RSS Feed

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა


         ყველა პატარას ვულოცავ დღევანდელ დღეს!  

        ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად, 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.

           საქართველოში დიდ ყურადღებას არ აქცევენ ამ დღეს. დღევანდელი დღე ერთი დიდი და საყოველთაო ზეიმი უნდა იყოს. უნდა ხდებოდეს ბავშვების წახალისება , განსაკუთრებით ობოლთა და უპატრონო ბავშვთა გამხნევება და მოფერება. 

        მე რომ დედა გავხდები ჩემს შვილებთან ერთად გავაკეთებ ბევრ კეთილ საქმეს!  მოვინახულებთ ობოლთა თავშესაფარს, ვისეირნებთ პარკებში და ატრაქციონებზე დავპატიჯებთ პატარებს.

        ნეტავ რატომ არ არის დასვენების დღედ გამოცხადებული 1ივნისი? მაშინ ხომ შევძლებდით ქალაქში გასვლას და სულ მცირე ნაყინებით ან ბუშტებით დავასაჩუქრებდით ბავშვებს.

       მსოფლიოს ბავშვებს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს და ჩემს პატარა ქართველებს ვულოცავ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ ლამაზ, უზრუნველ და ნათელ მომავალს, ჯანმრთელობასა და სიხარულს!

ნ.შ

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: