RSS Feed

რიო-პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი – პაულო კოელიო


… ცხოვრებამ ახალგაზრდა ქალბატონს თავისი კვალი დაამჩნია, გააძლიერა და საკუთარი გრძნობების მართვა ასწავლა. მამაკაცმა კი რელიგიისკენ მავალი გზა აირჩია და სულიერადაც და ფიზიკურადაც ბევრად მომხიბლავი გახდა.

ისინი ერთად მიემგზავრებიან. ამ მოგზაურობას ართულებს წარსულში დაფარული დანაშაულის გამოაშკარავება და გულისწყრომა. საბედნიეროდ, რიო-პიედრას ნაპირთან, პატარა სოფელში, ისინი პოულობენ გზას ერთმანეთისკენ. მათი განსაკუთრებული ურთიერთობა კი ისევე სასიამოვნოდ იკითხება, როგორც პაულო კოელიოს სხვა ბესტსელერები.
ციტატები:
“ჯობია, შენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო, რა იყო ამის მიზეზი…”
“თუკი თავს გამოვუტყდებით, რომ უფალმა ბედნიერებისათვის გაგვაჩინა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, ყველაფერი, რასაც ნაღველისა და დამცირებისაკენ მივყავართ – ჩვენი ბრალია…”
“სხვა– ეს ის ადამიანია ჩვენში, როგორსაც გვზრდიდნენ, როგორიც უნდოდათ რომ ვყოფილიყავით და არა ის, როგორიც ვართ სინამდვილეში. ეს “სხვა” ჩვენში დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს შავი დღისთვის უნდა შეეგროვებინა ფული , ამიტომ მთელი სიცოცხლე იკლებდა ყველაფერს, ფულს აგროვებდა, რათა ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში, მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი ხელიდან გაუსხლტა და ფული უკვე აღარაფერში ჭირდებოდა”…

”ოცნებები თავისით არ სრულდება”

”ბრძენი იმიტომ არის ბრძენი, რომ უყვარს. სულელი კი იმიტომ არის სულელი, რომ ჰგონია, უნარი შესწევს, ჩასწვდეს სიყვარულს”

”სიყვარული მარადიულია! მხოლოდ შეყვარებულები იცვლებიან.”

“ჭეშმარიტება მხოლოდ იქ არის,სადაც რწმენაა”
ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: