RSS Feed

Tag Archives: კალენდარი

ჩემი ანგელოზის დღე

5 ივნისი 2010 (ერთდღიანი თარიღი)  სულთმოფენობიდან მე-2 შვიდეული. შაბათი.ახალი სტილით.

ხს. მეფე მირიანისა და ნანა დედოფლისა ღირ. დამიანესი “შენ ხარ ვენახის” მთქმელისა

რა კარგი დღე ყოფილა !  განსაკუთრებით ჩემთვის – ჩემი ანგელოზის დღე! ეს მხოლოდ საღამოს  გავიგე, როცა უახლოესმა მეგობარმა ირაკლიმ მომილოცა, დამლოცა და გამახარა. მაშინ დამავიწყდა ყველაფერი, რომ სამუშაო დღე დატვირთული და მძიმე იყო, რომ ცხოვრება სავსეა “სურპრიზებით”, რომ ზოგჯერ ყველაზე დაუნდობელი ქვეყნად ადამიანია, რომ სიმშვიდე ყველგან უნდა შეინარჩუნო . . . .

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს – განსაკუთრებით “მაგდუ ” შენ :*  კი მეკითხებოდი რა დაგემართაო, მაგრამ არაფერს გპასუხობდი, ფიქრობდი დაღლილიაო და მრავალფერ სადილს მთავაზობდი. 🙂 უბრალოდ ძალიან ძალიან ცუდად ვიყავი და შენმა იდეამ  კიდევ ერთხელ დროულად გაჭრა! კაფეში ცოტა განვიტვირთე, მოვეშვი, დამავიწყდა . . .

ასევე “ნან” ხომ იცი რომ ძალიან ძალიან . . . . (ძალიან ჩემი  ხარ)

“იკაკო”  შენ რომ არ იყო რა მეშველებოდა ?!

“სოოფ” მენატრები  სულ, მუდამ, ყოველ დღე 🙂

“ქეთუშ” ჩემი ბავშვობა ხარ. შენთან ერთად სულ ბავშვი ვარ -“ხუჭუჭა პატარა” და ამიტომ  ძალიან ძალიან . . . . . . . . . .

ხო , ეხლა ვზივარ და  პასუხს გწერთ ყველას

მადლობა ყურადღებისთვიიიიიის :*

ნ.შ          5 ივნისი 2010

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

ნინოობა 1 ივნისი

      წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ  აღნიშნავს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის  და 27 იანვარს -მისი გარდაცვალების დღეს. Read the rest of this entry

2010 წლის ლომისობა – 26 მაისი, ოთხშაბათი

 

წმინდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, სიმბოლო ვაჟკაცობისა და ძალისა.

მე და ჩემი მეგობრები დიდი სიხარულის განცდით მივდივართ ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში, მლეთაში. ეს ჩემი მეორედ ასვლა იქნება იმ მთაზე რომელიც ერთი დიდი ისტორიაა, ჩვენი სიამაყე და სიძლიერეა, სადაც ვგებულობთ ბევრ დაუჯერებელ ამბებს, სასწაულების თვითმხილველნი ვხდებით და კიდევ ერთხელ ვძლიერდებით რწმენაში და გვეძლევა საშუალება ვადიდოთ ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი !

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

 

სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული – 24-30 მაისი ხსნილია

ანჩისხატი

26.05.2010 მცხეთის ჯვრის დღესასწაული; ხს ღირ. ექვთიმე ათონელისა

23.05.2010 არის სულთმოფენობა, ვულოცავ ყველას

ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვენეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვენესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

ნ.შ

22.05.2010 დიდი დღეა–ნიკოლოზობა, შიო მღვიმელის მიცვალების დღე

ყველას ვულოცავ ამ უდიდეს დღეს  და გფარავდეთ წმ.ნიკოლოზისა და  შიო მღვიმელის ლოცვის მადლი.

წმ.ნიკოლოზი

შიო მღვიმელი

%d bloggers like this: