RSS Feed

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა


           თბილისში ცხვოვრობდა ლამაზი გოგონა, სახელად ანასტასია, რომელსაც ბოროტი დედინაცვალი ჰყავდა. გოგონა მართლმადიდებლურად ცხოვრობდა და იქვე ახლოს, ეკლესიაში გალობდა. მისი გული ერთ ახალგაზრდა ოფიცერს ეკუთვნოდა. ერთხელაც, როდესაც ოფიცერმა ანასტასიას სახლში მოაკითხა, დედინაცვალმა მას საშინელი ტყუილი უთხრა. თავზარდაცემულმა ოფიცერმა იქვე, ეზოში თავი მოიკლა. სახლში დაბრუნებულმა ანასტასიამ  ეზოში ჩაიმუხლა და 63 წელი არ ამდგარა. მასთან ხშირად მოდიოდა ავადმყოფები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა ან მათთან შელოცვილ ვაშლებს ატანდა. როდესაც ანასტასია გარდაიცვალა, ჯდომისგან ხელები ფეხებზე ჰქონდა შეზრდილი. მისმა დისშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ ანასტასიას სხეული უნდა დაეჭრათ, რათა ის სასახლეში მოეთავსებინათ, თუმცა მან ამის ნება არ დართო და ზუსტად იმ ფორმის სასახლე შეუკვეთა, რა ფორმაშიც ანასტასია იჯდა. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. ამბობენ, რომ განსაკუთრებით სწყალობს იმ ადამიანებს, რომელთაც სიყვარულში პრობლემები აქვთ. ამის გამო მის საფლავზე ხშირად მიდის ახალგაზრდები და მას შემწეობას სთხოვენ. ინტერვიუ ერთ ქალბატონთან : ამბობდა, რომ მას პირად ურთიერთობებში პრობლემები ჰქონდა და ანასტასია დაეხმარა.

4 აპრილი, აღდგომა, კურიერ p.s. -ის სიუჟეტი

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: