RSS Feed

ულუმბო (სამთავისი, ურბნისი, რუისი, ულუმბოს მამათა მონასტერი, წრომი და დედათა & მამათა მონასტრები სამწევრისში)


This slideshow requires JavaScript.

მეოთხე გაჩერება ულუმბოს მონასტერი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში, მდინარე ჭირათხეულას ერთ-ერთ მარჯვენა შენაკადის ხეობაში. მის დაარსებას მიაწერენ ერთ-ერთ ცამეტ ასურელ მამათაგანს, მიქაელ ულუმბოელს, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ჭერათხევის… სერს ზეით არს მონასტერი ულუმბას, უგუნბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ(13) მამათგანის ქმნული, და დაფულულ არს მიქელ მუნვე ზის წინამძღვარი“.

სამწუხაროდ არ ვიცით სად არის დასაფლავებული მიქაელ ულუმბოელი, ამბობენ მონასტრის ეზოშიაო.

ქართველთა ერთ–ერთი ჯალალ ედ დინთან გამარჯვების ბრძოლის დროს, ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე დროშა და იგი შეუწირავთ ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და სულაც არ დაუარსებია მიქაელ ულუმბოელს.

თუმცა ძალიან მწირია ამ ტაძრის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ სამაგიეროდ დიდებულია და ულამაზესია იგი, ტყეში ჩაფლული სისპეტაკე და სიმშვიდე დანახვისთანავე ჩაგაფიქრებს, მეტყველების უნარს გაკარგვინებს და მონუსხული, ემოციებით აღვსილი, ზიხარ ეზოში და უყურებ ამ პატარა ტაძრის სიდიადეს. სიდიადეს რომელიც სანთლისა და საკმევლის სუნით შეგახსენებს უფალი სუფევს შენში და ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე. აქ კი უფრო ახლოს ხარ კეთილშობილებასთან, სიმართლესთან, სიყვარულის გრძნობით, მადლიერი ხარ და ბედნიერი, რომ ნახე და შეეხე . . . რომ განიცადე . . . რომ შეგიძლია სხვასაც გაუზიარო . . . რომ ღმერთმა ამის ღირსი გაგხადა.

ულუმბოს მონასტრის მეორედ აღშენების თარიღი 1400-1415 წლებით სახელდება, ეს დასტურდება ამირეჯიბთა გვარის სიგელიდან.

1871 წელს მღვდელთმსახურების განახლების მიზნით ულუმბოს მონასტერი თავიდან აღუდგენიათ.

ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, როდესაც ამ ტაძრის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად აიტანეთ ცოტაოდენი ზეთი , მარილი, ღვინო და ფქვილი, ან რისი შესაძლებლობაც გექნებათ.

სიყვარულით
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

2 responses »

  1. საინტერესოა, ნანუცა. გააგრძელე წერა.❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: