RSS Feed

Tag Archives: ბუნება

ჟასმინი

ყველაზე მეტად მიყვარს ჟასმინის არომატი, პარფიუმერიაში მისი სურნელი ჩემში გაზაფხულთან და სიყვარულთან ასოცირდება. მახსენდება სუნამო Jo Malone White Jasmine & Mint Cologne ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

ჟასმინის, ჩაის ფოთლის და ბერგამოტის სურნელს  ძნელად თუ დაივიწყებს ვინმე, თითქოს სუფთა ჰაერზე, სადღაც ალპურ ზონაში ვიმყოფებით. ამ სუნამომ შთამაგონა და გადავწყვიტე ჩემს აგარაკზე პატარა ლანდშაფტი გავაშენო  🙂 

ლანდ ლანდსჰაფტი

რომელსაც დაამშვენებს ალპური ქვის ჟასმინი (Androsace alpina) — მაღალ მთებში გავრცელებული , მრავალწლოვანი, რომელიც იზრდება 1-იდან 3 სმ -მდე სიმაღლის. გვხვდება ალპის მთებში, ფერად მოვარდისფრო ან თეთრია.

ქვის ვარდ

საქართველოში გავრცელებული სამი სახის : სამკურნალო ანუ ნამდვილი ჟასმინი (Jasminum officinale) , ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე მხოხავი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 10 მ-ს აღწევს. ნახევარქოლგა ყვავილები აქვს. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა. ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ყვავილობს  ივლისიდან ოქტომბრამდე , იგი დეკორატიულ მცენარედ ითვლება. რგავენ ბაღებსა და პარკებში, იყენებენ კედლების, აივნებისა და ტალავერების გასამწვანებლად.

Jasminum officinale (white Jasmine) Jasminum officinale 

ბუჩქოვანი ჟასმინი (Jasminum fruticans), სწორი ან რკალისებრტოტებიანი ბუჩქია. მისი სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. ყვითელი ყვავილები აქვს. გამოიყენება მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ბორდიურად, ცოცხალ ღობედ , იგი იოლი მოსავლელია და პრეტენზიული არ არის, ამიტომ, ეს მცენარე დატოვეთ გარეთ და წყალი არ დაუსხათ მთელი ზამთრის განმავლობაში. ის ყინვაგამძლეა, ახასიათებს ხშირი ყვავილობა . მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმითაც. 

Jasminum fruticans)2  Jasminum fruticans)

შიშველყვავილა ჟასმინი (Jasminum nudiflorum) ან ზამთრის ჟასმინი. ყინვაგამძლეა, ღობეების მოსართავად იყენებენ.

Jasmine_nudiflorum_lg jasmin_nudiflorum_n

ჟასმინისებრი გარდენია (Gardenia jasminoides) – ანუ მირონის ხე

გარდ Gardenia Oil

მას უნდა შეურჩიოთ დიდი ზომის ქოთანი, სასურველია კარგი დრენაჟით, რათა მცენარის ფესვებში წყალი არ ჩაგუბდეს. მისი გადარგვა რეკომენდებულია 3-5 წელიწადში ერთხელ.მარადმწვანე , მრავალწლიანი, ყინვაგამძლე სურნელოვან-ყვავილოვანი ბუჩქია.

სიმაღლე 30-40 სმ.

ყვავილობის პერიოდი – ზაფხული.

ისეთი დამათრობელი სუნი აქვს ჟასმინისებრი გარდენიას, რომ  ოთახს გააფბობს, სამოთხეში გეგონება თავი.

გარდენიას აყვავებული ბუჩქები თბილისის პირობებში მშვენივრად ხარობს. (მინახავს)ისე, გარდენიას სამშობლო იაპონიაა. მამაკაცები შავ პიჯაკებზე გარდენიას ყვავილს იბნევენ – ვერანაირი ქალი ვერ უძლებს მისი სურნელის ცდუნებას.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

***

გაზაფხულია . . .

სიხარულია . . .

დედაბუნება სიცოცხლეს უბრუნდება . . .

მე კი სარკმელთან ვზივარ და

სუნთქვა მიჭირს ,

დარდმა დამიმონა ,

ცხარე ცრემლით ვტირი .

დარბიან ბავშვები ქალაქის სკვერებში ,

ფერადი ბუშტები ,  ჭრელი კაბები ,

ჩემსავით ტირის თოვლი  მთებში ,

ქვეყნად მარტო ვარ ! – ჩიტი მახეში .

გაზაფხულია . . .

სიხარულია . . .

დედაბუნება სიცოცხლეს უბრუნდება . . .

მე კი სარკმელთან ვზივარ და

სუნთქვა მიჭირს .

ნ.შ  22/04/ 1998

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

სვანეთი (ნაწ1)- Svaneti

სვანეთის ქედი

საქართველოს ულამაზესი კუთხე

საქართველო მდებარეობს მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და მცირე (სამხრეთ) კავკასიონის მთიანეთში. ეს ორი მთიანი მასივი ერთმანეთს უერთდება რადიალურად ორიენტირებული სურამის ქედით, რომელიც საქართველოს ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. კავკასიონის ყველაზე მაღალი და მკაცრი 700 კმ-იანი უბანი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. მას ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი უკავია, ხოლო საშუალო სიმაღლე 3520 მეტრს აღწევს.შიხრას ველი

შხარას მყინვარი

თეთნულდი

თეთნულდის მყინვარი

უშბა

უშბა დასავლეთიდან

დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე – სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე. პირველი – ზემო სვანეთი, ადმინისტრაციულად მესტიის რაიონითაა წარმოდგენილი, მეორე – ქვემო სვანეთი – ლენტეხის რაიონით.

სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).

სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური – 5068 (შხარა), მინიმალური – 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა – ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.

კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია, საშუალო სიმაღლე 2630 მ.

კავკასიონი

კავკასიონის მთიანი მასივი გადაჭიმულია 1300 კმ-ზე ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონამდე. მის მთავარ და გვერდით ქედებზე ასეულობით თოვლ-ყინულოვანი მწვერვალი და უღელტეხილია. ამ მწვერვალთაგან თხუთმეტი სიმაღლით აღემატება ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანს (4810 მ), ექვსი მათგანი კი ხუთიათასიანია:

  • იალბუზი (5642),
  • შხარა (5068),
  • დიხთაუ (5200),
  • ჯანღა (5059),
  • მყინვარწვერი (5033)
  • ყოშთანთაუ (5152).

შხარა/სვანეთი

ულამაზესი ხედები

%d bloggers like this: