RSS Feed

სხვილო (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)


მესამე გაჩერება: სხვილოს ციხე

კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალას მახლობლად ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ველს გადმოჰყურებს ციხესიმაგრე სხვილო ანუ ცხვილო. 

სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი პირველად მატიანეში X საუკუნეშია მოხსენიებული. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ჰყავს დაჩი და ივანე სხვილოსელნი.  

XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენციაა. XVII საუკუნიდან კი სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება. ამ განზრახვის შესრულება დაევალა ზურაბ ერისთავს. იგი შეიპარა ციხეში, მოჰკლა სიმონ II და მისი მოკვეთილი თავი მეფეს მიართვა.
როსტომმა, გამეფების შემდეგ (1632 წ.), მოინდომა თეიმურაზი-ის მომხრეების, კერძოდ იოთამ ამილახვრის, გადმობირება. რადგან საწადელს ნებით ვერ მიაღწია, განრისხებულმა მეფემ 1636 წელს ციხე იერიშით აიღო. ამ ბრძოლებში სხვილოს ციხე-დარბაზი ძალზე დაზიანდა.

სხვილოს ციხე-დარბაზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII საუკუნეში ლეკების, ოსმალებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ გივი ამილახვრის ბრძოლების დროს. 1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული ზემო ქართლელი თავადები გივი ამილახვრის მეთაურობით სხვილოს ციხეში გამაგრდნენ და აქედან შეუტიეს ქვემო ჭალაში დაბანაკებულ მტერს, რომელსაც იმამ-კული ჰანი სარდლობდა, და უკუაგდეს იგი.

ციხე ქედის ქანობზე დგას. მშენებელს არ უცდია ნიადაგის მოსწორება. კედლების სიმაღლე ზოგან ათ მეტრს აღწევს, სისქე კი – ორ მეტრს. მაშინდელი ტექნიკისათვის ასეთი კედლების აგება საკმაო სიძნელეს წარმოადგენდა.

ციხე-დარბაზის შიდა ტერიტორია დაყოფილია კედლებით და თითოეულში, ძალიან მჭიდროდ, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია ჩადგმული. აქ არის ეკლესიის, წყალსაცავის, ბეღლის, საცხოვრებელი სახლების და სხვათა ნანგრევები. 

ციხის ეზოში ეკლესია უნდა მდგარიყო. ეზო გაყოფილი იყო ორ არათანაბარ ნაწილად. ამ მცირე ზომის ეკლესიისათვის შემდეგში, როდესაც ხალხის რიცხვი გაზრდილა, მეორე ეკლესია დაუშენებიათ. ასეთი გადაწყვეტა სივიწროვით იყო გამოწვეული, საერთოდ კი ორსართულიანი ეკლესიები იშვიათად გვხვდება.

ეკლესიის დასავლეთით, ციხის კედელთან, დგას დიდი ზომის წყალსაცავი. წყალი კერამიკული მილებით მოჰყავდათ საკმაო შორი მანძილიდან.

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

One response »

  1. ძალიან ვისიამოვნე სურათებით, მადლობა პოსტისთვის.😉

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: