RSS Feed

თანამედროვე წმინდანები – სქემარქიმანდრიტი ვიტალი


 

სქემარქიმანდრიტი ვიტალი თანამედროვე წმინდანია. მის საფლაცზე ბევრი გაჭირვებული მიდის დახმარებისთვის. შენც მიდი ჩემო მეგობარო და დაგეხმარება. სიცოცხლეში  მამა ვიტალი ხშირად ამბობდა: „როდესაც მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს, მე დაგეხმარებით”.

„მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!” – უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალის სიყვარული მისი ზეციურ იერუსალიმში წასვლის შემდეგ კვლავ ჩვენთანაა, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, „სიყვარული არასადა დავარდების!” (1 კორ. 13, 8).

სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: “ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც” მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენ საშოშია”. რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა…
გარდაიცვალა 1992 წელს,
დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.



საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.

მამა ვიტალის სწავლებებიდან:

საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ, საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა, ჩვენ კი მას ვემორჩილებით, საჭიროა შევიძულოთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სიამენი, ჩვენ კი გვიყვარს იგი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ღვთის მცნებათა წინააღმდეგ მივდივართ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მძიმეა ყოფნა.

სიკვდილის, საშინელი სამსჯავროსი და ჯოჯოხეთის გახსენებით ჩვენ ღვთისმოშიშნი ვხდებით, ეს შიში აღვირივით გვაკავებს ღვთის მცნებათა გზაზე.

აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება.

ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს.

როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები.

როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული მხოლოდ იმიტომ, რო არ ვლოცულობთ.

თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას.

როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.

ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს.

თუ ლოცვის შემდეგ ჩაის დალევ ანდა შეჭამ, ხელახლა უნდა წაიკითხო ძილისწინა ლოცვა.

ეცადე წესიერად ილოცო დილით, საღამოს და ყოველ საქმეზე, თუნდაც ასე: “დამლოცე, უფალო. დიდება შენდა ღმერთო”. სხვა აზრების ნაცვლად თქვი: “ღმერთო, დამეხმარე, უფალო დამიფარე, უფალო განკურნე ჩემი სული და ხორცი. უფალო მასწავლე, შენი ნების აღსრულება”. ასე მოქცევისას შენ ისაუბრებ ღმერთთან, სწორედ ესაა ლოცვა. სხვა აზრები არ მიიღო ისინი ღვთისგან არ არის.

 

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

3 responses »

  1. წავშალე. არ ვიცოდი თუ არ იყო ხატი დაწერილი. თქვენ კი უფლებებზე რბილად ისაუბრეთ

    Reply
  2. მომწონს თქვენი ბლოგი🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: