RSS Feed

კახეთი/Kakheti


   გრემი
 
კახეთის რეგიონი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი რუსეთისგან გამოყოფილია კავკასიონის მაღალი ქედით. რეგიონის შუაგულში, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს გაცილებით დაბალი გომბორის ქედი. ამ ქედებს შორის მოთვასებულია ალაზნის ველი, რომელზეც მოედინება რეგიონის ორი მთავარი მდინარიდან ერთ-ერთი, ალაზანი.
 
 ბოდბე
 
გომბორის ქედის სამხრეთით მიედინება რეგიონის მეორე მთვარი მდინარე, იორი, რომელიც ასევე თითქმის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და ქმნის ივრის დაბლობს. ეს ორი ქედი, ორი მდინარე და ორი ველი განაპირობებს კახეთის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მახასიათებლებსა და პოტენციალს და განასხვავებს კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან.
  

 

კახეთის ტყის მასივის დაახლოებით 85% ფოთლოვანია, სადაც სჭარბობს წიფელი, მუხა, რცხილა. ალაზნის ხეობის ზედა მონაკვეთში ასევე გვხვდება ნეკერჩხალი, ვერხვი, მურყანი, წაბლი და ურთხმელი. საზოგადოდ, ტყეები გვხვდება ზღვის დონიდან 500-2000 მეტრის სიმაღლეზე, რის შემდეგაც იწყება ალპური ზონა.

ალავერდი

კახეთში ტენიან სუბტროპიკულსა და კონტინენტურს შორის გარდამავალი ჰავაა. რეგიონის კლიმატი განიცდის როგორც მშრალი შუააზიური, კასპიის ზღვის მშრალი ჰაერის მასების, ასევე დასავლეთიდან შავი ზღვის ტენიანი ჰაერის გავლენას. თუმცა, შავი ზღვიდან ტენიანი ჰაერის მასის შემოჭრას ხელს უშლის ლიხისა და მესხეთის ქედები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოსგან ჰყოფენ. ამის შედეგად, ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთში გაცილებით ნაკლებია (400-1 600 მმ), ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ყველაზე ნალექიანი პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო ყველაზე მშრალი პერიოდები კი შესაბამისად – ზამთარი და ზაფხული.

  
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით დაბლობ ზონებში, ზაფხული ცხელია, ხოლო ზამთარი სუსხიანი. სიმაღლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატზე. 1500 მ-ზე მაღლა შედარებით გრილი ზაფხულია, ხოლო 2000 მეტრზე მაღლა კი ზოგჯერ ზაფხულის თვეებშიც კი იცის ყინვა.
  
გურჯაანი
ომალო თუშეთი

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: