RSS Feed

დირბი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)


მეხუთე გაჩერება: სოფელი დირბი

ტური: წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი დაგვირგვინდა დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ნახვით, რომელიც  მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონი), მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირას დამრეც ფერდობზე.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს ისევე, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანიღაა დარჩენილი.

ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. XXს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIVს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.

2000 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, აშენდა საცხოვრებელი სახლი, შემოავლეს გალავანი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნელი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რაც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ჩატარდა რესტავრაცია, მოიხნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა XIV ს -ის უნიკალური ფრესკები, მათ შორის არის  ,,იოსების ყვედრება” სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული ,,მიდგომილი ღმრთისმშობელი”.

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას ,,კუბოს ღმრთისმშობლისასაც” უწოდებდნენ. XVII საუკუნის საბუთით დამოწმებული დირბის ეკლესიის სახელწოდებაა ,,კუბოს ღვთისმშობელი”, რაც უნდა უკავშირდებოდეს ,,ღმრთისმშობლის ამაღლების” აქ წარმოდგენილ უიშვიათეს გამოსახულებას, სადაც საგანგებოდაა დედა ღმრთისას ღია და ცარიელი ქვის კუბო წარმოდგენილი.

ეკლესიაში  ,,მიდგომილი ღმრთისმშობლის” ხატთან ვილოცეთ. მონაზონთა თხოვნით არ გადავიღეთ სურათები ამ უნიკალური ფრესკის. თუ გაინტერესებთ ეს ფრესკა, გირჩევთ ინტერნეტში მოიძიოთ, სასურველია ამ ეკლესიის ნახვა, სადაც საშუალება გექნებათ შეიძინოთ ხატები და გაავრცელოთ სრულიად საქართველოში. ასევე  ამ  მონასტერში მზადდება სამკურნალო მალამოები. სოფელი დირბი ცნობილია ასევე წითელი ღვინით, რომელსაც “დირბულა” ჰქვია.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: