RSS Feed

სკვნილი


სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს – პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას.

სკვნილი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს, უმთავრესად კი იესოს ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“) რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს.

დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს – სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად.

საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა.სკვნილით თამაში  არ შეიძლება .

სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა.

ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 1, 2004 წ.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: