RSS Feed

მეხუთე სეზონი


დილის 6 საათია, ვერ ვიძინებ, ამ ბოლო დროს ხშირად მეღვიძება, არ ვიცი რისი ბრალია, მენატრები თუ პატარა არ მაძინებს? – მენატრები !!!  :* გამიჭირდა უშენობა! ჯერ ვერც კი მივხვდი რომ ოჯახი მქონდა, ქმარი მყავდა და უკვე წახვედი ამერიკაში  :( რა იყო 3 ლამაზი თვე , სამი თაფლობის თვე, ყველაფერი ლამაზად გააკეთე, ორგანიზებულად, ჯვრისწერა (4 ნოემბერი), მერე განმარტოვება, მერე სამი უსასრულობა (მოვასწარით აღსარება-ზიარება, შენ სამჯერ ეზიარე, “შობა-ახალი წელი ერთად” ) მერე კი ბაია მაჩუქე და დაგვიბარე მალე ჩამოვალო  (19 იანვარს წახვედი)  :*ამ ბოლო დროს მანაც უფრო მოუმატა მუცელში ტრიალს, მიკაკუნებს, ალბათ ჩემსავით უნდა მალე გნახოს, ჩაგეხუტოს, მოეფერო. დედიკოსაც ენატრები :* ძალიან ძნელი ყოფილა განშორება😦😦 თან შენისთანა ადამიანთან, შენ ხომ ჩემი სინათლე ხარ, ჩემი კეთილდღეობა, შენთან მარტივია ცხოვრება – არაფერზე არ მეფიქრება არ ვზრუნავ, ყველაფერს შენ მიგვარებ – ჩემი შვება ხარ , ჩემი იმედი. მხოლოდ მონატრებამ შეიძლება გაგრძნობინოს, ვის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება

იცი რა მაკლია ?😦 შენი სიყვარულით ანთებული თვალები , ღიმილი და . . .

მაგრამ. . .
მაგრამ შენ იმდენად ახლობელი ხარ, იმდენად ძლიერი რომ მარტო არასოდეს მაგრძნობინებ თავს, არიან წყვილები ერთად, მაგრამ მაინც მარტო გრძნობენ თავს. მე კი შენი ყურადღების და უსაზღვრო სიყვარულის წყალობით აღვსილი და განებივრებული ვარ ! მადლობა :* მადლობა უფალს რომ ჩემი ხარ!

გათენდა😉 ეხლა დამირეკავ, მშვიდობიან დღეს მისურვებ, დამლოცავ (კაცის ლოცვა უძლიერესი ყოფილა- ეხლა დავრწმუნდი ამ ჭეშმარიტებაში. შენ ეს იცი და არ მაკლებ მხურვალე დალოცვას. როგორი დაღლილიც არ უნდა იყო არასოდეს დაგავიწყდება, ან რომ გაბრაზებდე მესიჯს მაინც გამომიგზავნი , მეტყვი : “დამშვიდდი ცხოვრება, ყველაფერი კარგადააა, შენ არ ინერვიულო, უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროსო”) მე ტკბილ ძილს დაგილოცავ და ერთი საათი ერთად გავატარებთ, დედა მეკითხება რას ლაპარაკობთ ყოველ დღე, დილა სარღამოს ამდენსო🙂 რა გამოგვილევს სალაპარაკოს?! სანამ შეყვარებულები ვართ ყოველთვის გვენდომება ერთმანეთთან საუბარი და როგორც შენ დაარქვი: ტიკტიკი

ჩემი მეხუთე სეზონი ხარ! შენს თვალებში რომ ვიცქირები სხვაგან ვარ – არამიწიერ მდგომარეობაში. სხვა განზომილებაა, ზეცასა და დედამიწას შორის არსებული სამყაროა, სადაც მხოლოდ შეყვარებულების, ჭეშმარიტი გრძნობების სავანეა, სადაც წელიწადის მეხუთე სეზონი დგას და არ მიდის, სადაც უსაზღვრო, უფლისგან კურთხეული და დალოცვილი, ჭეშმარიტი სიყვარულის ზეიმია.

მადლობა ამ სამყაროსთვის!
და მე აქ გელოდები . . .

ნ.შ       02/06/2013 07:43

 

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

8 responses »

  1. mec myavs chemi mexute seozni,,

    Reply
  2. ar vici ra gitxra an shen an ufals, madlobis meti imistvis rom aseti bednieri myavxar daiii, aseti siyvarulitaa tqveni gulebi savse, gmerts vtxov sul ase siyvarulit gulantebulebs gevlot mteli cxovreba. shen dzalian didi siyvaruli shegizlia, netav chamaxeda shens patara gulshi, rogor itev amxela siyvaruls da sitbos. chemo lamazo orive xart aseti siyvarulis girsi da me mjera rom ase icxovrebt mudam siyvarulit gulantebulebi.

    Reply
  3. ასეთი სიყვარულით სავსე ბლოგი არ წამიკითხავს არასოდეს. მეხუთე სეზონმა ხომ საერთოდ აღმაფრთოვანა. მადლობა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: