RSS Feed

წილკანი (წილკანი, სამთავისი, სხვილო, ბრეთი და დირბი)


პირველი გაჩერება: ილკანი 

მცხეთიდან 13 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, არის სოფელი წილკანი. ჩვენ (facebook-ის მეგობრები) 31 მარტს წავედით ეკლესიების მოსალოცად. წილკანში, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში V_VI საუკუნეების მიჯნაზე, დიდი სამნავიანი ბაზილიკა ააგეს . ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. VI საუკუნის II ნახევარში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე წილკნელი განაგებდა, რომელიც ამავე ტაძარშია დასაფლავებული. 

დღევანდელი ტაძარი ცენტრ-გუმბათოვანი ნაგებობაა (28X24 მ). ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული. ტაძარს კარიბჭეები სამხრეთითა და დასავლეთით  აქვს, მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა.

XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში: ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთავრული წარწერაა. ცენტრალურ წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია;. შემდეგ რეგისტრში, გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმი.

წილკნის ტაძარი და მისი სამწყემსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერა იყო. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა.

ტაძარი 1988 წლამდე დახურული იყო, მსახურება აღსდგა მეუფე ზოსიმეს ლოცვა კურთხევითა და დიდ შრომით. 1994 წელს ტაძრის ეზოში აშენდა საეპისკოპოსო რეზიდენცია, ამავე პერიოდში ხელახლა გადაიხურა ტაძარი თუნუქის სახურავით.

წილკანში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, რომელსაც დიდი მადლი აქვს და ბევრი სასწაულის აღმსრულებელია. 52785b582b2fსაეკლესიო გადმოცემის თანახმად ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან. ამბობენ ეს ხატი დაწერილია მაცხოვრის აკვნის ფიცარზე. ხატს სასწაულმოქმედი უწოდეს და 1962 წლიდან საქართველოს მუზეუმის განძ საცავში ინახება.

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

2 responses »

  1. ძალიან კარგია… მიხარია, რომ ასეთი კარგი ფოტოები გამოვიდა🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: