RSS Feed

ლეხ კაჩინსკის 17 აპრილს დაკრძალავენ


ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული გარდაცვალება სამწუხარო ფაქტია და ძალიან მეწყინა. ვუსამძიმრებ  ოჯახს და პოლონელ ხალხს!
ნ.შ
P.S  ბედნიერებაა როცა ქვეყნის პრეზიდენტს მისი  ერი ასე თბილად , პატივისცემით და სიამაყით მოიხსენიებს!

“ინტერპრესნიუსი“


პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის 17 აპრილს ვარშავაში დაკრძალავენ.

პოლონური მედიის ცნობით, ამის შესახებ სპეციალური განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იაცეკ სასინმა გააკეთა.

ლეხ კაჩინსკის ცხედარი პრეზიდენტის სასახლეშია დასვენებული, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პრეზიდენტის მეუღლის, მარია კაჩინსკას ცხედარი კი, ჯერ არ ამოცნობილი არის. ცხედრას მოსკოვში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

პოლონური პრესა არ გამორიცხავს, რომ პირველი ლედის ამოცნობის პორცედურა დღეს დასრულდეს.

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლაინერი ხეებს წამოედო და დასაფრენი ბილიკიდან ერთ კილომეტრში ჩამოვარდა. რუსული საინფორმაციო საშუალებები ეკიპაჟის შეცდომაზეც საუბრობენ.

პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფას პოლონური საგამოძიებო კომისია დამოუკიდებლად შეისწავლის. შეიქმნა რუსული საგამოძიებო კომისიაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.

ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა. კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა.

About ნა-ნუცა

www.nanuca.wordpress.com facebook: na-nutsa twitter : nnuci

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: