RSS Feed

Tag Archives: გერგეტის სამება

გერგეტის სამება

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

წელს მინდოდა სიყვარულითა და სიხარულით სავსე გულით ვხლებოდი  ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს.

ლოცვით, ჩურჩულით ვეფერებოდი და შევთხოვდი  ჩემი სიყვარული დაეფარა და დაელოცა, კურთხევასა და დახმარებას ვთხოვდი, რადგან მიმაჩნია როცა გაქვს, მოიპოვე და დაგასაჩუქრეს, უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდე, ილოცო უფლის წინაშე შენი სიყვარულისთვის,  გეშინოდეს, და ძლიერდებოდე რწმენაში, სიყვარულში , სიკეთეში, შრომაში, ლოცვაში  . . .

წელს მეგონა ვერ მოვახერხებდი წასვლას, არავინ არ მეგულებოდა თბილისში მეგობართაგან ვინც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა: ეკა, თიკო და მე  დილის 8 საათზე აღმოვჩნდით კომფორტულ “მარშუტკაში” ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრე და ულამაზესი ხედები, შემდეგ მჟავე წყლები და გუდაური, შემდეგ ყაზბეგი. ქალაქიდან კი  ფეხით დავადექით წმინდა სამებისკენ მიმავალ გზას, დროდადრო “ხევის პატარძალს” ავხედავდით, გამოჩნდა თუ არა ბოლომდე რომ სურათები გადაგვეღო და მწვანე მინდორზე შესასვენებლად ჩამომჯდარნი ღრმად შევისუნთქავდით სუფთა ჰაერს. სიტყვით შეუძლებელია გადმოვცე ის განცდები რაც გვქონდა ამიტომ რამდენიმე ფოტოს დავდებ და გისურვებთ მომავალ წელს თქვენც განიცადოთ აღმაფრენა, სიხარული, ბედნიერება და თუ გულით ილოცებთ აუცილებლად მოგეცემათ, ჯერ შეიყვარე უფალი შენში, მერე შენი თავი და მერე აუცილებლად შეგიყვარებს სხვაც, ან ის ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ. Read the rest of this entry

16 ივლისი – “გერგეტობა”

კიდევ ერთი სიყვარულის დღეა. ქართველებსაც და სრულიად კაცობრიობას იმდენი სიყვარულის დღე გვაქვს, რამდენი დღეც ჩვენს ცხოვრებაში იქნება.ეს დღე კი , 16 ივლისი – მკათათვე,  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელს უკავშირდება.

1980 წელს მან გერგეტის სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, რომ  ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო. ჩვენი პატრიარქი  მას შემდეგ თითქმის ყველა გერგეტობაზე მიბრძანდება.

მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“. Read the rest of this entry
%d bloggers like this: