დიდი ხანია ჩვენი ოჯახის აფთიაქში ინახება ცვილისებური მასა მუმიო , სულ მაინტერესებდა რა იყო და რისთვის იყო საჭირო. ერთხელაც გადავწყვიტე მის შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა და გამაოცა.
ძალიან სასარგებლო რამ ყოფილა და მინდა გაგიზიაროთ კრემის დამზადების წესი, რომელიც სილამაზის ელექსირია. აუცილებლად დაამზადეთ!
თავადაპირველად კი გაეცანით ინფორმაციას მუმიოს შესახებ:
მუმიო რთული ქიმიური სტრუქტურის მქონე შენაერთია, რომელიც მოიპოვება ზოგიერთი ქვეყნის მთიან რაიონში. აღმოჩენილია მუმიოს შემადგენელი ბუნებრივი კომპლექსების დიდი მრავალფეროვნება, რომლებსაც მინერალურ-ორგანულ ნაერთებს უწოდებენ. მათი წარმოქმნის წყარო შეიძლება იყოს მცენარეული ქსოვილების, ცხოველური და მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის პროდუქტების პრაქტიკულად ყველა კომპონენეტი.მუმიოს უნიკალურობა მის ქიმიურ შემადგენლობას უკავშირდება.
მუმიო შეიცავს მაღალ და დაბალმოლეკულურ, ორგანულ და არაორგანულ ნაერთებს. მისი არაორგანული ნაწილი შეიცავს 50-მდე ქიმიურ ელემენტს, ორგანული კი ბიოაქტიური ნივთიერებების 20-მდე ჯგუფს: ამინომჟავები, ცილები, ორგანული და ცხიმოვანი მჟავები, ალკალოიდები, კუმარინები, სტეროიდები, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები, ცვილისებრი ნივთიერებები, გუმინის მჟავები.
ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მუმიოს არასპეციფიური ბიოსტიმულატორის თვისება აქვს. იგი ბიოაქტივობის ფართო სპექტრით ხასიათდება. ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ მდგრადობას არასასურველი გარეშე ფაქტორებისადმი, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი, დეტოქსიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ნაღვლმდენი მოქმედება, ასტიმულირებს იმუნურ და სისხლმბად ფუნქციებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს.
თვისებები:
მოტეხილობების, ჭრილობების, დამწვრობების შეხორცების დაჩქარება
ოსტეოპოროზის შეფერხება
ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება
კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების ფუნქციების ნორმალიზება
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისაგან დაცვა; ცხვირ-ხახაში, ყელში და ზემო სასუნთქ გზებში ანთების ჩაქრობა.
ორგანიზმიდან მძიმე მეტალების და მავნე ტოქსიკური შენაერთების გამოდევნა.
ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, სასიცოცხლო ტონუსის შენარჩუნება
სამკურნალო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება
ორგანიზმის შევსება მინერალური ნივთიერებებით
მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადასტურებულია მუმიოს ძალიან დაბალი ტოქსიურობა, მას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება, დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას მხოლოდ დისპეფსიური მოვლენები იჩენს თავს.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მუმიოსგან სჯობს თავი შეიკავოთ , ანუ პასუხს არ ვაგებ!
გაითვალისწინეთ რომ მე სხვადასხვა წყაროებიდან შეგროვებულ ინფორმაციას და რეცეპტებს გაწვდით.
აკნეს საწინააღმდეგო და სახის გასამკვრივებელი კრემი:

1. შევურიოთ 5გ სუფთა მუმიო 1 ჩაის კოვზი თბილი ადუღებულ წყალში.
2. შეურიეთ 80-100გ ბავშვთა კრემი, ჩავასხათ ცარიელი კონტეინერში.
3. დაიდეთ პრობლემურ ტერიტორიაზე დღეში ერთხელ
4. შეინახეთ მაცივარში. (ან საყინულე)
ნ.შ
Advertisements
magaria :*
საინტერესოა 🙂
კი, მე გავაკეთე და კმაყოფილი ვარ
სად იყიდე ვერ მეტყვი?
Gamoiceret jobia me komunistebis dros nakidi mqonda ar fuchdeba shavi gudronivitaa
სად ვიყიდოთ ეს მუმიო?
aftiaqebshi ikideba , tsarmatebebi natalia 😉
me makvs naturaluri da momceret tu dainteredebit 593780404
NIKOLOZS : ME MQONDA DZVELI KOMUNISTEBIS DROS SHEDZENILI , SIDZVELISGAN GAKVITLEBUL KUTSHI IKO DA SUL MAINTERESEBDA RA IKO. EXLA KI ROM GAVIGE RA ARIS KARGAD GAMOMADGA. MAMACHEMI SHAQRIANI DIABETISTVIS IGEBDA MUMIOS DA MOSTSONDA KMAKOFILI KO. AMAZONZE IKIDEBA . http://www.amazon.com/100-pure-healing-Shilajit-mumio/dp/B00CCUHWCU ES LINK NAXET
http://www.amazon.com/High-Himalayan-Black-Shilajit-Extract-Kilogram/dp/B008AX0Y7S/ref=pd_sim_sbs_hpc_20?ie=UTF8&refRID=0H58S386WY7WAFGH9ACV SXVA LINK-IC
NIKOLOZS: მუმიოს შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საიტზე http://www.mumio.ru/
რთულ დაავადების სამკურნალოდ არ გამოიყენოთ ჩემი რჩევები . მე მხოლოდ კრემი ვიცი და გამოვცადე. დანარჩენი ლინკი დავაგდე ბლოგზე და ნახეთ, გისურვებთ წარმატებებს . გამოჯანმრთელებას
gamarjobat mainteresebs dzvel stiebs tu shvelis mumio da rogor davamzado me aptiqshi kapsulebi momces da arvici rogor movamzado