RSS Feed

მუმიო-სილამაზის ელექსირი


დიდი ხანია  ჩვენი ოჯახის  აფთიაქში ინახება  ცვილისებური მასა  მუმიო ,  სულ მაინტერესებდა რა იყო და  რისთვის იყო საჭირო. ერთხელაც  გადავწყვიტე  მის შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა და გამაოცა. 

ძალიან სასარგებლო რამ ყოფილა და მინდა გაგიზიაროთ  კრემის  დამზადების წესი, რომელიც სილამაზის ელექსირია. აუცილებლად დაამზადეთ!

 თავადაპირველად კი  გაეცანით ინფორმაციას  მუმიოს შესახებ: 

მუმიო რთული ქიმიური სტრუქტურის მქონე შენაერთია, რომელიც მოიპოვება ზოგიერთი ქვეყნის მთიან რაიონში. აღმოჩენილია მუმიოს შემადგენელი ბუნებრივი კომპლექსების დიდი მრავალფეროვნება, რომლებსაც მინერალურ-ორგანულ ნაერთებს უწოდებენ. მათი წარმოქმნის წყარო შეიძლება იყოს მცენარეული ქსოვილების, ცხოველური და მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის პროდუქტების პრაქტიკულად ყველა კომპონენეტი.მუმიოს უნიკალურობა მის ქიმიურ შემადგენლობას უკავშირდება. 

მუმიო შეიცავს მაღალ და დაბალმოლეკულურ, ორგანულ და არაორგანულ ნაერთებს. მისი არაორგანული ნაწილი შეიცავს 50-მდე ქიმიურ ელემენტს, ორგანული კი ბიოაქტიური ნივთიერებების 20-მდე ჯგუფს: ამინომჟავები, ცილები, ორგანული და ცხიმოვანი მჟავები, ალკალოიდები, კუმარინები, სტეროიდები, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები, ცვილისებრი ნივთიერებები, გუმინის მჟავები.   

ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მუმიოს არასპეციფიური ბიოსტიმულატორის თვისება აქვს. იგი ბიოაქტივობის ფართო სპექტრით ხასიათდება. ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ მდგრადობას არასასურველი გარეშე ფაქტორებისადმი, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი, დეტოქსიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ნაღვლმდენი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნურ და სისხლმბად ფუნქციებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს.

თვისებები:

          მოტეხილობების, ჭრილობების, დამწვრობების შეხორცების დაჩქარება

          ოსტეოპოროზის შეფერხება

          ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება

          კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების ფუნქციების ნორმალიზება

          მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისაგან დაცვა; ცხვირ-ხახაში, ყელში და ზემო სასუნთქ გზებში ანთების ჩაქრობა.

          ორგანიზმიდან მძიმე მეტალების და მავნე ტოქსიკური შენაერთების გამოდევნა.

          ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, სასიცოცხლო ტონუსის შენარჩუნება

          სამკურნალო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება

          ორგანიზმის შევსება მინერალური ნივთიერებებით

მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადასტურებულია მუმიოს ძალიან დაბალი ტოქსიურობა, მას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას მხოლოდ დისპეფსიური მოვლენები იჩენს თავს.

 

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მუმიოსგან სჯობს თავი შეიკავოთ ,  ანუ პასუხს არ ვაგებ!  

გაითვალისწინეთ რომ მე სხვადასხვა წყაროებიდან  შეგროვებულ ინფორმაციას  და რეცეპტებს  გაწვდით. 

აკნეს  საწინააღმდეგო და სახის გასამკვრივებელი კრემი:

1. შევურიოთ 5გ სუფთა მუმი 1 ჩაის კოვზი თბილი ადუღებულ წყალში.

2. შეურიეთ 80-100გ ბავშვთა კრემი, ჩავასხათ ცარიელი კონტეინერში.

3. დაიდეთ პრობლემურ ტერიტორიაზე დღეში ერთხელ

4. შეინახეთ მაცივარში. (ა საყინულე)

ნ.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

11 responses »

  1. საინტერესოა🙂

    Reply
  2. სად ვიყიდოთ ეს მუმიო?

    Reply
  3. NIKOLOZS : ME MQONDA DZVELI KOMUNISTEBIS DROS SHEDZENILI , SIDZVELISGAN GAKVITLEBUL KUTSHI IKO DA SUL MAINTERESEBDA RA IKO. EXLA KI ROM GAVIGE RA ARIS KARGAD GAMOMADGA. MAMACHEMI SHAQRIANI DIABETISTVIS IGEBDA MUMIOS DA MOSTSONDA KMAKOFILI KO. AMAZONZE IKIDEBA . http://www.amazon.com/100-pure-healing-Shilajit-mumio/dp/B00CCUHWCU ES LINK NAXET

    Reply
  4. NIKOLOZS: მუმიოს შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე http://www.mumio.ru/

    Reply
  5. რთულ დაავადების სამკურნალოდ არ გამოიყენოთ ჩემი რჩევები . მე მხოლოდ კრემი ვიცი და გამოვცადე. დანარჩენი ლინკი დავაგდე ბლოგზე და ნახეთ, გისურვებთ წარმატებებს . გამოჯანმრთელებას

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: