RSS Feed

ლეგენდა ბურდულებზე


          

            ძალიან ბევრი ლეგენდა წამიკითხავს ლომისის წმ.გიორგის ეკლესიაზე , რომელიც მლეთაშია. ეს ერთ-ერთი ლეგენდაა. ლამაზი ამბავია ქართველების, მთიულების შესახებ და წაიკითხეთ ჩემო კარგებო!

ლომისის წმ.გიორგი გარავდეთ!

           დაგვეცნენ ჩვენ ოსები წარსულში. იკრიბებოდნენ ჯგუფებად და ეცემოდნენ სოფლებს. დღეს – სოფელ არახვეთს, ხვალ მლეთას, ზეგ – სეთურებს… სადაც მივიდოდნენ ისინი, მოითხოვდნენ დაეკლათ მათთვის თეთრი ხარი, მოეხარშათ ძვლებისგან ნახარში, ესვათ ლუდი, მოითხოვდნენ მოეყვანათ მათთვის გოგონა ანდა ახალგაზრდა ქალი, ღამით გასართობად, ყოველივე ეს მათთვის ჩვეულებრივი წესი იყო.

დადგა ბურდულების ჯერი. კოშკი  ჰქონიათ მაღალი. ბურდულები ყოფილან ცხრა ძმა და ჰყოლიათ ერთი და. ტირილი დაუწყია ამ გოგოს  „პატივს ამხდიან ველურები, სად გამოვყო თავი, სულ ერთია თავს არ ვიცოცხლებო. ცხრა ძმავე გავწყდებით, მაგრამ ჩვენს დას არავის შევურაწყოფინებთო”. დაიწყეს ორმოების ამოქოლვა, რომელიც სახლის ძირში იმყოფებოდა. დაკლეს ხარი და გაუმართეს ოსებს ნადიმი. ამ დროს მოითხოვეს ოსებმა „მართებული“… -“დაისვენეთ ცოტა, გოგოს რცხვენია და როცა მობრუნდება, მაშინვე შემოვიყვანთ თქვენთანო“. წამოწვნენ მთვრალი ოსები და ჩაეძინათ გოგოს მალოდინში. ამ დროს ჩაჭრეს ძმებმა ის თოკები და ოსები ამოქოლილ ორმოში ჩაიყარნენ. დაეცნენ მათ ცხრავე ძმა ხანჯლებით. როცა გაიგეს ეს ამბავი დანარჩენმა მთიულებმა ძალიან დაღონდნენ, შეშინდნენ და ბურდულებზე გაჯავრდნენ.

-“ახლა რა ვქნათ ჩვენ? მოვა მტრის ჯარი და ცეცხლს მისცემენ მთელ ჩვენ კუთხესო”.

ბურდულები ჩაიკეტნენ თავის კოშკში. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ერთი ჭკვიანი კაცი, რომელმაც უთხრა მთიულებს: – მივცეთ დრო ბურდულ ძმებს, რადგან ეს ყოველივე მათ ჩაიდინეს, თვითონვე მოიგონებენ რამესო. შემდეგ ორი მთიული (მათ შორის ერთ-ერთი ყოფილა გვარად მიდელაური) ჩოხის დაშვებული ბოლოებით, როგორც მთაშია მიღებული გაემართა ბურდულთა კოშკისაკენ მოსალაპარაკებლად.

„ჩვენ ჩხუბისთვის არ მოვსულვართ, მოლაპარაკება გვინდა“- აუხსნეს მისულებმა. კოშკიდან კი ძმებმა გადმოსძახეს: „დაგვეხმარეთ ჩვენ, მოიქეცით ჩვენნაირად და სამუდამოთ განვთავისუფლდებით მტრისაგან“. სოფელ საყურიანთის ზევით, დიდველის ვაკეზე, ერთობლივათ გათხარეს თხრილი, გადეს სარები, დაალაგეს მასზე წვრილი ტოტებისგან დაწნილი სალტეები, დაყარეს მასზე ბალახი და კარგად დატკეპნეს. (ეს თხრილები ეხლაც შესამჩნევია) მალევე შეიტყვეს ოსებმა თავიანთი თანამოძმეების დაღუპვის ამბავი და დაიწყეს შეკრება. ოსეთში იკრიბება ჯარი, მათ ხელმძღვანელობს სალმი.

„გადავიდეთ მთიულეთში და ნაღვარევს დავესხათ თავს“, და გამოვაყოლოთ გოგოები და ქალები“ -სალმის მივართვათ ძღვნად. მთელი მთიულეთი შეიკრიბა დიდველის ვაკეზე. ელოდებიან მტერს, რათა შეებრძოლონ მათ. მოვიდნენ ოსები და შენიშნეს მთიულების ჯარი. ოსებმა ცხენიანად იწყეს მთიულთა მიერ გათხრილ თხრილში ჩავარდნა- უმეტესი მათგანი დაიღუპა. შეიკრიბა მთიულეთის ჯარი, რკინის ჯაჭვით შეიმოსა ტანი და შვიდი ათასი ოსიდან – შვიდი კაციღა გადაურჩა სიკვდილს. 

როგორ დაესაჩუქრებინათ ბურდული ძმები, რომელთა მეთაურობითაც გაანთავისუფლეს კუთხე მტრის ბატონობისაგან?  ბურდულებმა თვითონვე მოითხოვეს: – „დაე, ჩვენ ვიქნებით წმინდა ლომისის მომსახურე ხალხი, დაე, ჩვენგან აირჩეს ყოველთვის დეკანოზი“. ( და ეს წესი დღესაც ასეა და დღესასწაულებზე დაკლული შესაწირის წილი მათ ეკუთვნის). ამით დააჯილდოვეს ბურდულები სამუდამოთ. ასევე მიანიჭეს მათ ჰეროვანობა. გადაწყვიტეს: მათი პრივილეგია „ქალი უშურველი, სუფრა უწევარი“. ადამიანს ბურდულის გვარიდან დაუპატიჟებლად შეეძლო ნებისმიერ სუფრაზე მისვლა და მათთვის ქალი რომ არ მიეთხოვებინათ შეუძლებელი იყო . ბურდულებისთვის უარი არ შეიძლებოდა, მალევე უნდა მიეცათ მათთვის თანხმობა. ხმამაღლა ჟღერდა ბურდულის გვარი მთიულეთში. „შესაწირი ცხვარი იქნებოდა თუ მამალი ძროხა მათ ეძახდნენ. თუ არა ბურდული შესაწირის დაკვლა არ შეეძლო არავის“.

სანდრო ბურდულის ნაამბობი (მანგლისიდან) :  მთიულებმა ოსებზე გამარჯვების წლისთავი იზეიმეს, გაიმართა ლხინი, ბურდული ძმები ფერხულში ჩაებნენ. პატივისცემის ნიშნად – მხრებზე სხვა გვარის წარმომადგენლები დაიყენეს, თან შესძახეს: „თქვენ, რომ არ დაგვხმარებოდით, ჩვენ ვერას გავხდებოდითო“. (ასეთი თავმდაბლობით გვეკეთებინოს კეთილი საქმე).  

მასალა მომზადდა მამუკა ბურდულის მიერ

http://lomisasi.jimdo.com/

ნ.შ

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

6 responses »

  1. ტექსტი მთიულური კილოკავით არის დაწერილი და გასწორებაც არ სჭირდება

    Reply
  2. ჰო, მართლა, ის სიმბოლო კი: 9 ყვითელი ვარსკვლავი და 1 თეთრი-ეს ახალი ღერბის ნაწილია, რომელიც ესეც იტალიელმა ჰერალდიკოსმა ჩემთვის შექმნა-მე კი ბურდულებს ვაჩუქე
    http://u.jimdo.com/www29/o/s4496e283d4553f7d/emotion/crop/?t=1269381487

    Reply
  3. (ასეთი თავმდაბლობით გვეკეთებინოს კეთილი საქმე). მადლობა, ნანუკა.

    Reply
    • ყოველი შეცდომა გამოსწორებადია და ყოველი შენიშვნა მისაღები ჩემო კარგო!

      Reply
  4. wiklaurebze tu icit rame istoria an 17-18 saukunshi aragvis kheobidan tanis kheobashi gadasakhlebul mtiulebze?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: