრინჯი, 500 გ ვაშლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100 გ ნაღების კარაქი, მარილი – გემოვნებით, ზეთისხილი და მწვანილი – მოსართავად.

მწიფე გოგრას მოვხადოთ “სახურავი” (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით ამოვუღოთ თესლი და რბილობის ნაწილი. კარაქი გავჭრათ ოთხად. წიწილები გავასუფთაოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქის მეოთხედში შეწითლებამდე. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და მეორე ტაფაზე კარაქის მეოთხედში მოვშუშოთ. ვაშლს ამოვაჭრათ გული, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი, შევურიოთ მოშუშულ ხახვს და გოგრაში ჩავდოთ. შემდეგ ჩავაწყოთ წიწილის ნაჭრები და ამოვავსოთ ვაშლითა და ქლიავით. დავადოთ ზემოდან კარაქის მეოთხედი, დავახუროთ მოჭრილი ნაწილი, დავამაგროთ ხის ჩხირებით, გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ გადავიღოთ ლანგარზე, თავი მოვხადოთ და სუფრასთან მივიტანოთ. Read the rest of this entry

შემწვარი ბანანი

200 გრ. კარაქი. 1ც. ბანანი.

1 ჩ/ჭ შაქარი. 3 ს/კ წყალი.

2 პაკეტი ვანილი. 1 პაკეტი კაკაო.

3 ს/კ რძე.

1. ეტაპი: ცხელ ტაფაზე დავდოთ 50 გრ. კარაქი და გავადნოთ. გავარჩიოთ ბანანი, გავჭრათ შუაზე გრძლად და დავდოთ გაცხელებულ კარაქიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

2. ეტაპი: კარამელის მომზადება. ავიღოთ თხელ ძირიანი ტაფა, გავახუროთ და დავაყაროთ ერთი ჭიქა შაქარი, დავასხათ 3 ს/კ. წყალი და ვურიოთ მანამდე შაქარი არ გადნება და მიიღებს ოქროსფერ ფერს.

3. ეტაპი: შოკოლადის მომზადება: ავიღოთ 100 გრ. კარაქი, ერთი შეკვრა კაკაო, ვანილი, 5 ს/კ შაქარი, 3 ს/კ რძე, ეს ყველაფერი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ მასა არ შესქელდება. ავიღოთ დიდი თეფში, დავდოთ ბანანი, მოვასხად ცხელი შოკოლადი და სუფრაზე მიტანის წინ  ზემოდან მოვრთოთ კარამელით.

შემწვარი ვაშლი თაფლით

შემწვარი ვაშლი თაფლით

 


ვაშლი 5ცალი
თხილი 100 გრ
შაქარი 1 ს.კ
კვერცხი 1ცალი
ნაღები 150 გრ
თაფლი 1ს.კ
ნაყინი 4 ბურთულა
1.ვაშლს ამოვაცალოთ შუაგული
2.ავურიოთ თხილი,შაქარი და კვერცხი ერთად.
3.ამოვავსოთ ვასლი ათქვეფილი მასით , შევდოთ აირღუმელში და გამოვაცხოთ.
4.სოუსისთვის ქვაბსი ჩავასხათ ნაღები და ავადუღოთ.დავუმატოთ თაფლი და დაბალ ცეცხლზე კიდევ ცოტახანი ვადუღოთ.
5.სუფრაზე გატანის წინ ლანგარზე დავასხათ ცხელი ნაღები ,დავდოთ ვაშლი და ზემოდან დავალაგოთ ნაყინი.
                                                                                                           გემრიელად მიირთვით

%d bloggers like this: