RSS Feed

რა ვაჭამოთ ახალშობილს

ბავშვთა სწორი კვება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მისი ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
   
კვება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე და ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების (იმუნიტეტი) ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი 1 წლამდე ასაკში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების ფუნქციური სრულყოფა, ინტელექტის განვითარება. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არჩევენ კვების 3 წესს: ბუნებრივს, შერეულს და ხელოვნურს.

ბუნებრივი კვების დროს ბავშვი პირველი 6 თვე მხოლოდ დედის რძით იკვებება. ეხლა არ დავწერ თუ რა მნიშვნელოვანია ბუნებრივი გზით კვება, თუმცა გეტყვით რომ ჩემს ანდრია ძალიან კარგი მატება ქონდა. კაჟივით იყო და 3 თვისას დაეწყო ღრძილების ქავილი და 4 თვისას პირველი “კიჭი” ამოუვიდა. 5 თვის კი ორი კბილით იკბინებოდა 🙂 ხო ეხლა ისევ კვებაზე, მე პირადად დეკრეტული შვებულებიდან, (4 თვის შემდეგ) რომ დავბრუნდი სამსახურში, გადავიყვანე შერეულ კვებაზე – საქართველოში იყიდება ბევრი დანამატი რომელიც თითქმის დედის რძის ანალოგია. მეც ერთ-ერთი, პედიატრის რჩევით, მივეცი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

დამატებითი კვება

• ახალი საკვები ბავშვს უნდა მიაწოდოთ მცირე რაოდენობით მაგ.2-3 ჩაის კოვზი და თანდათან გაზარდოთ ულუფა; თავიდან ბავშვს მხოლოდ ერთი სახეობის საკვები უნდა შესთავაზოთ.
• დამატებითი კვება იწყება ხილფაფის,მარცვლეულის ფაფის დამატებით,შემდეგ ემატება ბოსტნეული პიურე,ხორცი და რძის პროდუქტები.
• თუ ბავშვი ბოლომდე ვერ ჭამს,ნუ დააძალებთ.თუ ვერ კმაკოფილდება,შეგიძლიათ ცოტა საკვები კიდევ დაუმატოდ;
• დამატებითი საკვები ბავშვმა უნდა მიიღოს კოვზით და არა საწოვარით!
საკვები უნდა მომზადდეს სისუფთავის ყველა წესის დაცვით;
• თავდაპირველად ბავშვის საკვები თხელი პიურეს სახის უნდა იყოს.ასაკის მატებასთან ერთად შეგიძლიათ საკვების მასა გაამკვრივოთ,რომ პატარა ღეჭვასაც შეეჩვიოს;
• დამატებით კვებებს შორის აუცილებლად დაიცავით ინტერვალი 3,5-4 საათი.კვებათა შორის დასაშვებია წახემსება,მაგალითად,ხილ-ფაფის მიწოდება;

4.5 თვის რომ გახდა  გადავიყვანეთ წიწიბურას ფაფაზე (ბევრნაირია: რძით; შავი ქლიავით; გოგრით; ვაშლით და ა. შ) დავიწყეთ სამი კოვზით და ნელ-ნელა გავზარდეთ 150 – 180 გრამამდე.

5 თვისას გავასინჯეთ ტკბილი ვაშლის გემო ჯერ ნახევარი კოვზი, მერე ერთი კოვზი და ასე ავედით ერთ ვაშლამდე, ამასთან ერთად ვასმევდით წყალსაც – ძალიან მოეწონა. ორგანიზმმაც კარგად მიიღო. ერთი კვირის მერე გავასინჯეთ ყაბაყის პიურე (ნახევარი კოვზით დავიწყეთ და ერთი კვირის მანძილზე 7 კოვზამდე ავედით) ერთი კვირის შემდეგ ბოსტნეულის სუფი დავიწყეთ . მომზადების პრინციპი მარტივია: ერთი პატარა თავი კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, კამა, ოხრახუში ცოტა, პატარა ხახვი და ნიორი მოვხარშოთ მომინანქრებულ პატარა ქვაბში, პირველი ნახარში გადავღვაროთ და მეორე ნახარში გამოვიყენოთ პიურეს გასათხელებლად, დავამატოთ ერთი წვეთი ზეითუნის ზეთი პიურეს. პირველი ჭამა კოვზ/ნახევარი უნდა იყოს ამაზე მეტი არ შეიძლება ნელ-ნელა გავზარდოთ ულუფა. ჩემი ანდრია ჭკვიანი ბიჭია და დედიკოს ელოდება საღამოს და  ბევრს ჭამს დედის რძეს.

ორშაბათს 6 თვის ხდება და ხორცი უნდა გავსინჯოთ, სასურველია ხბოს ხორცი. დანარჩენს “დავპოსტავ” მომდევნო  უფრო საინტერესო იქნება. 😉 🙂

ნ.შ

ყველაზე უმთავრესი : ასეირნეთ ჰაერზე, ბევრი ელაპარაკეთ და აბანავეთ ყოველ დღე

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

Advertisements

ალექსის

Picture2

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

* * *

როგორ მოველი შენთან შეხვედრას ,

ჩაგეხუტები, გამინათებ გულს და გონებას.

ფეხბედნიერო, ჩემი მეკვლე ხარ,

შენამდე იყო ამაოება . . .

 

თითქოს აყვავდა ათას სურნელად

რაღაც უცნობი, ყველა გრძნობას რომ მოერევა

და მისხვაფერა უღიმღამო ერთი ცხოვრება

ზესიყვარულმა – ჩემში იწყო აღმოცენება . . .

 

და ტკბილი არის ეს მონატრებაც,

იმედის სხივი ხარ გულთან რომ ფეთქავს,

ვიცი შეავსებ ამ მარტოობას,

მაშინ როდესაც დამარქმევ დედას.

ნ.შ   14/06/2013

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

მეხუთე სეზონი

დილის 6 საათია, ვერ ვიძინებ, ამ ბოლო დროს ხშირად მეღვიძება, არ ვიცი რისი ბრალია, მენატრები თუ პატარა არ მაძინებს? – მენატრები !!!  :* გამიჭირდა უშენობა! ჯერ ვერც კი მივხვდი რომ ოჯახი მქონდა, ქმარი მყავდა და უკვე წახვედი ამერიკაში  😦 რა იყო 3 ლამაზი თვე , სამი თაფლობის თვე, ყველაფერი ლამაზად გააკეთე, ორგანიზებულად, ჯვრისწერა (4 ნოემბერი), მერე განმარტოვება, მერე სამი უსასრულობა (მოვასწარით აღსარება-ზიარება, შენ სამჯერ ეზიარე, “შობა-ახალი წელი ერთად” ) მერე კი ბაია მაჩუქე და დაგვიბარე მალე ჩამოვალო  (19 იანვარს წახვედი)  :*ამ ბოლო დროს მანაც უფრო მოუმატა მუცელში ტრიალს, მიკაკუნებს, ალბათ ჩემსავით უნდა მალე გნახოს, ჩაგეხუტოს, მოეფერო. დედიკოსაც ენატრები :* ძალიან ძნელი ყოფილა განშორება 😦 😦 თან შენისთანა ადამიანთან, შენ ხომ ჩემი სინათლე ხარ, ჩემი კეთილდღეობა, შენთან მარტივია ცხოვრება – არაფერზე არ მეფიქრება არ ვზრუნავ, ყველაფერს შენ მიგვარებ – ჩემი შვება ხარ , ჩემი იმედი. მხოლოდ მონატრებამ შეიძლება გაგრძნობინოს, ვის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება

იცი რა მაკლია ? 😦 შენი სიყვარულით ანთებული თვალები , ღიმილი და . . .

მაგრამ. . .
მაგრამ შენ იმდენად ახლობელი ხარ, იმდენად ძლიერი რომ მარტო არასოდეს მაგრძნობინებ თავს, არიან წყვილები ერთად, მაგრამ მაინც მარტო გრძნობენ თავს. მე კი შენი ყურადღების და უსაზღვრო სიყვარულის წყალობით აღვსილი და განებივრებული ვარ ! მადლობა :* მადლობა უფალს რომ ჩემი ხარ!

გათენდა 😉 ეხლა დამირეკავ, მშვიდობიან დღეს მისურვებ, დამლოცავ (კაცის ლოცვა უძლიერესი ყოფილა- ეხლა დავრწმუნდი ამ ჭეშმარიტებაში. შენ ეს იცი და არ მაკლებ მხურვალე დალოცვას. როგორი დაღლილიც არ უნდა იყო არასოდეს დაგავიწყდება, ან რომ გაბრაზებდე მესიჯს მაინც გამომიგზავნი , მეტყვი : “დამშვიდდი ცხოვრება, ყველაფერი კარგადააა, შენ არ ინერვიულო, უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროსო”) მე ტკბილ ძილს დაგილოცავ და ერთი საათი ერთად გავატარებთ, დედა მეკითხება რას ლაპარაკობთ ყოველ დღე, დილა სარღამოს ამდენსო 🙂 რა გამოგვილევს სალაპარაკოს?! სანამ შეყვარებულები ვართ ყოველთვის გვენდომება ერთმანეთთან საუბარი და როგორც შენ დაარქვი: ტიკტიკი

ჩემი მეხუთე სეზონი ხარ! შენს თვალებში რომ ვიცქირები სხვაგან ვარ – არამიწიერ მდგომარეობაში. სხვა განზომილებაა, ზეცასა და დედამიწას შორის არსებული სამყაროა, სადაც მხოლოდ შეყვარებულების, ჭეშმარიტი გრძნობების სავანეა, სადაც წელიწადის მეხუთე სეზონი დგას და არ მიდის, სადაც უსაზღვრო, უფლისგან კურთხეული და დალოცვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის ზეიმია.

მადლობა ამ სამყაროსთვის!
და მე აქ გელოდები . . .

ნ.შ       02/06/2013 07:43

 

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

ჟასმინი

ყველაზე მეტად მიყვარს ჟასმინის არომატი, პარფიუმერიაში მისი სურნელი ჩემში გაზაფხულთან და სიყვარულთან ასოცირდება. მახსენდება სუნამო Jo Malone White Jasmine & Mint Cologne ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

ჟასმინის, ჩაის ფოთლის და ბერგამოტის სურნელს  ძნელად თუ დაივიწყებს ვინმე, თითქოს სუფთა ჰაერზე, სადღაც ალპურ ზონაში ვიმყოფებით. ამ სუნამომ შთამაგონა და გადავწყვიტე ჩემს აგარაკზე პატარა ლანდშაფტი გავაშენო  🙂 

ლანდ ლანდსჰაფტი

რომელსაც დაამშვენებს ალპური ქვის ჟასმინი (Androsace alpina) — მაღალ მთებში გავრცელებული , მრავალწლოვანი, რომელიც იზრდება 1-იდან 3 სმ -მდე სიმაღლის. გვხვდება ალპის მთებში, ფერად მოვარდისფრო ან თეთრია.

ქვის ვარდ

საქართველოში გავრცელებული სამი სახის : სამკურნალო ანუ ნამდვილი ჟასმინი (Jasminum officinale) , ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე მხოხავი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 10 მ-ს აღწევს. ნახევარქოლგა ყვავილები აქვს. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა. ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ყვავილობს  ივლისიდან ოქტომბრამდე , იგი დეკორატიულ მცენარედ ითვლება. რგავენ ბაღებსა და პარკებში, იყენებენ კედლების, აივნებისა და ტალავერების გასამწვანებლად.

Jasminum officinale (white Jasmine) Jasminum officinale 

ბუჩქოვანი ჟასმინი (Jasminum fruticans), სწორი ან რკალისებრტოტებიანი ბუჩქია. მისი სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. ყვითელი ყვავილები აქვს. გამოიყენება მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ბორდიურად, ცოცხალ ღობედ , იგი იოლი მოსავლელია და პრეტენზიული არ არის, ამიტომ, ეს მცენარე დატოვეთ გარეთ და წყალი არ დაუსხათ მთელი ზამთრის განმავლობაში. ის ყინვაგამძლეა, ახასიათებს ხშირი ყვავილობა . მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე კალმითაც. 

Jasminum fruticans)2  Jasminum fruticans)

შიშველყვავილა ჟასმინი (Jasminum nudiflorum) ან ზამთრის ჟასმინი. ყინვაგამძლეა, ღობეების მოსართავად იყენებენ.

Jasmine_nudiflorum_lg jasmin_nudiflorum_n

ჟასმინისებრი გარდენია (Gardenia jasminoides) – ანუ მირონის ხე

გარდ Gardenia Oil

მას უნდა შეურჩიოთ დიდი ზომის ქოთანი, სასურველია კარგი დრენაჟით, რათა მცენარის ფესვებში წყალი არ ჩაგუბდეს. მისი გადარგვა რეკომენდებულია 3-5 წელიწადში ერთხელ.მარადმწვანე , მრავალწლიანი, ყინვაგამძლე სურნელოვან-ყვავილოვანი ბუჩქია.

სიმაღლე 30-40 სმ.

ყვავილობის პერიოდი – ზაფხული.

ისეთი დამათრობელი სუნი აქვს ჟასმინისებრი გარდენიას, რომ  ოთახს გააფბობს, სამოთხეში გეგონება თავი.

გარდენიას აყვავებული ბუჩქები თბილისის პირობებში მშვენივრად ხარობს. (მინახავს)ისე, გარდენიას სამშობლო იაპონიაა. მამაკაცები შავ პიჯაკებზე გარდენიას ყვავილს იბნევენ – ვერანაირი ქალი ვერ უძლებს მისი სურნელის ცდუნებას.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

when I make you angry, you are my gentleman anyway

chven

I count the days, miss you , come back very soon

387145_4578964798121_1877979663_n

%d bloggers like this: