RSS Feed

უცნობი ქალის წერილი


     ძალიან პატარა ვიყავი როცა წავიკითხე ცვაიგის  “უცნობი ქალის წერილი”  დასასვენებლად ვიყავი იმერეთში და ასე ჩამივარდა ხელში ეს დაუვიწყარი წიგნი, გარეკანიც  კი არ ჰქონდა, ვკითხულობდი და მეგონა რომ მწერალი ქალი იყო, მხოლოდ ქალს შეუძლია ასე ლამაზად გადმოსცეს  გრძნობები, აღწეროს ბუნება და ილაპარაკოს სიყვარულზე . წიგნი რომ დავასრულე წავიკითხე ბოლო ფურცელზე ავტორის სახელი და გვარი.  გაოცებისგან  “პირი დავაღე” :) 

  გამიკვირდა როგორ მოახერხა დეტალებში შეესწავლა ქალების ფსიქოლოგია მამაკაცს, რომელიც  ასე კარგად გადმოსცემს ქალის გრძნობებს. 

მას მერე შემიყვარდა ცვაიგი და ყველა მისი  მოთხრობა წავიკითხე 

  ქალების მწერალიაო ამბობენ. შეიძლება მართალიცაა. მამაკაცებს ვურჩევ წაიკითხონ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ეს წიგნი დაეხმარება მათ გაიგონ ქალის ფსიქოლოგია და  სახელმძღვანელოდ გამოიყენონ მანდილოსნებთან დაკავშირებით  ;)

.. ახლა შენ იცი, არა, მხოლოდ ხვდები, როგორ ძლიერ მყვარებიხარ! მაგრამ ეს სიყვარული ტვირთად არ დაგწოლია. არ მომისაკლისებ – და ეს მამშვიდებს. არაფერი არ შეიცვლება შენს ლამაზ, ნათელ ცხოვრებაში. ჩემი სიკვდილით ჩირქს არ მოგცხებ … ეს, მხოლოდ ეს მამშვიდებს, ჩემო საყვარელო! … “

.. იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც.”

..სიკვდილი აღარ მიმძიმს, რადგან შენ ამას შორიდან არ გრძნობ. ჩემს სიკვდილს შენთვის ტკივილი, რომ მოეყენებინა, ალბათ სიკვდილსაც ვერ შევძლებდი … “

.. ვიცი რასაც ვამბობ, ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბებაა, ბავშვური სისულელეა. კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა, მაგრამ მე არა მრცხვენია: ჩემი სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ასე წმინდა და მხურვალე როგორც იმხანად, ბავშვურ ოცნებათა წლებში.”

. . ორი თვის განმავლობაში ფოსტას ყოველდღე ვაკითხავდი…მაგრამ რა საჭიროა გაგიცხადო ლოდინითა და სასოწარკვეთილებით გამოწვეული ჯოჯოხეთური ტანჯვა?არ გადანაშაულებ,მიყვარხარ ისეთი,როგორიც ხარ,მგზნებარე და გულმავიწყი,გართობის მოყვარე და ორგული,მიყვარხარ ისეთი,მხოლოდ ისეთი,როგორიც იყავი და დღემდე დარჩი.უკვე დიდი ხანი იყო დაბრუნდი,ეს შენი განათებული ფანჯრებით შევიტყვე,მაგრამ წერილი არ მომწერე.ჩემი სიცოცხლის უკანსაკნელ წუთებში არა მაქვს შენი არც ერთი სტრიქონი,არც ერთი ბწკარი იმ ადამიანისაგან,ვისაც სიცოცხლე მივუძღვენი!ვიცდიდი და ვიცდიდი სასოწარკვეთილი,მაგრამ მაინც არ დამიძახე,არ მომწერე არც ერთი სტრიქონი…არც ერთი სტრიქონი…

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

7 responses »

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: