RSS Feed

მიყვარხარ ძლიერ . . . ძლიერ . . .


შანდორ პეტეფი (Sándor Petöfi)  1823-1849

უნგრელი პოეტი,  რევოლუცოინერი-დემოკრატი, უნგრული რევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

აი ყველაზე გავრცელებული ლექსი:😉

   მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ…

რაც გადის დრო და ხანი,

მე უფრო მეტად მიყვარს

შენი პატარა ტანი…

შენი შავი თმის ბუჩქი,

ეგ თეთრი შუბლის სერი,

თვალები გიშრისფერი,

ლოყები ვარდისფერი,

შენი თითები მიყვარს,

ორი პატარა თათი,

ო, იცი, როგორ მიყვარს

ოდნავ შეხებაც მათი,

ო, იცი, როგორ მიყვარს

გამოუთქმელი ენით?-

შენი გრძნობების სიღრმე,

სულის სიმაღლე შენი…

მე დარდიც მიყვარს შენი,

შენი ღიმილიც ფართო,

მე ცრემლიც მიყვარს შენი,

შენი კისკისიც მართობს,

მე შუქი მიყვარს შენი,

რა არის მისი ფასი!

მე ჩრდილიც მიყვარს შენი,

მზის დაბნელების მსგავსი…

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ…

მწვავს შენი ტრფობის ალი,

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ…

მთელი გრძნობით და ძალით…

მთელი სამყარო ვრცელი

შენით არსებობს ჩემთვის,

რაზეც კი ვფიქრობ, ყველა

ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის..

ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,

ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,

გულის ძგერის ხმა მესმის-

შენი ხმა არის ისიც..

შენთვის მივწვდები მწვერვალს,

დიდების ყველა მნათობს,

დიდებას დავთმობ შენთვის,

შენთვის მწვერვალებს დავთმობ…

შენი ოცნებით ვხარობ,

შენს დარდს ვატარებ დარდად,

მე სხვა სურვილი არ მაქვს,

შენი სურვილის გარდა,

მსხვერპლი ყველაზე დიდი

მე მეჩვენება მცირედ,

რადგან შენ გსურდა იგი,

რადგან შენ შემოგწირე.

შენს მცირეოდენ წყენას,

სულ უმნიშვნელო წვრილმანს

სდევს ჩემი სევდა დიდი,

ჩემი ცრემლების წვიმა…

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,

მიყვარხარ ცხადად, მალვით,

როგორც არასდროს არვინ

არ ჰყვარებია არვის…

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

9 responses »

  1. amas chemi bichi kixtulobss,,ragac gasaocarad,aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaw

    Reply
    • ბედნიერებაა დედისთვის . მეც მინდა ჩემმა შვილმა შეიყვაროს პოეზია, ეხლა ველოდები ბაიას და იმედია დედას არ აწყენინებს😉

      Reply
      • uih,kargia,magram me sheyvarebuli vigulisxme:)

      • სიყვარული ხომ ერთადერთი ძალაა რაც ბრძოლის და წინსვლის სურვილს გვმატებს, მე უზომოდ შეყვარებული ვარ ჩემს მეუღლეზე, რომელიც დღესაც კარგი შეყვარებულია, მინდა ერთხელ კიდე ვუთხრა: ” გოჭი ” მადლობა ღმერთს რომ ჩემი ხარ, შენს გამო მინდა კარგი ვიყო

      • ბედნიერ დედობას გისურვებთ !!!

      • გაიხარე :* მადლობა ჩემო კარგო. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს

  2. რა კარგიააა,,იმედია ჩემ ბიჭს მეც ვეტყვი მასეთ სიტყვებსს ………….

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: