RSS Feed

გზა ლომისის წმ.გიორიგის ეკლესიისკენ


                         მეორედ ვიყავი ამ გზაზე.  პირველად უფრო ძნელად გასავლელი მომეჩვენა (2008წ), მაგრამ არც მაშინ და არც ეხლა არ მტოვებდა აღმაფრენის და ბედნიერების განცდა.  მეგობრებთან  ერთად გამთენიისას დავადექით გზას ეკლესიისკენ.  წელს მომეჩვენა რომ უფრო გამრავლებულა მომლოცველთა რიცხვი. (გვამრავლოს უფალმა!) ერთმანეთს ვლოცავდით და ვამხნევებდით გზადაგზა.       მე ჩემი ბლოგის ”სხვადასხვა” კატეგორიაში მოგილოცეთ ეს მნიშვნელოვანი დღე, 

https://nanuca.wordpress.com/2011/06/16/%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1/

აქ კი მინდა განიცადოთ ის რაც მე განვიცადე: სულის აღმაფრენა, სიხარული, ბედნიერება, უფლის სიყვარული . . .

შეიძლება ფოტოები დიდი ვერაფერია (ჩვენი გადაღებული) მაგრამ ვცადე თქვენთვის გადმომეცა ის სილამაზე რომელიც  მლეთაში ვიხილეთ.

          P.S  ეკლესიის შესასვლელში დიდი ხმაური და უწესრიგობა იყო, მაგრამ სულაც არ შევწუხებულვარ და არც სხვა განმიკითხავს ხმაურისა და აურზაურის გამო. პირიქით, მიხაროდა და სხვებსაც ჩუმად ვეუბნებოდი, ნახევრად სუნთქვაშეკრული, ძალიან კარგია რომ ეკლესიაში შესვლისთვის ვეჭიდავებით ერთმანეთს და  მადლის მიღებისთვის ვდგავართ ამ რიგში დაღლილები და სიხარულით აღვსილნი. 

  

                        ლომისას სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მთიულეთში, დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით 18 კმ–ში (პირდაპირი მანძილი) მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ზე ქედზე.

                         ლომისის დღესასწაული აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართება. ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების ქვეყანაში, ხარის კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.

 ნ.შ 2010

 

 

 

Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

3 responses »

  1. პირველად შარშან ვიყავი ამ საოცარი ადგილის მოსალოცად მაშინ ძალიან რთული მომეჩვენა იქ ასვლა, თან უკანა გზაზე საშინელ წვიმაში მოვყვევით და საერთოდ იმედი არ მქონდა თუ ოდესმე ცოცხალ არსებას დავინახავდი, მაგრამ მაშინვე ვთქვი,ამიერიდან ყოველ წელს ვივლი აქ და მოვილოცავ ამ წმინდა ადგილს, უფლის წყალობით თუ რამე სერიოზული მიზეზი არ მექნებათქო, წელსაც დიდი სიხარულით და დიდი რწმენით ავედი, მართლაც სასწაულმოქმედი ადგილია, საკუთარ თავზე გამოვცადე … მიხარია რომ მართლაც მრავლდება მომლოცველთა რაოდენობა , ღმერთმა გვამრავლოს

    Reply
    • ძალიან მიხარია ჩემო კარგო ასეთი კარგი ადამიანები რომ სტუმრობენ ჩემს ბლოგს. გაგახაროს უფალმა და არ მოგაკლდეს მისი მადლი შენ და შენს ოჯახს.

      Reply
  2. აუ წელს მეც ვიყავი, ლომისობაზე. ძაან მაგარი ადგილია.ფარავდეს მისი მადლი შენი ბლოგის ყველა კარგ მკითხველს.:)
    მართლაა თუ სურვილი გექნება ლექსების ჩემს საიტზე გამოქვეყნების შემომეხმიანე.
    info@leqsebi.com

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: