RSS Feed

სვანეთი (ნაწ1)- Svaneti


სვანეთის ქედი

საქართველოს ულამაზესი კუთხე

საქართველო მდებარეობს მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და მცირე (სამხრეთ) კავკასიონის მთიანეთში. ეს ორი მთიანი მასივი ერთმანეთს უერთდება რადიალურად ორიენტირებული სურამის ქედით, რომელიც საქართველოს ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. კავკასიონის ყველაზე მაღალი და მკაცრი 700 კმ-იანი უბანი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. მას ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი უკავია, ხოლო საშუალო სიმაღლე 3520 მეტრს აღწევს.შიხრას ველი

შხარას მყინვარი

თეთნულდი

თეთნულდის მყინვარი

უშბა

უშბა დასავლეთიდან

დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე – სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე. პირველი – ზემო სვანეთი, ადმინისტრაციულად მესტიის რაიონითაა წარმოდგენილი, მეორე – ქვემო სვანეთი – ლენტეხის რაიონით.

სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).

სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური – 5068 (შხარა), მინიმალური – 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა – ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.

კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია, საშუალო სიმაღლე 2630 მ.

კავკასიონი

კავკასიონის მთიანი მასივი გადაჭიმულია 1300 კმ-ზე ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონამდე. მის მთავარ და გვერდით ქედებზე ასეულობით თოვლ-ყინულოვანი მწვერვალი და უღელტეხილია. ამ მწვერვალთაგან თხუთმეტი სიმაღლით აღემატება ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანს (4810 მ), ექვსი მათგანი კი ხუთიათასიანია:

  • იალბუზი (5642),
  • შხარა (5068),
  • დიხთაუ (5200),
  • ჯანღა (5059),
  • მყინვარწვერი (5033)
  • ყოშთანთაუ (5152).

შხარა/სვანეთი

ულამაზესი ხედები

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: