RSS Feed

23.05.2010 სულთმოფენობაა, გილოცავთ!


ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებულ ნუგეშისმცემელის – სულიწმინდას მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებმაც აქამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე ათორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ; ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმინდის მოწვევის ლოცვას; „ მეუფეო ზეცათაო“….

სულთმოფენობის დღესასწაულზე მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით, შუაში დამაგრებული ანთებული სანთლებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის, ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვენეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვენესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: