RSS Feed

გერგეტის სამება


2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

წელს მინდოდა სიყვარულითა და სიხარულით სავსე გულით ვხლებოდი  ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს.

ლოცვით, ჩურჩულით ვეფერებოდი და შევთხოვდი  ჩემი სიყვარული დაეფარა და დაელოცა, კურთხევასა და დახმარებას ვთხოვდი, რადგან მიმაჩნია როცა გაქვს, მოიპოვე და დაგასაჩუქრეს, უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდე, ილოცო უფლის წინაშე შენი სიყვარულისთვის,  გეშინოდეს, და ძლიერდებოდე რწმენაში, სიყვარულში , სიკეთეში, შრომაში, ლოცვაში  . . .

წელს მეგონა ვერ მოვახერხებდი წასვლას, არავინ არ მეგულებოდა თბილისში მეგობართაგან ვინც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. ბოლოს როგორც იქნა გადაწყდა: ეკა, თიკო და მე  დილის 8 საათზე აღმოვჩნდით კომფორტულ “მარშუტკაში” ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე. პირველი გაჩერება ანანურის ციხესიმაგრე და ულამაზესი ხედები, შემდეგ მჟავე წყლები და გუდაური, შემდეგ ყაზბეგი. ქალაქიდან კი  ფეხით დავადექით წმინდა სამებისკენ მიმავალ გზას, დროდადრო “ხევის პატარძალს” ავხედავდით, გამოჩნდა თუ არა ბოლომდე რომ სურათები გადაგვეღო და მწვანე მინდორზე შესასვენებლად ჩამომჯდარნი ღრმად შევისუნთქავდით სუფთა ჰაერს. სიტყვით შეუძლებელია გადმოვცე ის განცდები რაც გვქონდა ამიტომ რამდენიმე ფოტოს დავდებ და გისურვებთ მომავალ წელს თქვენც განიცადოთ აღმაფრენა, სიხარული, ბედნიერება და თუ გულით ილოცებთ აუცილებლად მოგეცემათ, ჯერ შეიყვარე უფალი შენში, მერე შენი თავი და მერე აუცილებლად შეგიყვარებს სხვაც, ან ის ვისაც გინდათ რომ უყვარდეთ.

წაიკითხეთ ხევში  გავრცელებული თქმულებები გერგეტის სამების შესახებ:

ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი – ცხენით თუ ფეხით – ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტელები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს,  შემწე იყოს უფალი !

ნ.შ  17/07/2011

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

3 responses »

  1. საოცარია გერგეთი

    Reply
    • კი ნამდვილად!!! ბედნიერი ვარ რომ ვნახე ეს საოცრება, მინდა კვლავ მოვინახულო.🙂 ეხლა ბაიას ველოდები და ალბათ ჩემს მეუღლესთან და პატარასთან ერთად რათა მადლობა გადავუხადო უფალს იმისთვის რაც მიბოძა , მადლობა უფალს!!! ადამიანებო გაიხარეთ ყოველი მოცემული დღით , იბედნიერეთ :*

      Reply
      • მე მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, შარშან ვიყავი და როცა მახსენდება , კიდევ უფრო მიჩნდება სურვილი იქ წასვლის 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: