RSS Feed

რა ვაჭამოთ ახალშობილს


ბავშვთა სწორი კვება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მისი ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
   
კვება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე და ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების (იმუნიტეტი) ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი 1 წლამდე ასაკში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების ფუნქციური სრულყოფა, ინტელექტის განვითარება. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არჩევენ კვების 3 წესს: ბუნებრივს, შერეულს და ხელოვნურს.

ბუნებრივი კვების დროს ბავშვი პირველი 6 თვე მხოლოდ დედის რძით იკვებება. ეხლა არ დავწერ თუ რა მნიშვნელოვანია ბუნებრივი გზით კვება, თუმცა გეტყვით რომ ჩემს ანდრია ძალიან კარგი მატება ქონდა. კაჟივით იყო და 3 თვისას დაეწყო ღრძილების ქავილი და 4 თვისას პირველი “კიჭი” ამოუვიდა. 5 თვის კი ორი კბილით იკბინებოდა🙂 ხო ეხლა ისევ კვებაზე, მე პირადად დეკრეტული შვებულებიდან, (4 თვის შემდეგ) რომ დავბრუნდი სამსახურში, გადავიყვანე შერეულ კვებაზე – საქართველოში იყიდება ბევრი დანამატი რომელიც თითქმის დედის რძის ანალოგია. მეც ერთ-ერთი, პედიატრის რჩევით, მივეცი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

დამატებითი კვება

• ახალი საკვები ბავშვს უნდა მიაწოდოთ მცირე რაოდენობით მაგ.2-3 ჩაის კოვზი და თანდათან გაზარდოთ ულუფა; თავიდან ბავშვს მხოლოდ ერთი სახეობის საკვები უნდა შესთავაზოთ.
• დამატებითი კვება იწყება ხილფაფის,მარცვლეულის ფაფის დამატებით,შემდეგ ემატება ბოსტნეული პიურე,ხორცი და რძის პროდუქტები.
• თუ ბავშვი ბოლომდე ვერ ჭამს,ნუ დააძალებთ.თუ ვერ კმაკოფილდება,შეგიძლიათ ცოტა საკვები კიდევ დაუმატოდ;
• დამატებითი საკვები ბავშვმა უნდა მიიღოს კოვზით და არა საწოვარით!
საკვები უნდა მომზადდეს სისუფთავის ყველა წესის დაცვით;
• თავდაპირველად ბავშვის საკვები თხელი პიურეს სახის უნდა იყოს.ასაკის მატებასთან ერთად შეგიძლიათ საკვების მასა გაამკვრივოთ,რომ პატარა ღეჭვასაც შეეჩვიოს;
• დამატებით კვებებს შორის აუცილებლად დაიცავით ინტერვალი 3,5-4 საათი.კვებათა შორის დასაშვებია წახემსება,მაგალითად,ხილ-ფაფის მიწოდება;

4.5 თვის რომ გახდა  გადავიყვანეთ წიწიბურას ფაფაზე (ბევრნაირია: რძით; შავი ქლიავით; გოგრით; ვაშლით და ა. შ) დავიწყეთ სამი კოვზით და ნელ-ნელა გავზარდეთ 150 – 180 გრამამდე.

5 თვისას გავასინჯეთ ტკბილი ვაშლის გემო ჯერ ნახევარი კოვზი, მერე ერთი კოვზი და ასე ავედით ერთ ვაშლამდე, ამასთან ერთად ვასმევდით წყალსაც – ძალიან მოეწონა. ორგანიზმმაც კარგად მიიღო. ერთი კვირის მერე გავასინჯეთ ყაბაყის პიურე (ნახევარი კოვზით დავიწყეთ და ერთი კვირის მანძილზე 7 კოვზამდე ავედით) ერთი კვირის შემდეგ ბოსტნეულის სუფი დავიწყეთ . მომზადების პრინციპი მარტივია: ერთი პატარა თავი კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, კამა, ოხრახუში ცოტა, პატარა ხახვი და ნიორი მოვხარშოთ მომინანქრებულ პატარა ქვაბში, პირველი ნახარში გადავღვაროთ და მეორე ნახარში გამოვიყენოთ პიურეს გასათხელებლად, დავამატოთ ერთი წვეთი ზეითუნის ზეთი პიურეს. პირველი ჭამა კოვზ/ნახევარი უნდა იყოს ამაზე მეტი არ შეიძლება ნელ-ნელა გავზარდოთ ულუფა. ჩემი ანდრია ჭკვიანი ბიჭია და დედიკოს ელოდება საღამოს და  ბევრს ჭამს დედის რძეს.

ორშაბათს 6 თვის ხდება და ხორცი უნდა გავსინჯოთ, სასურველია ხბოს ხორცი. დანარჩენს “დავპოსტავ” მომდევნო  უფრო საინტერესო იქნება.😉🙂

ნ.შ

ყველაზე უმთავრესი : ასეირნეთ ჰაერზე, ბევრი ელაპარაკეთ და აბანავეთ ყოველ დღე

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: