RSS Feed

გოგრის სადილი


გოგრა გემრიელია, ლამაზია, ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი… გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები.

გოგრის სადილი (4 ულუფა)

საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50 გ ბრინჯი, 500 გ ვაშლი და ქლიავი, 2-3 ხახვი, 100 გ ნაღების კარაქი, მარილი – გემოვნებით, ზეთისხილი და მწვანილი – მოსართავად.

მწიფე გოგრას მოვხადოთ “სახურავი” (მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით ამოვუღოთ თესლი და რბილობის ნაწილი. კარაქი გავჭრათ ოთხად. წიწილები გავასუფთაოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაშროთ, დავაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქის მეოთხედში შეწითლებამდე. ხახვი გავარჩიოთ, დავჭრათ და მეორე ტაფაზე კარაქის მეოთხედში მოვშუშოთ. ვაშლს ამოვაჭრათ გული, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მოვხარშოთ ბრინჯი, შევურიოთ მოშუშულ ხახვს და გოგრაში ჩავდოთ. შემდეგ ჩავაწყოთ წიწილის ნაჭრები და ამოვავსოთ ვაშლითა და ქლიავით. დავადოთ ზემოდან კარაქის მეოთხედი, დავახუროთ მოჭრილი ნაწილი, დავამაგროთ ხის ჩხირებით, გოგრას მოვუსვათ დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში 2-3 საათით 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ გადავიღოთ ლანგარზე, თავი მოვხადოთ და სუფრასთან მივიტანოთ. 

ხილის ფლავი გოგრაში:
შემადგენლობა:
1 ცალი 5-6კგ-იანი გოგრა;
3 ჭიქა ბრინჯი;
3 ცალი დიდი ზომის ვაშლი:
200 გ. ქიშმიში;
200 გ. შავი ქლიავის ჩირი:
200 გ. გარგარის ჩირი;
1 ს/კ შაქარი;
75 გ. კარაქი;
2 ს/კ ზეთი;
მარილი გემოვნებით.

მომზადება:

1.გოგრა გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწი, აკურატულად ამოჭერით შიგთავსი. რბილობი დასერეთ.

2. გოგრაში ჩაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ მოჭრილი თავი და გააჩერეთ წყლის გაგრილებამდე.

3. ვაშლი დაჭერით ოთხად, ამოჭერით გული. რბილობი კიდევ დაჭერით. ქიშმიში, შავი ქლიავის და გარგარის ჩირი კარგად გარეცხეთ თბილ წყალში. აურიეთ ჯამში ვაშლთან ერთად. მოაყარეთ შაქარი და კიდევ მოურიეთ.

4. ბრინჯი გარეცხეთ ცოტა წყალში. გაყავით სამ ნაწილად.

გოგრის ფსკერზე დააწყვეთ ბრინჯი, შემდეგ ხილის ნახევარი, ისევ მოაყარეთ ბრინჯი და დარჩენილი ხილი. ზემოდან მოაყარეთ ბრინჯი.

5. კარაქი გაადნეთ, შეურიეთ ცოტა მარილი და ჩაასხით ეს მასა გოგრაში. (არსებული წყალი წინასწარ გადმოღვარეთ), შემდეგ ხელახლა შეავსეთ წყლით ისე, რომ დაიფაროს ბრინჯის ზედა ფენა.

6. გაახურეთ აერღუმელი 180 გრადუსზე, გოგრას გარედან წაუსვით ზეთი, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 1, 30 წთ.

მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე მოაშორეთ ფოლგა და დაახურეთ  გოგრის მოჭრილი   თავი.

სუფრასთან მიტანამდე კარგად აურიეთ ბრინჯი, ხილი და გოგრის რბილობი.  

ნ.შ

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: